თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მშვიდობის დამყარებისკენ მიისწრაფვის და იმედოვნებს, რომ რეგიონში უარყოფითი მოვლენები არ განვითარდება.
„რეგიონში ომის ფსიქოლოგია გვაწუხებს. თურქეთს კავშირები ორივე მხარესთან აქვს. იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მალე უზრუნველვყოფთ ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის პირისპირი შეხვედრის გამართვას“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
19 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს თურქეთში შეხვედრის გამართვა შესთავაზა.
თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, ნებისმიერი როლი შეასრულოს, რათა რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობებში დაძაბულობა განმუხტოს.
18 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერსპექტივა არარეალისტურია და მან ეს კრიზისი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უნდა განიხილოს.