დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლესის განცხადებით, ლონდონი მზადაა, უკრაინას კიდევ უფრო მეტი შეიარაღება მიაწოდოს, რათა კიევმა რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. ამის შესახებ უოლესმა Daily Mail-თან ინტერვიუში განაცხადა.
„განვიხილავთ საკითხს უკრაინისთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების შესახებ. არაფერია გამორიცხული იმ კუთხით, რომ უკრაინას თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში დავეხმაროთ. დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს. 8 წლის განმავლობაში ვეხმარებით მათ თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში და ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე გადავწყვიტეთ, ეს დახმარება გავზარდოთ“, - განაცხადა უოლესმა.