„ნაციონალური მოძრაობა“ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნის გზების ძიებაშია. პარტიის მიერ ნაცადმა ჯერჯერობით არც ერთმა ხერხმა არ გაამართლა, ამიტომ ახლა აქტიურობის ორი გზა აირჩიეს. ენმ კონკრეტული სასულიერო პირების დახმარებით შეეცდება, რომ სააკაშვილის ე.წ. შინა პატიმრობის თემა უფრო აქტიურად განიხილოს და ამის პარალელურად კონკრეტული ექიმების მეშვეობით მისი ჯამრთელობა კიდევ უფორ დაამძიმონ.
3 თვის თავზე, სააკაშვილს კერ კიდევ იმედი აქვს, რომ ამომრჩეველი ქუჩის პერმანენტული აქციებით ციხიდან მის გათავისუფლებას მოითხოვს და აზვირთებული საპროტესტო მუხტი ხელისუფლებას აიძულებს ის გაათავისუფლოს. თუმცა როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილი საკუთარ ელექტორატსაც და პარტიასაც დაავიწყდა; დანარჩენი ოპოზიცია მის ორბიტაზე გაკარებსაც ჭირივით ერიდება, ხოლო ხელისუფლებას სააკაშვილის ციხეში ყოფნა არანაირ დისკომფორტს არ უქმნის. შესაბამისად, რამ უნდა აიძულოს „ოცნება“, რომ სააკაშვილი ციხიდან სხვა დაწესებულებაში გადაიყვანოს, გაუგებარია.
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ხელისუფლებას სთავაზობს მესამე პრეზიდენტი მის ეპარქიაში, შინაპატიომრობაში გადაიყვანონ. მეუფე ნიკოლოზი მიიჩნევს, რომ პრობლემის ამგვარი მოგვარება ყველა მხარისთვის მისაღები იქნება.
მეუფე ნიკოლოზი „ტვ პირველთან“ საუბარში ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან მონასტერში გადაყვანის საკითხზე პრემიერ ღარიბაშვილს ელაპარაკა. მთავრობის მეთაური დღეს სამების საკათედრო ტაძარში იყო მისული. სავარაუდოა, რომ ეს საუბარი წმინდა სინოდის წევრს და მღვდლემთავარს შორის საკურთხეველში შედგა.
ეს არის ჩემი მხრიდან შეთავაზება. ბატონი ირაკლი ხშირად დადის ტაძარში. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იორდანიის მეფის მიერ ჩვენი ეკლესიისთვის ფიცის გადმოცემაზე. მორწმუნე ადამიანია და არ შეიძლება მას რაიმე განსხვავებული აზრი ჰქონდეს. მე შევთავაზე სხვა ადამიანებსაც... არ ვიცი ამას რა შედეგი მოჰყვება... მგონია, რომ არ იქნება სწორი ჩემი მხრიდან ჩემი მასთან პირადი კომუნიკაციის გასაჯაროება“, - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა ჯგუფი და თავად ომბუდსმენი, მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტთან ვიზიტებს ამ ეტაპზე წყვეტს. ისინი ამბობენ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის მონახულება ვითარებას არ ცვლის. უცვლელია მათი მთავარი რეკომენდაცია - ფსიქოლოგიურთან ერთად, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურ რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის შემაჯამებელი დასკვნა, ექიმთა ჯგუფმა ნომერ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილთან რამდენიმე ვიზიტის შემდეგ მოამზადა. სპეციალისტების ზოგადი შეფასებით, მდგომარეობა საყურადღებოა. მედიკოსები ექსპრეზიდენტის პოსტ-ტრამვულ აშლილობასა და დეპრესიაზე საუბრობენ. რეკომენდაცია მხოლოდ პასუხისმგებელ უწყებებს არ ეხება - ექიმები მიხეილ სააკაშვილსაც მიმართავენ და განუმარტავენ, რომ პროტესტის რადიკალური ფორმები მის მდგომარეობის კიდევ უფრო შეცვლის.
კონსილიუმის წევრები თანხმდებიან, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, მუშაობის დაწყება სასჯელაღსრულების დაწესებულებაშიც შესაძლებელია. ექიმების ნაწილი ამბობს, რომ არსებობს მედიკოსთა ჯგუფი, რომლიც მზად არის მკურნალობის პირველი ეტაპისთვის, თუმცა ამისთვის მსჯავრდებულის თანხმობასთან ერთად, აუცილებელია შესაბამისი უწყების ნებართვა.
ყველა ის დიაგნოსტიკური მეთოდი, რომლის გამოყენებაზეც სახალხო დამცველიც და სპეციალისტებიც საუბრობენ, საქართველოში ხელმისაწვდომია. შესაბამისად, სპეციალისტების ჯგუფი ისევ არ საუბრობს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე.
კონსილიუმის წევრების და სახალხო დამცველის გადაწყვეტილების მიუხედავად, ამ ეტაპზე სააკაშვილთან ვიზიტები შეწყვიტონ, ომბუდსმენი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მზად არიან მსჯავრდებული პრეზიდენტის მოსანახულებლად.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ერთდროულად ალაპარაკებული სასაულიერო პირი და მედიკსოები, რომლებიც მის მძიმე ჯამრთელობაზე საუბრობენ, ერთი დიდი სცენარის ნაწილია. აბაშიძე ამბობს, რომ ნებსით თუ უნებლიედ მეუფე ნიკოლოზი და ექიმები „ნაციონალების“ მხრიდან ამ თამაშში არიან ჩართულები.
„ციხე ციხეა და იქ მოხვდერილი ნებისმიერი ადამიანი დეპრესიაში ჩავარდება. მათი მიზანია, მიხეილ სააკაშვილი როგორმე ციხიდან ამ დეპრესიის მიზეზით ციხიდან დაიხსნან. ძალიან დასანანია, მეუფე ნიკოლოზი, რომელიც ყველა პოლიტიკური გემოვნების მრევლის გამაერთიანებელია, ტენდენციურად ერთი ადამიანის მხარეს იკავებს და საზოგადოებისთვის გამაღიზიანებელი ხდება. ძალიან ბევრი პატიმარია, რომელიც ოჯახური და სოციალური პირობების გამო მძიმე სტერსის ქვეშ იმყოფება. ამიტომ ჯობია, რომ მონასტერში წასვლა ამ ადამიანებს შესთავაზოს. ველი, რომ ეს ამბავი სხვა რამდენიმე სერიალად კიდევ გაგრძელდება. სააკაშვილი უნდა დაიხსნან, გაუშვან და ა.შ. „ნაციონალები“ კი ამისთვის არაერთ ხერხს გამოიყენებენ. მომდევნო სერიაში არ არის გამორიცხული, რომ მისი რომელიმე ევროპულ კუნძულზე გამგზავრება მოისურვონ. ჩვენი პენიტენციური სამსახურის სისტემა იმდენად გამართულია, რომ ამ ტყუილებს არავინ დაიჯერებს. სააკაშვილს ექცევიან ისე, როგორც ყველა სხვა პატიმარს“, - აცხადებს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ჰიპოტეტურადაც რომ დავუშვათ, სააკაშვილი რომელიმე მონასტერში ან ისევ საავადმყოფოში გადაიყვანონ, ქართველი სამართალდამცველებისთვის ძალიან დიდი თავისტკივილი იქნება. მის დაცვას უამრავი ფინანსური და ადამიანური რესურსი დასჭირდება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ სააკაშვილს და მის გარემოცვას ავიწყდება, რამდენი ოჯახი და ადამიანი ერჩით. ამიტომ მან კარგად უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ის ყველაზე უსაფრთხოდ ქართულ ციხეში იმყოფება.
ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისთვის სააკაშვილი, მეტ-ნაკლებად, პრობლემას აღარ წარმოადგენს. ენმ-მა და სააკაშვილმა რეალურად ვერ შეძლეს, შიმშილობაც კი მიატოვეს, რომ მოსახლეობა ქუჩაში გამოეყვანათ და მისი გათავისუფლების საკითხი სხვა პრობლემებზე პრიორიტეტული გაეხადათ.
„მიუხედავად ზემოთ ჩემს მიერ ნახსენები ფაქტისა, ხელისუფლება სააკაშვილთან დაკავშირებით მაინც ჩიხშია. რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ალბათ, ახლა ხელისუფლებისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი მისი უკრაინაში გასტუმრება იქნება. თუ ის საქართველოს ციხეში იქნება, მისი გამოყენება სხვა პრობლემების გადასაფარად ხელისუფლებას ამ ეტაპზე კარგად გამოსდის. მთელი მისი მედია და საზოგადოების ყურადღება მის ჯამრთელობასა და შარდის ანალიზზეა გადატანილი. კორონავირუსი, სიღარიბე, ფასების კატასტროფულად აწევა, ეკონომიკური პრობლემები, ყველაფერი მეორე ფლანგზე იწევს და პრიორიტეტული სააკაშვილია.
ხელისუფლებას ეს ძალიან აწყობს. ვიდრე ვითარება არ დაიძაბება და სააკაშვილი ციხეში ცოცხალი იქნება, ხელისუფლებას მისი პერსონა დიდად უკვე აღარ აწუხებს. „ოცნება“ არ დაუშვებს, რომ სააკაშვილი ეკლესიის წიაღში გადავიდეს. ჩვენს ქვეყანაში ამ ინსტიტუტს ბევრი ადამიანი პატივს სცემს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ სააკაშვილის რეიტინგმა აიწიოს. ამიტომ მეუფე ნიკოლოზის ინიციატივა ნაკლებად რეალურად მიმაჩნია“,-ამბობს for.ge-სთან ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, ახლა სააკაშვილის განცხადებები იმდენად არაადეკვატურია, რომ მისი ამომრჩეველიც კი მისგან დისტანცირებას ახდენს.
„სააკაშვილი გამოდის და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს. არადა ეს ამ დროს არავის ახსოვს და არც აინტერესებს. თავის დროზე სტალინი ლენინისთვის გაზეთ „პრავდას“ ბეჭდავდა. ამით ლენინს განცდას და შთაბეჭდილებას უქმნიდნენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყო. „ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევ, სააკაშვილისთვის ცალკე გაზეთი „პრავდა“ დაბეჭდონ. იქ დაწერონ, რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, ხალხი მის მხარეს არის და ის ისევ პრეზიდენტის სასახლეში იმყოფება. სააკაშვილმა საკუთარი თავი უკვე კომიკურ პერსონაჟად აქცია. იმის ნაცვლად რომ სხვა საკითხებზე ისაუბროს, რიგგარეშე არჩევნებზე ლაპარაკობს. არადა მის გარდა ეს არავის აღარ ახსოვს. ენმ-ს ვურჩევ სააკაშვილზე იმუშაონ, რადგან ცოტა ადეკვატური გახდეს და მის მიმართ პატივისცემა მოსახლეობაში გაიზარდოს“,-აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან.