რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.
უკრაინის უშიშროების სამსახურის მაღალჩინოსანის განცხადებით, 5 იანვარს, უკრაინაში რუსეთის საელჩოს დიპლომატთა ნაწილის ცოლები და შვილები მოსკოვში ავტობუსით გაემგზავრნენ.
გარდა ამისა, რუსი დიპლომატების 30-მდე ოჯახის წევრმა კიევი და ლვოვი შემდგომ დღეებში დატოვა, ხოლო რუსეთის კიდევ ორ საკონსულოში დიპლომატებს განუცხადეს, რომ უკრაინის დატოვებისთვის უნდა მოემზადონ.
გაზეთი The New York Times-ი აღნიშნავს, რომ უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ რუსეთის საელჩოს პერსონალის შემცირება ნაწილობრივ შეიძლება იყოს პროპაგანდა, მოსალოდნელი კონფლიქტისთვის მომზადება ან ხრიკი.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთის მთავრობა უკრაინაში რუსეთის საელჩოს დიპლომატთა ოჯახის წევრების ევაკუაციისთვის ემზადებოდა“, - განაცხადა აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.