დიმიტრი პესკოვი: რუსეთი საჭიროდ მიიჩნევს უკრაინის საზღვართან თავისი ძალები დატოვოს

დიმიტრი პესკოვი: რუსეთი საჭიროდ მიიჩნევს უკრაინის საზღვართან თავისი ძალები დატოვოს

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი საჭიროდ მიიჩნევს უკრაინის საზღვართან თავისი ძალები დატოვოს.

კრემლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ეს რეგიონში შექმნილ დაძაბულობასა და არამეგობრულ გარემოზე რეაქციაა.

„ჩვენი გადმოსახედიდან ნატო ორგანიზაციაა, რომელიც კონფრონტაციისთვის და არა დაცვისთვის შეიქმნა. ნატო მშვიდობის, სტაბილურობისა და აყვავების მტრედი არ არის. კონფრონტაციის ეს იარაღი სულ უფრო და უფრო უახლოვდება ჩვენს საზღვრებს“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთი არავის ემუქრება სამხედრო ოპერაციით, თუმცა ალიანსის შემდგომი გაფართოების შემთხვევაში, იძულებული იქნება, კონტრზომები მიიღოს.

„უკრაინის ტერიტორიაზე ნატოს ეტაპობრივ შეჭრას ვხედავთ თავისი ინფრასტრუქტურით, ინსტრუქტორებითა და თავდასხმითი შეიარაღებით. რუსეთი ამას აღარ შეეგუება“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.