„რესპუბლიკელმა“ სენატორმა მიტ რომნიმ განაცხადა, რომ აშშ-მა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის რაიმე ფორმით აღდგენაში ხელი უნდა შეუშალონ.
„ის ცდილობს აღადგინოს ის, რაც ადრე ჰქონდა. ამის დაშვება არ შეიძლება. პუტინი ნატოს დაყოფასა და დასუსტებას ცდილობს. ჩვენ გვჭირდება ძლიერი ნატო არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ჩინეთის წინააღმდეგაც“, - აღნიშნა სენატორმა.
მიტ რომნის თქმით, დასავლეთს გაზსადენი Nord Stream 2-ის დაბლოკვა შეუძლია.
„მას უნდა გავაგებინოთ, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ი არ იფუნქციონირებს. მას არ ექნება ეს სიმდიდრე, თუ რაიმე ნაბიჯს გადადგამს უკრაინის ხელისუფლების დასამხობად“, - განაცხადა მან.