ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის საფრთხე მაღალია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები მზად არიან ნებისმიერი სიტუაციისთვის.
ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ-ს, ნატოსა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებები გულწრფელი და პირდაპირი იყო.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სადაზვერვო საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს შეფასებული, რომ პუტინმა უკრაინაში სამხედრო შეჭრა გადაწყვიტა, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაცია აცნობიერებს საფრთხეს უკრაინის საზღვართან განლაგებული დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცის ფონზე.
„რა თქმა უნდა, სამხედრო შეჭრის საფრთხე მაღალია. არ გვაქვს ილუზია რუსეთის მხრიდან პოტენციურ სამხედრო ესკალაციასთან დაკავშირებით. შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან სხვადასხვა სცენარისთვის“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.