ნატოში აშშ-ის ელჩი: ნატოს კარი ღია რჩება - არავის აქვს ამ კარის დახურვის უფლება

ნატოში აშშ-ის ელჩი: ნატოს კარი ღია რჩება - არავის აქვს ამ კარის დახურვის უფლება

ნატოს არცერთი წევრი რუსეთთან ალიანსის ღია კარის პოლიტიკის განხილვისთვის მზად არ არის, - განაცხადა ნატოში აშშ-ის ელჩმა, ჯულიან სმიტმა.

„ნატოს კარი ღია რჩება. არავის აქვს ამ კარის დახურვის უფლება. ნებისმიერი გადაწყვეტილება გაფართოების შესახებ ალიანსსა და მოცემულ ქვეყანას შორის იქნება მიღებული“, - აღნიშნა ნატოში აშშ-ის ელჩმა.

10 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ვენდი შერმანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთს რკინაბეტონის გარანტიები სჭირდება, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები არ გახდებიან.

თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა აღნიშნა, რომ აშშ ნატოში ახალი წევრების მიღებაზე შეზღუდვებს არ ეთანხმება.

„არავის მივცემთ ნატოს ღია კარის პოლიტიკის შეწყვეტის უფლებას, რომელიც ალიანსისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა ვენდი შერმანმა.