ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა დაიწყო

ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა დაიწყო

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა დაიწყო.

„ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ეს კრიტიკულ მომენტში ევროპის უსაფრთხოებისთვის დიალოგის დროული შესაძლებლობაა. როდესაც დაძაბულობა მაღალია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ერთ მაგიდასთან დავსხდეთ და ჩვენი შეშფოთებები განვიხილოთ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის ფარგლებში, მხარეები ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, უკრაინაში და მის ირგვლივ განვითარებულ ვითარებასა და სამხედრო საქმიანობასთან, ურთიერთგამჭვირვალობასა და რისკის შემცირებასთან დაკავშირებული საკითხებს განიხილავენ.