მოსამართლე მამუკა წიკლაურს პედოფილების და მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებენ, რის გამოც მისი საქმეების გადახედვას მოითხოვენ

მოსამართლე მამუკა წიკლაურს პედოფილების და მკვლელების მფარველობაში ადანაშაულებენ, რის გამოც მისი საქმეების გადახედვას მოითხოვენ

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე აირჩია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ ამირან ძაბუნიძეს 79 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მის წინააღმდეგ პარლამენტის ათმა წევრმა მისცა ხმა. მანამდე ძაბუნიძის კანდიდატურას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარდაჭერა გამოუცხადა. პარლამენტი აგრძელებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურას, თუმცა პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია ე.წ. ამბოხებული მოსამართლეთა სკანდალური და საეჭვო საქმეების შესახებ. ასეთია თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მამუკა წიკლაური, რომლის მიერ გამოტანილი განაჩენები შესწავლას ითხოვს.

ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე მამუკა წიკლაურის მიერ გამოტანილი საკანდალური განაჩენები გაასაჯაროვა და აღნიშნა, რომ მოსამართლე წიკლაურის ისტორიაში არაერთი სკანდალური და საეჭვო საქმეა, რომლებიც აუცილებლად იმსახურებს სასწრაფო შესწავლას.

2021 წელი - თელავის სასამართლომ ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გირაოთი გაუშვა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;

2021 წელი - 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებული სასამართლომ გაათავისუფლა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;

2021 წელი - პოლიციელებზე თავდასხმისა და მათი დაჭრის ბრალდებით დაკავებული ომარ ცისკარიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;

2021 წელი - მკვლელობაში ბრალდებული დავით ნადაშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;

2019 წელი, დეპუტატის მანქანის დაზიანების ბრალდებით დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;

2014 წელი - თელავის სასამართლომ გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მიიღო და 22 პირი პატიმრობიდან გაათავისუფლა - მოსამართლე მამუკა წიკლაური;

2013 წელი - კუდ-ის სიღნაღი-დედოფლისწყაროს სამმართველოს ყოფილი ძალოვანი, ილია ნატროშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - მოსამართლე მამუკა წიკლაური.

ეს არის ჩამონათვალი იმ სისხლის სამართლის საქმეებისა, სადაც მოსამათლე წიკლაურმა დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა და უმძიმეს დანაშაულში, მათ შორის პედოფილიაში ბრალდებული გაანთავისუფლა. ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ თითოეული მისი გადაწყვეტილების უკან დგას ვიწრო პარტიულ-კორპორაციული ინტერესების დაცვა, შესაბამისად ელოდება, რომ პროკურატურა შეისწავალის თითოეულ განაჩენს და მოახდენს რეაგირებას.

„როდესაც „ნაციონალური მოძრაობიდან“ ყოველდღიურად ისმის მურუსიძის თემა და ერთი კითხვის ნიშანი არ არის მამუკა წიკლაურთან მიართებაში, არც იმ საერთაშორისო პარტნიორების მხირდან, რომლებსაც ძალიან აწუხებთ როგორც სასამართლო სისტემის რეფორმა, ასევე მოსამართლეთა კორპუსის ახალი წევრებით ჩანაცვლების პროცესი, რომლებიც აღშფოთებული და შეშფოთებული არიან. დიახ, ეს რეფორმა ზუსტად მამუკა წიკლაურისნაირი დამნაშავეების განთავისუფლებას ემსახურება, როგორც ახალი მოსამართლეების არჩევის პროცესი, ასევე სასამართლო რეფორმა, რომელსაც საქართველო ახორციელებს.

საინტერესოა, ამ შემთხვევაზე რას იტყვის ამერიკის ელჩი? თავისი სიტყვა უნდა თქვას კანონმა. დღეს, პარტიმარ სააკაშვილის ბედს წყვეტენ ა-რ და მასთან ასოცორებული რაღაცა სამედიცინო კონსილიუმები, პატიმრის პირადი ექიმები, ბიძები, დედები, ცოლები, მაშინ როდესაც მის ბედს უნდა წყვეტდეს მხოლოდ კანონი! სასამართლო განჩინება და მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანო, რასაც იუსტიციის სამინისტრო ჰქვია.

ყველა, ვისაც არ ეზარება, ცდილობს გადაწყვიტოს ის საკითხი, რომელიც მის კომპეტენციას საერთოდ არ განეკუთვნება. სასწრაფოდ, პროკურატურა დაინტერესდეს მამუკა წიკლაურის განაჩენებით, გაყვეს თითოელ ფაქტს და გამოიტანოს კანონით გათვალისწინებული ზომები. აი, ამას ველოდები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, რომელიც ე.წ. მეამბოხე მოსამართლეების საქმეს იკვლევს, ამბობს, რომ კახეთში, თელავის სასამართლოში მუშაობს მკვლელების და პედოფილების მფარველი მოსამართლე - მამუკა წიკლაური, რომელიც მისი თქმით, უპირობოდ უშვებს ციხიდან მკვლელებს, ავაზაკებს და გამაუპატიურებლებს.

„მას რომ სინდისი ჰქონდეს, ასეთ ვერაგულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებდა. მოვუწოდებ შესაბამის სადისციპლინო კომისიას, სასწრაფოდ მიიღოს ზომები ამ ჯალათის წინააღმდეგ.

ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული გირაოთი გაუშვა, ასევე გაანთავისუფლა 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებული. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველა, ყველას ვიცნობთ, მაგრამ იცით რა არის, ქმედებებით ხომ განისაზღვრება ადამიანის მსოფლმხედველობა?

აქ იურიდიულ კაზუსზე არ მაქვს პრეტენზია, არ ვარ იურისტი, მის გადაწყვეტილებას როგორც იურისტი არ ვაფასებ, მაგრამ სამოსამართლეო პრაქტიკიდან გამომდინარე, ასეთი დონის დამნაშავეებს არ ათავისუფლებენ. ამას ემატება კიდევ პოლიტიკური გარემოცვა. კერძოდ, ამ ადამიანის გადაწყვეტილება თანხვედრაში მოდის რადიკალურ-პოლიტიკურ ნარატივთან, რაც ბადებს ეჭვებს. აქიდან გამომდინარე აუცილებელია რეაგირება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ქადაგიძემ.

როგორც ქადაგიძე ამბობს, მამუკა წიკლაური არის ე.წ. მეამბოხე მოსამართლეთა გუნდის წევრი, რომლის ხაზი მიდის ადეიშვილი-მერაბიშვილი-გვარამია-დეკანოიძემდე.

„როდესაც ამ სახელის და გვარის გარშემო ვაწარმოებდი მოკვლევას, ვნახე, რომ ეს ადამიანი არის კონკრეტული პოლიტიკური გუნდის წევრი, დიდი კონტაქტებით. რა თქმა უნდა, მებადება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ეს ადამიანი სპეციალურად ხომ არ აკეთებს ამ ყველაფერს? ამიტომ გავაჟღერე ეს ფაქტები, რომ დაინახონ კომპეტენტურმა ადამიანებმა, რომლებმაც აუცილებლად უნდა მოახდინონ ამაზე რეაგირება. მოსამართლე ასე პერმანენტულად ასეთ გადაწყვეტილებებს იღებდეს, ასეთი რამ ამ ვიცი. რა მორალს ეფუძნება ეს ყველაფერი?! რა უნდა თქვას - მე, კანონი მაძლევდა საშუალებას, რომ ასეთი განაჩენი გამომეტანაო? და კანონის იქეთ ხომ არის რაღაც, ამიტომ ახსნას ვერ ვუძებნი ამ გადაწყვეტილებას. ალბათ, ისევ იმასთან გვაქს საქმე, რომ ასეთი განაჩენით ნულის დონემდე შეიბღალოს მოსამართლეთა რეპუტაცია, რომ ამით ვიღაცამ პოლიტიკური სარგებელი ნახოს. მოსამართლე არის ერთ-ერთი რგოლი, რომელზეც დგას ქვეყნის უსაფრთხობა. ამიტომ, მინდა, რომ მოხდეს რეაგირება. პროფესიონალებმა და იურისტებმა შეაფასონ ეს ვითარება, როგორც საჭიროა და არა პოლიტიკური კონტექსტით“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ქადაგიძემ.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობამ“ პოლიტიკის შეტანა სასამართლოშიც დაიწყო და დაიგეგმა სპეცოპერაცია მოსამართლეები რიგითი სააკაშვილის და საკუთარი კარიერის გადასარჩენად. როგორც ქადაგიძე ამბობს, მთავარი შემსრულებელია „ნაცმოძრაობასთან“ და მის ლიდერებთან მეტად დაახლოებული სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, რომელიც განაწყენდა „ოცნების“ ხელისუფლებაზე, რადგან პარლამენტმა მისი კანდიდატურა არ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ.

„მცირე პრეისტორია - მისი მეუღლე დავით მესხიშვილი წინა ხელისუფლების დროს წარმოადგენდა ვანო მერაბიშვილის მაღალჩინოსანს შსს-ში, ჯერ იყო საქართველოს ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს უფროსის მოადგილედ 2006-2008 წლებში, ხოლო შემდეგ 2008-2012 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ადმინისტრაციის უფროსი. ამ დროს აკადემიის რექტორი მოგეხსენებათ იყო „ნაცმოძრაობის“ ამჟამინდელი ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.

უკვე კრიტიკულ პერიოდში, 2012 წელს დაინიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლად, იმის გამო, რომ როგორც შსს-ს სანდო კადრს და გამოცდილ „ზონდერს“, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოეხდინა ადმინისტრაციული რესურსების მაქსიმალური მობილიზება ადგილზე.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ცოლ-ქმარი მესხიშვილები მერაბიშვილის ახლო გარემოცვის და დეკანოიძის უახლოესი ადამიანები არიან და ახლაც სწორედ მისგან იღებენ ინტენსიურად დავალებებს, შუამავლის მეშვეობით. სწორედ დავით მესხიშვილს აქვს კომუნიკაცია პოლიტიკურ სუბიექტებთან და სწორედ დეკანოიძეა ამ პროცესების პოლიტიკური კურატორი „ნაცმოძრაობიდან“. ეს არის ორკესტრირებული და შეთანხმებული სქემა“, - აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.