„მარგველაშვილის ლოგიკას თუ მივყვებით, მაშინ „ქართული ოცნების“ დროს პუტინის პრეზიდენტი ყოფილა“

„მარგველაშვილის ლოგიკას თუ მივყვებით, მაშინ „ქართული ოცნების“ დროს პუტინის პრეზიდენტი ყოფილა“

რას ნიშნავს მე-4 პრეზიდენტის გიორგი მარგველშვილის განცახადება, რომ მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი პატიმარია? რატომ ალაპარაკდა ამაზე ახლა მარგველაშვილი, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს ის 5 წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდეტი იყო? ან რას ცვლის „პუტინის პირადი პატიმრობა“ იმ დანაშაულებებთან დაკავშირებით, რომლსაც სააკაშვილს გამოძიება ედავება და რამდენიმე საქმეზე ბარლი უკვე დამტკიცებული აქვს. ისმის კითხვა - პუტინი იყო ის პირი, რომელიც მას ქართველი ხალხის 9 წლის განმავლობაში ცემას, წამებას, რეკეტს და ტერორს ავალებდა? რატომ და რა მიზნით აკეთებს ქვეყნის მე-4 პრეზიდენტი პოლიტიკურად ლოგიკას მოკლებულ განცხადებას და რაში სჭირდება მას ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივის გაგრძელება?

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა 27 დეკემბერს სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც მარგველაშვილმა შეხვედრიდან გამოსვლისას აღნიშნა, სწორედ პუტინის პირადი ინტერესია, რომ სააკაშვილი იყოს „ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი“.

„ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, ჩემთვის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი და ამას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ ჩვენ, საქართველოში პუტინთან დაპირისპირებაში გამორჩეული პოლიტიკოსი, რამდენიც არ უნდა გვქონდეს დაპირისპირებები წარსულში, პუტინის უმთავრეს ინტერესშია, რომ ეს ადამიანი იყოს ქართველების მიერ დაპატიმრებული და გამოკეტილი, ეს არის ჩემი პირადი შეფასება“, - განაცხადა სამსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა.

მეოთხე პრეზიდენტმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით თქვა, რომ პირველ რიგში, საუბარი ეხებოდა ურთულეს გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რომელიც ახლა საქართველოს წინაშე დგას და ამ პროცესში მნიშვნელოვანია ქვეყნის მთავარსარდლების პოზიცია.

მარგველაშვილის განცხადებით, საქმეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულად ფასდება, პოლიტიკური მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.

მისივე განმარტებით, მრგვალ მაგიდასთან „ზოგი პატიმარი და ზოგი კი დევნის“ ნაწილი ვერ იქნება.

ჩემთვის ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და ვრცელი შეხვედრა მქონდა გიორგი მარგველაშვილთან. მიუხედავად წარსულში სერიოზული პოლიტიკური განსხვავებებისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი იმსახურებს პატივისცემას“, - უმალ გამოეხმაურა გორიდან სააკაშვილი მარგველაშვილს.

„აბსოლუტურად ზუსტად და თამამად გამოთქვამს იმ რეალობას, რომ მე ვარ ნამდვილად პუტინის პირადი პატიმარი. არ შეიძლება არ დავაფასოთ, რომ ამ ძნელბედობის ჟამს მან თავის თავზე აიღო მაკონსოლიდირებელი როლი. ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს და ამ მხრივ, ორივემ, სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა შეიძლება შეასრულონ ნამდვილად ისტორიული მისია.

ამიტომ, მხარს ვუჭერ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას, თუნდაც იმ პირობებში, როგორც დღეს ნიკა მელიამ თქვა, შანსი მინიმალურიც რომ იყოს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს მზადყოფნას, და ეს გიორგისთან განვიხილე, სამი პრეზიდენტის შეხვედრაზე, ჩემი მხრიდან ყოველგვარი პირადი თხოვნების, (განსაკუთრებით, შეწყალების თაობაზე), გარეშე.

ასევე, მე და გიორგი ორივე ვიზიარებთ შეშფოთებას მოშიმშილეების მდგომარეობაზე და მე ვაფასებ მის ინიციატივას, მოინახულოს ისინი და საკუთარი ხედვა და ჩვენი საერთო შეშფოთება გააცნოს“, - წერს სააკაშვილი „ფეისბუკზე“.

ანალიტიკოსი გია ბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მე-4 პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გორის ჰოპიტალთან გაკეთებული განცხადება სრულაიდ არაადეკვატური და რეალობას აცდენილი იყო. აბაშიძე ამბობს, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, მარგველაშვილს სააკაშვილის ოჯახთან ანგარება აკავშირებს. სხვაგვარად მის ნათქვამზე რაიმე პროგნოზის გაკეთება სრულიად შეუძლებელია.

„მარგველაშვილის ლოგიკას თუ მივყვებით, მაშინ მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ დროს პუტინის პრეზიდენტი ყოფილა. იმასაც ვერ ხვდება ასეთ არასერიოზულ განცახდებას რომ აკეთებს და ბრიყვობას ლაპარაკობს, თავად რა გამოდის. სირცხვილია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამას კადრულობდეს. რაც შეეხება ე.წ. პოლიტიკური დევნის გამო სააკაშვილის შეწყალებას, სხვა საქმეების შეჩერებას - მარგველაშვილის ამ ბოდვაზე რა შეიძლება ითქვას გარდა იმისა, რომ ის ამას კონკრეტული მიზეზის გამო აკეთებს.

სოციალურ ქსელში და ტელევიზიებში ვხედავდი მარგველაშვილს როგორი ლანძღვა-გინება მიდის. ამ კაცს საერთოდ არანაირი რეიტინგი არ გააჩნია და ამ განცხადებების შემდეგ პოლიტიკურად გაბანკროტებულია. უნდა საზოგადოებაში აქტუალური იყოს და ეს სისულელეები ილაპარაკა. არაადეკვატურ ქმედებებსა და განცხადებებში თავად გუბაზ სანიკიძესაც კი გადაუსწრო. მართლა დასანანია, რომ ეს კაცი ერთ დროს ქვეყნის პრეზიდენტი იყო“, - ამბობს გია აბაშიძე for.ge-სთან.

რაც შეეხება მარგველაშვილის ინიციატივას სამი პრეზიდენტის შეხვედრასთან დაკავშირებით, აბაშიძე აქაც ამბობს, რომ ეს არის აბსურდული იდეა, რომელზეც, დიდი ალბათობით, ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ წავა.

„მაინტერესებს მარგველაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორ წარმოუდგენიათ, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში გისოსებიან პალატაში მივიდეს და პატიმარ სააკაშვილს მოლაპარაკებები დაუწყოს? ბოდიში, მაგრამ რაზე უნდა ილაპარაკონ - შეგიწყალებო თუ რა უნდა უთხრას? სააკაშვილი ილუზიებში იმყოფება. მარგველაშვილს კი, როგორც ჩანს, ამ ილუზიაში რაღაცა როლის მიღება უნდა. მისი პოლიტიკური ხედვები და რეალობა ლოგიკას ისეა აცდენილი, უკვე სასაცილოც კია მასზე რაიმე კომენტარის გაკეთება. ვწუხვარ მარგველაშვილი ისე დაეცა, სანიკიძეზე არაადეკვატური გახდა“,-ამბობს აბაშიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკურად მსგავს არასწორ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პუტინის პატიმრად გამოცხადება მხოლოდ პოპულიზმია, რომელიც საზოგადოების გაღიზიანების მეტს არაფერს გამოიწვევს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ რუსეთისთვის საქართველოს ნებისმიერი პრეზიდენტი მტერია, რადგან მათთვის საქართველო, როგორც სახელმწიფო არ არსებობს. ეს კი იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულებები პუტინის ბრალია და მას ეს არ გაუკეთებია. ამიტომ პოლიტიკოსი, როცა მსგავს განცახდებას აკეთებს მეტი პასუხისმგებლობა მართებს.

„რუსეთს საქართველოს რომელიმე პრიველი პირი მოსწონდა? მარგველაშვილს ამის ერთი ფაქტი მაინც შეუძლია დაასახელოს? ედუარდ შევარდნაძეც კი, რომელიც რუსეთის კაცად ითვლებოდა, მათთვის მიუღებელი ფიგურა იყო. ქვეყანამ მისი პრეზიდენტობის დროს იხეირა რამე? მაშინ პუტინი კი არა პრეზიდენტი ელცინი იყო. აბა, გადავხედოთ რუსეთის პოლიტიკას, იქიდან აქამდე რამე შეიცვალა? აქ სააკაშვილი პიროვნულად რა შუაშია? ეს არის პოპულიზმის მწვერვალი, რომელიც ჩემთვის პირადად ქვეყნის პრეზიდენტისგან ძალიან სამწუხაროდ მიმაჩნია.

30 წელია ამ იდიოტიზმში ვტრიალებთ და ვერ ამოვედით. არ შეიძლება ამხელა თემის და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემის ასე გაუბრალოება. თურმე რუსეთის მტრობის მთავარი პერსონა მიხეილ სააკაშვილი ყოფილა. ამაზე დიდი აბსურდი ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა როგორ უნდა თქვას? ადრე იყო და ორ რუსეთს ვეძებდით. ერთი თურმე კარგი იყო ჩვენ ვუნდოდით და მეორე გვეომებოდა. ახლა რუსეთის მტრობა მხოლოდ პერსონების დონემდე დაგვყავს. ამ მოგონილი რეალობით გვინდა რამეს მივაღწიოთ?“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, დავუშვათ სააკაშვილი პუტინის პირადი ტყვეა, მერე რა? ამით რა იცვლება? სააკაშვილს იმ დანაშაულებებისგან რით ათავისუფლებს, რომელიც მას ჩადენილი აქვს?

„სააკაშვილს პუტინი ავალებდა ქართველები აწამე, ცემე და რა ვიცი ათასი უბედურება ქენიო? სად არის აქ ლოგიკა? სამწუხარო ისაა, რომ ეს აზრი მერე რჩება და ჩვენს ქვეყანას ვნებს. ხელისუფლებას არ შეუძლია, რომ სააკაშვილი ასე ხელაღებით გაუშვას. ეს მასვე დაარტყამს და საბოლოო ჯამში, ხელისუფლების დაკარგვის ფასად დაუჯდება. „ქართულ ოცნებას“ ახლა ძალიანაც რომ უნდოდეს, ის ამ ყველაფერს ვეღარ შეცვლის. ამის კაპიტალი და რესურსი აღარ აქვს. მას რუსეთის და პუტინის კი არ ეშინია, პოლიტიკურ დარტყმას და ზიანს თავად მიიღებს.

 რაც შეეხება სამი პრეზიდენტის შეხვედრას და რაღაცაზე მოლაპარაკებას, ჯერ გაგვაგებინონ რაზე უნდა მოილპარაკონ. კი ბატონო, შეხვდნენ, მერე? ზურაბიშვილი ამბობს სააკაშვილს არ ვიწყალებო და რაზე უნდა ილაპარაკონ, არ მესმის. მათ საზოგადოებაში წონადობა არა აქვთ და არსებულ პოლიტიკურ რეალობას ვერ შეცვლიან. მეორეც, ერთი ეს პოლარიზებული გარემო საზოგადოებაში კი არა პარტიის აქტივისტების დონეზე არსებობს. ჩვენი მოსახლეობა ახლა პოლიტიკასთან სრულიად განცალკავებულად დგას და რეალური პრობლემა ეს არის“, -ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

 

trampi გიორგი მარგველაშვილი:........................ სააკაშვილი პუტინის პატიმარია

ვააააააა........... ეს რომ დებილი იყო ვიცოდი მაგრამ ............................................ ესეთიიიიიიიი?
პლიუს ჩათლახიც ყოფილა......................
რომ ჰკითხო კიდევ ფილოსოფოსი ვააარო
ფილოსოფოსი კი არა, ეს მართლა ქაჯი. ფალოსიფოსი ყოფილა .....
2 წლის უკან