„დასკვნა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოაქვეყნა სააკაშვილთან დაკავშირებით, არ ტოვებდა მიუკერძოებლობის შთაბეჭდილებას“

„დასკვნა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოაქვეყნა სააკაშვილთან დაკავშირებით, არ ტოვებდა მიუკერძოებლობის შთაბეჭდილებას“

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

„რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს, დასვენების დღეებში, კანონპროექტის დაინიცირება დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე. იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება! მაშინ, როცა გავეცნობი კანონპროექტს და მექნება მეტი ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, გავაკეთებ უფრო დეტალურ კომენტარს. მანამდე კი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებო, ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, რომელიც ყოველთვის იყო, არის და იქნება კანონით ნაკარნახევი“, - წერს „ფეისბუქში“ სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია.

ამ საკითხს ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ნაწილი ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით უწყების მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას. ამასთან, საუბარია იმის შესახებაც, რომ სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ იყო დანიშნული და სწორედ მთავრობის ყოფილი მეთაურის კადრია.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფასთან დაკავშირებით, თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, უწყების მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებს ეხებოდეს. ამასთან, მისივე თქმით, ლონდა თოლორაია ინსპექტორის თანამდებობაზე გიორგი გახარიას მიერ არის დანიშნული.

„მსჯელობა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის ფუნქციების გაყოფა მომხდარიყო, ანუ საგამოძიებო ფუნქცია გამოყოფოდა მას, უკვე დიდი ხანია მიმდინარეობდა და ეს მსჯელობის საგანი იყო, როგორც ხელისუფლებაში, ასევე სამოქალაქო სექტორში.

ეს განცხადება შესაძლოა უკავშირდებოდეს ლონდა თოლორაიას და მის ბოლო დროინდელ დასკვებს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, რომელიც არ იყო ბოლომდე ობიექტური. იქ ისეთი დასკვნები იყო დასმული, რომელსაც არ ჰქონდა თავსებადობა იმ კრიტერიუმებთან, რითაც უნდა ხელმძღვანელობდეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პროცესების შეფასებისას. ალბათ, ასეთივე მოსაზრება ჰქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც.

სამსასახური, როგორც ასეთი, არ უქმდება, უბრალოდ, მისი ფუნქციების გადანაწილება ხდება. სავარაუდოდ, ამ თანამდებობაზე ვერ ვიხილავთ ლონდა თოლორაიას, ეს არის მთავარი საკვანძო საკითხი. ერთ-ერთი ფაქტორი ესეც არის. სახელმწიფო ინსექტორმა, ალბათ, ვერ გადალახა საკუთარი პოლიტიკური მიკერძოებულობა“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

ამასთან, პოლიტიკურ წრეებში იმის შესახებაც მიდის საუბარი, რომ ხელისუფლება დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ინსტიტუტებს ებრძვის. სახელმწიფო ინტექტორის სამსახურის შემდეგ, სახალხო დაცველის აპარატზე მიდგება ჯერი.

აღნიშნულის შესახებ ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას ბერკეტი იმისა, რომ ომბუდსმენთან დაკავშირებით რაიმე სახის ბერკეტი გამოიყენოს, არ არსებობს.

„თუკი სახელმწიფო ინსპექტორთან მიმართებაში ხელისუფლებას ჰქონდა ბერკეტები იმისა, რომ მას სამსახურის რეორგანიზაცია მოეხდინა, ალბათ, ლონდა თოლორაია არ და ვერ იქნება დასახელებული შემდეგ ხელმძღვანელად, - ის არის გიორგი გახარიას კადრი, მან დანიშნა იგი ამ თანამდებობაზე. სახალხო დაცველთან მიმართებაში სიტუაცია არის სხვა. თუ სახალხო დამცველმა ისეთი მოქმედება არ ჩაიდინა, რაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და კანონდებლობასთან, არავითარი ბერკეტი იმისა, რომ სახალხო დამცველი ვადაზე ადრე გაუშვან, ხელისუფლებას არ აქვს.

ერთ-ერთ მიზეზად იმასაც განვიხილავ, რომ ის გიორგი გახარიას კადრი იყო, მაგრამ ეს კიდევ არაფერი, ის დასკვნა, რაც მისმა სამსახურმა გამოაქვეყნა სააკაშვილის საავამდოყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით, ის შინაარსი და პათოსი არ ტოვებდა მიუკერძოებლობის შთაბეჭდილებას. ეს იყო სააკაშვილის ინტერესებზე მორგებული დასკვნა, რაც მან კარგად გამოიყენა, - სააკაშვილი ამბობს, რომ ამ დასკვნით სტრასბურგის სასამართლოში უფრო ადვილად შეუძლია საჩივრის შეტანა“, - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინსპექტორს ხელთ აქვს არა ის დამონტაჟებული კადრები, რომლებიც „საკმაოდ შემაძრწუნებელი იყო, არამედ სრული ვერსია, სადაც ბევრად უფრო სასტიკი მოპყრობაა ასახული“.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება არსებული მიმდინარე გამოძიების, ჩემს მიმართ გამოყენებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო. ასევე, იმისთვის, რომ ინსპექტორს ხელთ აქვს არა ის დამონტაჟებული კადრები, რომლებიც საკმაოდ შემაძრწუნებელი იყო მსოფლიოსთვის, (მაგრამ მათი აზრით ყველაზე რბილი ნაწილი იყო) არამედ სრული ვერსია, სადაც ბევრად უფრო სასტიკი მოპყრობაა ასახული. სახელმწიფო ინსპექტორის მოსალოდნელი დასკვნა მყარ საფუძველს შექმნიდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩემი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

trampi გიორგი მარგველაშვილი:........................ სააკაშვილი პუტინის პატიმარია

ვააააააა........... ეს რომ დებილი იყო ვიცოდი მაგრამ ............................................ ესეთიიიიიიიი?
პლიუს ჩათლახიც ყოფილა......................
რომ ჰკითხო კიდევ ფილოსოფოსი ვააარო
ფილოსოფოსი კი არა ეს მარტლა ქაჯი ფალოსიფოსი ყოფილა .....
2 წლის უკან