ერთ დროს „ნაციონალების“ საყვარელი თემა იყო „ნულოვანი ტოლერანტობა“, დღეს მათი ფავორიტი საკითხი გახდა შერიგებაზე საუბარი, ოღონდ მათხრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკის არ იყოს, თუკი „ქართული ოცნება“ შერიგებას არ ისურვებს, „ნაცები“ ისევ აამოქმედებენ თავიანთ არსენალში შემონახულ ძალმომრეობით პოლიტიკას.
მათრახის ენაზე ლაპარაკობს სააკაშვილიც და საკუთარ მომხრეებს თავდადებისა და წინააღმდეგობისკენ მოუწოდებს: „ჩვენ არ უნდა დაველოდოთ ოლიგარქის მხრიდან მოწყალებას, ისინი უნდა ითხოვდნენ შენდობას და ამნისტიას ქართველი ხალხისგან“.
„ნაციონალების“ სურვილია, 2000 წლიდან მოყოლებული სამ ეპოქაზე გავრცელდეს შერიგება, რაც ცხადია, მათ ენაზე, სააკაშვილის შეწყალებად უნდა გადაითარგმნოს. ნუგზარ წიკლაური არც მალავს, თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ თან ეროვნული შეთანხმების მდინარე მოედინებოდეს და თან პოლიტიკური ოპონენტები ციხეში დარჩნენ, ეს ასე ვერ მოხდება. ნიკა მელიაც ამავე აზრისაა: „სანამ სააკაშვილი ტყვეობაშია, საუბარი სამოქალაქო ერთობასა და შერიგებაზე აზრდაკარგული იქნება“.
არიან ისეთი ყოფილი „ნაცებიც“, რომელთაც კატეგორიულად არ მოსწონთ სულელური სიტყვა „შერიგება“. ოპოზიციონერ დეპუტატ გრიგოლ ვაშაძეს ეს სიტყვა ქვიშის ორმოში მოთამაშე ბავშვების შერიგებას ახსენებს, რომლებმაც სათამაშოები ვერ გაიყვეს და ახლა დედებმა უნდა შეარიგონ.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ჰერმან საბო ფიქრობს, რომ შერიგებას ხელს უშლის შიში და ზიზღი. შიში - სააკაშვილის დაბრუნების და ზიზღი სააკაშვილის მიმართ. ამიტომ შიში მოიხსნება პოლიტიკიდან მიხეილ სააკაშვილის ისევ ისე წასვლით, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ შერიგების კეთილშობილური იდეა ერთგვარი ხაფანგია „ნაცების“ ხელში და, თუ ხელისუფლება შერიგებას დათანხმდება, მაშინ ამით „ნაცმოძრაობას“ გააძლიერებს.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას მიიჩნევს, სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის შერიგება რა არის? ეს არის მიშას გათავისუფლება და კრიმინალების ხელშეუხებლობა, ანუ „ნაცმოძრაობის“ ხელშეუხებლობა.
„მაგათ ვის რა უნდა შეუნდონ? ეგენი იყვნენ დამაქცევლები და ვის უნდა შეუნდონ, ვისაც აწამებდნენ, იმათ? ვისაც ტყავს აძრობდნენ, ბიზნესს და ქონებას ართმევდნენ, იმათ უნდა შეუნდონ? პირიქით მაინც თქვან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა აპატიოს ხალხმა, რადგან სწორედ ხალხი დაზარალდა მათ დროს. თუნდაც დღევანდელ ხელისუფლებაში მყოფი ფიგურებისთვის „ნაციონალებს“ ნაკლებად აქვთ რაღაც წართმეული, „ნაცებმა“ საქართველოს წაართვეს ტერიტორიები, საქართველოს მოსახლეობას კი წაართვეს ქონება და ბიზნესი. გარდა ამისა, მათ წაართვეს ჩვენი მოსახლეობის სერიოზულ ნაწილს სიცოცხლე, ღირსება და პატივი შეულახეს. თუმცა რატომ უნდა აპატიონ დაზარალებულებმა „ნაციონალებს“? ვინმეს თვითონ რამეს პატიობენ ეგენი? რატომ უნდა აპატიონ „ნაციონალებს“ ქუჩაში ჩახოცილების ოჯახებმა? დარეკეტებულმა და განკულაკებულმა მოსახლეობამ? ქვეყნიდან გაქცეულმა ხალხმა?“ - აცხადებს ნანა კაკაბაძე და დასძენს, რომ საქართველო არ შერიგდება და არ გამთლიანდება ბოლშევიზმთან, ფაშიზმთან, ნაციზმთან.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი როცა ლაპარაკობს დეპოლარიზაციის პროცესზე, ეს ნიშნავს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება უნდა შედგეს კონსტიტუციურობისა და სამართლიანობის გარშემო. „ნაცებს“ კი ამის საპირისპირო რამ სურთ, რომ ამ მოლაპარაკებით ხელისუფლება „ნაცებს“ უნდა დანებდეს და მიშა გამოუშვან ციხიდან, რაც წარმოუდგენელია.
„არ დაგვავიწყდეს, რომ სალომე ზურაბიშვილი დიპლომატია. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, შედგეს საუბარი, მხარეები დასხდნენ და ილაპარაკონ, გინდაც უშედეგო იყოს ეს მოლაპარაკება. ამაში გარკვეული პოზიტივია, რახან ლაპარაკობენ, ე.ი. ერთმანეთს არ ხოცავენ. დიალოგის ალტერნატივა ომია. „ქართული ოცნების“ პოზიცია უალტერნატივოა, ლაპარაკი ვისაც უნდა, პრეზიდენტის ფორმატი კარგია, კი ბატონო, ეს დაეხმარება მოლაპარაკების პროცესს, მაგრამ სალაპარაკო მთავარი არენა პარლამენტია, სალაყბო რასაც ჰქვია. ამიტომ პრეზიდენტთანაც ილაპარაკონ და პარლამენტშიც“, - აღნიშნავს დავით ზარდიაშვილი და შეკითხვის საპასუხოდ, ზურაბიშვილის ეს წინადადება ხომ არ არის გათვლილი იმაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ შიგნით გაიხლიჩოს - რადიკალებსა და შემრიგებლებს, ანუ ქორებსა და მტრედებს შორის? - განმარტავს, რა თქმა უნდა, აქ გამოყენებულია დიპლომატიური ხერხი, რომ დისკურსი შეიცვალოს და იმის მაგივრად მხარეებმა ლანძღონ ერთმანეთი, „ნაცებს“ შენი ჭირიმეთი უტირონ დედა.
ანალიტიკოსის შეფასებით, თუ „ნაცები“ ლაპარაკზე მოდიან, მაშასადამე, ქუჩაში აღარ დგანან და „თავისუფლება მიშას“ აღარ ყვირიან. მთავარია, ისინი სალაპარაკო სივრცეში შემოვიდნენ, სულ არ არის ამისთვის საჭირო შარლ მიშელის ჩამოყვანა და უცხოელების ჩართვა. ბუნებრივია, ეს კონსტრუქციული გზაა, თორემ ქუჩის გზა, მიშას გამოშვების გზა, სააკაშვილს „აწამებენ“ და ეს სიგიჟეები აბსოლუტურად უპერსპექტივოა. ამისგან არაფერი გამოუვათ. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მცდელობის შედეგად გარედან დამკვირვებლისთვის რაღაც სურათი შეიქმნება, რომ ქართველებს ერთმანეთში ლაპარაკი შეუძლიათ.
ვააააააა........... ეს რომ დებილი იყო ვიცოდი მაგრამ ............................................ ესეთიიიიიიიი?
პლიუს ჩათლახიც ყოფილა......................
რომ ჰკითხო კიდევ ფილოსოფოსი ვააარო
ფილოსოფოსი კი არა ეს მართლა ქაჯი, ფალოსიფოსი ყოფილა .....