„პრეზიდენტმა რომ სააკაშვილი შეიწყალოს, შერიგებას კი არ შეუწყობს ხელს, პირიქით - უფრო გააღრმავებს“

„პრეზიდენტმა რომ სააკაშვილი შეიწყალოს, შერიგებას კი არ შეუწყობს ხელს, პირიქით - უფრო გააღრმავებს“

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებულ პროცესს ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ ინიციატივას ოპტიმისტურად უყურებენ. თუმცა, აღნიშნულ პროცესს სკეპტიკოსებიც გამოუჩნდნენ. ნაწილის თქმით, ზურაბიშვილის წინადადებას, ეროვნული შერიგების შესახებ, დიდი პერსექტივა არ აქვს და ეს არის უბრალოდ, პროცესი პროცესისთვის.

ამასთან, საუბარია იმის შესახებაც, რომ თუკი სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებული პროცესი შედეგს არ გამოიღებს და ჩაიშლება, საბოლოოდ შესაძლოა, პრეზიდენტმა შეწყალების ბერკეტი გამოიყენოს. გამოითქვა მოსაზრება, რომ შერიგების პროცესში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჩართულობა სწორედ ამით აიხსნება, - ზურაბიშვილს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება „გამოსტყუოს.“

ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტმა მართლაც გამოიყენა თავისი უფლებამოსილება და შეიწყალა სააკაშვილი, ეს ქვეყანაში არეულობას გამოიწვევს და პოლარიზაცია უფრო მეტად გაღრმავდება.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვის გამო ჩაიშლება აღნიშნული პროცესი. მისივე თქმით, სააკაშვილის შეწყალებით არათუ პოლიტიკური კრიზისი მოგვარდება, არამედ ის უფრო მეტად გაღრმავდება. შესაბამისად, ძაბირაძე ფიქრობს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს.

„თუ ეს პროცესი ჩაიშლება, მისი ჩაშლის ინიციატორებიც ხომ გამოჩნდებიან? - ამიტომ, თუ პრეზიდენტი მსგავს რამეს გადაწყვეტს, ამის მიხედვით გააკეთებს არჩევანს. მეეჭვება, რომ პრეზიდენტი შეწყალებაზე წავიდეს. თუ პროცესი ჩაიშალა, სააკაშვილის შეწყალებას პრეზიდენტის მხრიდან არ ველოდები. თუ „ნაცმოძრაობის“ ჩართულობა არის ჩართულობისთვის და იმისთვის, რომ პრეზიდენტს რაღაც „გამოსტყუოს“, მაშინ ვფიქრობ, ეს პროცესი ჩაიშლება და არ გაგრძელდება. პრეზიდენტი კი ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს.

ჯერჯერობით არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, არც „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს, რომ პრეზიდენტმა ასეთი ნაბიჯი გადადგას და არც პრეზიდენტს აძლევს ხელს, რომ თავისი ნათქვამი უკან წაიღოს. რაიმე ფაქტორი, რომ პრეზიდენტმა ასეთი ნაბიჯი გადადგას, უბრალოდ, არ არსებობს. პოლიტიკური თვალსაზრისით, დღეს რთული ვითარება ნამდვილად არ არის. დღეს „ქართულ ოცნებას“ აქვს კარტ-ბლანში. ამიტომ, როგორც „ქართული ოცნება“ მიიღებს გადაწყვეტილებას, რა და როგორ გააგრძელოს, პროცესიც სწორედ ასე წავა.

ეს მხოლოდ პოლიტიკას ეხება, თუმცა, ამის გარდა არსებობს სოციალური, ეკონომიკური და გარე ფაქტორები. თუ ამ ფაქტორთა ერთობლიობამ კრიზისი გაამწვავა, მაშინ უკვე სხვა ვითარება გვაქვს და სხვაგვარად უნდა განვითარდეს პროცესი. თუ ეს კრიზისი იმ დონეზე დარჩა, რაც დღეს არის, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პოლარიზებულია პოლიტიკური სპექტრი, მაშინ პრეზიდენტი არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს.

ხვალ რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი შეიწყალოს, არსებულ ვითარებაში ეს კრიზისს კი არ დააცხრობს და შერიგებას კი არ შეუწყობს ხელს, პირიქით, უფრო გააღრმავებს ამ კრიზისს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ამ ნაბიჯს არ გადადგამს. უახლოეს დღეებსა თუ თვეებში, რაიმე მნიშვნელოვან ძვრებს არ ველოდები. მგონია, რომ ეს საპროტესტო აქცია მიილევა ისევ, შიმშილობაც მოვალეობის მოხდის მიზნით დარჩება და არა პროტესტის გაძლიერების ან გამოხატვის მიზნით“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველის თქმით, რაიმე წინაპირობა იმისა, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან იმ შემთხვევაში, თუკი სალომე ზურაბიშვილი მსგავს ნაბიჯს გადადგამს, ეს დააზარალებს ქვეყანას და საზოგადოებას. როგორც მეტრეველმა აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ წამოწყებული პროცესი, რომელიც თავისი არსით ეროვნულ შერიგებას გულისხმობს, მარცხისთვის არის განწირული.

„თუკი ქალბატონი სალომე მართლაც ცდილობს, რომ ქვეყანაში კიდევ უფრო დააწყნაროს სიტუაცია, სააკაშვილის შეწყალება სრულიად ალოგიკურია, რადგან ეს ადამიანი ცდილობს ქვეყანაში არეულობა მოაწყოს და სწორედ მას სურს, საზოგადოებაში გახეთქილება იყოს. ამიტომ, ეს ნაბიჯი იქნება მხოლოდ ქვეყანაში დესტაბილიზაციის ხელშეწყობა.

სააკაშვილი აბსოლუტურად განულებულია და ვერაფერს აურევს ამ ქვეყანაში, მაგრამ ზურაბიშვილის ნაბიჯი, თუ ასეთს გადადგამს, ძალიან მძიმე იქნება. ჯერჯერობით ასეთ ნაბიჯს ვერ ვხედავ, მაგრამ თუკი ასე მოხდება, საზოგადოების ძალიან დიდი რისხვა დაატყდება. ათასჯერ უნდა დაფიქრდეს, სანამ მსგავს რამეს გაიფიქრებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის აბსოლუტურად არაადეკვატური, დესტრუქციული ძალა, რომელსაც ვერავინ გამოჰყავს ქუჩაში. დადგმული შიმშილობა ერთგვარი მცდელობაა, რომ პროცესის მუხტი აწიონ, თუმცა ხედავენ, რომ არავითარი მუხტი არ არის. ეცდებიან, მოსინჯონ სალომე ზურაბიშვილი. ცოტა ხნის წინ, საშინლად ლანძღავდნენ სალომე ზურაბიშვილს, ახლა თურმე, მათი პრეზიდენტი გახდა.

ჩვეულებრივი მედროვე, კლოუნი ხალხია. იმედია, რომ ზურაბიშვილი მათთან არ წავა რაიმე კომპრომისზე. თუნდაც შეიწყალოს, სააკაშვილის მიმართ არის კიდევ არაერთი საქმე და იგი ციხეს ასე მარტივად ვერ დატოვებს. ზურაბიშვილის მხრიდან ბუტაფორიული მცდელობაა მოლაპარაკებების შექმნის.

„ნაცმოძრაობის“ ამოცანაა, ნებისმიერი გზით ხელისუფლებაში დაბრუნდეს და არა ის, რომ სიმშვიდე იყოს ქვეყანაში. ამიტომ, თავის არსშივე ეს მოლაპარაკებები განწირულია“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან.

trampi ვააა...... დავიტანჯე ამ კროსვორდების ამოხსნით.......
გუშინ რა ვჭამე ის არ მახსოვს და პაროლი როგორღა გავიხსენო
ბიჯოოოოს!!!
2 წლის უკან
trampi ეს ქალი ერთ ადგილს ფრანგულად ათამაშებს, პლიუს თანაც მარიაჟობს
არადა ქართველებს მაგის მარიაჟობა .... ძაან, ძაან აბრაზებს
ეს ქალი არ იყოოო კოდუას ვითომდა ,,მენაგვეებმა,, დილა უთენია პარლამენტიდან თავისუფლების მოედნამდე სუ ბუნძულ --ბუნძულით რომ
არბენინეეს??..... (ისე ეხლა თავის ძაღლით ყოველ დილას კი სეირნობს მაგ ადგილებში)
ეს არ იყო რომ იძახოდა ქაჯები მიდიანოო??----- ...იპოდრომის ლიდერი რომ იყოოოო??
ეგ ის ,,მაჰმუდი,, არააა მიშასთან ოპოზიცია შეხვედრაზე რომ მივიდა და მიშამ ზედაც რომ არ შეხედა და ძაღლადაც არ ჩააგდოოო?
ან იმ სამთვიან მიტინგებზე სუ დეჟურნი რომ იყო ხოლმეეე დააავიწყდაა??......კიდე ჩამოუთვალოო??
ერიჰაააა.... მაშინ სკლეროზი ჰქონია
და თუ სკლეროზი არ ააქვს, მაშ დაავიწყდა მიშა ვინააა??.....
თუ დაავიწყდა კიდევ, შევხვდები დილით სეირნობის დროს და შევახსენებ ვინცააა მიშა და ნაცები
2 წლის უკან