ე.წ. მასობრივი შიმშილობა ნებით თუ იძულებით - for.ge-სთვის „ნაციონალური მოძრაობის“ კულუარებიდან ცნობილი ხდება, რომ პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თანაპარტიელებისგან შიმშილობის დაწყება მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიას და მის მხარდამჭერ რამდენიმე ორგანიზაციას, დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.
ამის პარალელურად ცნობილი ხდება, რომ „მთავარ არხს“ ფინანსური პრობლემები შეექმნა და 21 დეკემბერს არხის ტექნიკური გუნდი ხელფასების გაუცემლობის გამო პროტესტის ნიშნად მუშაობას არ აპირებდა. ამიტომაც დახურულ ჯგუფში გვარამიამ სტატუსი დაწერა, სადაც ის კოლეგებს სთხოვს ამ ერთხელ კიდევ სცენ პატივი, რადგან თუ აქციას არ გააშუქებენ სუს-ზე გაყიდულად და მოღალატედ გამოაცხადებენ. სავარაუდოდ, გვარამიას თხოვნამ გაჭრა და ის უკვე მეორე სტატუსში მათ მადლობას უხდის, რომ მისი თხოვნა გაითვალისწინეს.
For.ge-ს კი წყარო უყვება, რომ მოვლენები დრამატულად მას შემდეგ განვითარდა, რაც ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია გამოჩნდა. სავარაუდოდ, სააკაშვილმა ის პარტიაში დაწყებული აურზაურის გამო დაიბარა. ის ციხიდან მოვლენებს ვერ აკონტორლებს და პოლიტიკური მუქთახორობით გათამამებულმა პარტიის წევრებმა შიგნით ერთმანეთის დაჭმა დაიწყეს. ასევე ეჭვი არსებობს, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვა ხდება, ხოლო შედეგი სახეზე არ არის. მიხეილ სააკაშვილი ისევ ციხეშია და ყველა ღალატშია ეჭმიტანილი.
„მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს მისი გათავისუფლების მოთხოვნით, უფრო ქმედითი და რადიკალური ნაბიჯების გადადგმას სთხოვს, მათ შორის შიმშილობის დაუყოვნებლივ დაწყებას. ალასანიამ გარკვეული თანხების ლიმიტირება უკვე მოახერხა, რაც ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ მალევე აისახა. სააკაშვილის ბიძა გვარამიაზეც გაბრაზებულია, ამიტომაც მან ინტერვიუ ნოდარ მელაძეს და „ტვ პირველს“ მისცა, საიდანაც „ნაციოანლური მოძრაობის“ ლიდერებს შეუთვალა, რომ მათი მუშაობით ძალიან უკმაყოფილოა. მელიას რაღაცა ფულის გაფლნგვის ამბებს ედავებიან. ამიტომაც ისიც იძულებულია ის გააკეთოს, რასაც ეუბნებიან. მასობრივი შიმშილი პარტიის შიგნით დიდად არავის მოსწონს, მაგრამ სააკაშვილმა შემოუთვალათ, რომ თუკი ამ მოთხოვნას არ შეასრულებენ, მათი საქმე წასულია. ის ციხიდან სასწრაფოდ დახსნას ითხოვს. იმედია ქვს ამით დასავლეთის ყურადღებას მიიქცევს და ისინიც ზურაბიშვილზე ზეწოლას გააძლიერებენ, რათა შეიწყალოს“, - უყვება წყარო for.ge-ს.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არ ადასტურებენ, რომ პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა პარტიის წევრებს, მხარდაჭერის ნიშნად, შიმშილობის დაწყება მოსთხოვა.
პარტიის წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიიღწევა და არა ვინმეს დავალებით.
„არ შეწყდება ეს აქციები მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება და არ დასრულდება მის მიმართ ის პოლიტიკური შურისძიება, რომლის მომსწრენიც ვართ. ჩვენ არავინ არაფერს გვავალებს, თუ გადაწყვეტილება მიიღება, მიიღება სრული კონსენსუსით პარტიაში“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. მასობრივი შიმშილი ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს და პირიქით, პარტიის გამასხარავება მოხდება. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, ამ აქტით ენმ-ის წევრები სააკაშვილისთვის სიყვარულის დამტკიცებას ცდილობენ ან იმას, რომ მისთვის არ უღალატიათ. ეს კი მოსახლეობაში არანაირ სოლიდარობას არ გამოიწვევს, მით უმეტეს მათი შიმშილი ხელისუფლებას ვერანაირ დიკსკომფორტს ვერ შეუქმნის.
„როგორც ჩანს, თემურ ალასანიას კლასი „ნაციონალურ მოძრაობას“ უცბად დაეტყო. პარტიას ფინანსური კრიზისი აქვს და ეს „მთავარი არხის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდანაც კარგად ჩანს. გვარამიას თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდა გაუჭირდა. ალასანიამ რაღაცები გადაალაგა და ნაცები ცოტა შეაფუცხუნა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილს სიყვარულს უმტკიცებენ. ნიკა მელიას ისეთ დღეში აგდებენ, მისთვის შიმშილობა ყველაზე დიდი შვებაა. ამით იმასაც დაამტკიცებს, რომ მიშას არ ღალატობს და იმასაც, რომ მის გასათავისუფლებლად რაღაცას აკეთებს. თუმცა საკითხავი ისაა რა შედეგს მიიღებენ? აქვე გეტყვით, რომ ვერაფერს. მგონია პარტიის მარგინალიზება ამის შემდეგ კიდევ უფორ დაჩქარდება. 21 დეკემბრის აქციამაც აჩვენა, რომ მათ ელექტორატი აკლდებათ. მით უმეტეს დაფინანსება აღარ აქვთ და ის ადამიანები, რომლებიც ფულის გამო მოჰყვებოდნენ, ქუჩაში ვეღარ გამოჰყავთ.
პარტიაში ძალიან დიდ განხეთქილებაა დაწყებული და მაინც უახლოვეს მომავალში მის ორად გაყოფას ველი. დასავლეთი ამ სურათს რომ დაინახავს, იტყვის, რომ ესენი სულ გაგიჟდნენ და საერთოდ ოპოზიციაზე ხელს ჩაიქნევენ. სააკაშვილი ისედაც არ აღელვებთ და თავისი ათასი პრობლემაც აქვთ. ხელისუფლება კიდევ უფრო მშვიდად იქნება და ამ თემის გამასხარავებას დაიწყებს. „ოცნება“ იტყვის საკუთარ ეზოში თუ ვიღაცა შიმშილობს, მე რატომ უნდა ვინერვიულოო. ეს შიმშილობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში რაღაც დისონანს შემოიტანს, მაგრამ განასკუთრებეულს ვერაფერს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი აცხადებს, რომ დასავლეთში დაქირავებული ლობისტების გარდა მიხეილ სააკაშვილის ვადამდელ გათავისუფლებაზე ან პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადებაზე არავინ საუბრობს. ამიტომაც აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ 21 დეკემბერი და ე.წ. მასობრივი შიმშილი „ნაციონალების“ დასასრულის დასაწყისი შესაძლოა გახდეს.
„თემურ ალასანია საქართველოში „ნაციონალურ მოძრაობაში“ სიტუაციის დასალაგებლად ჩამოვიდა. ის სააკაშვილისთვის მთავარი მაშველი რგოლია და ამიტომაც გამოიძახა. ფაქტი სახეზეა, რაც ხდება. თურმე დისშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად კაცი ჩამოვიდა და დაბადების დღეს აღარ დაელოდო... ძალიან სასაცილოა, ვითომ ალასანიას ჯამრთელობის პრობლემები შეექმნა და ქვეყანა დატოვა. ალასანია კონკრეტული მიზნით იმყოფებოდა. მან მედიის და სხვა ორგანიზაციების დაფინანსების ოპტიმალური ვერსიები განიხილა. უკვე ვხედავთ, რომ ნიკა გვარამიას პირადმა მიმოწერამ გაჟონა და „მთავარი არხი“ ფინანსური პრობლემების წინაშე ალასანიას ჩამოსვლისთანავე დადგა.
ეს შემთხვევითი არ არის, რადგან სააკაშვილი პარტიისგან და მის მიერ დაფინანსებული მედიისგან მეტ აქტიურობას ითხოვს. მათ გარკვეული ლიმიტი ბიძის დახმარებით უკვე დაუდგინა. რა მოხდება ენმ-ის რიგებში, ამას უკვე მომავალი და ეს დღეები გვაჩვენებს. ცხადია, რომ ის პოლიტიკური მუქთახორობა რითაც „ნაციონალები“ დაკავებულები იყვნენ, აღარ უნდა იყოს. ამაში კი ჩარეული თემურ ალასანიაა. სააკაშვილი საკუთარი ოჯახის წევრების გარდა უკვე არავის აღარ ენდობა, ამიტომაც ენმ-ში დიდი რყევები იქნება და ველი, რომ მელია თავის თანამოაზრეებთან ერთად პარტიას გამოეყოფა“, - ამბობს გია აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, უკრაინა სააკაშვილის მომავლით დიდად დაინტერესებული არ არის, ამიტომაც მის გადაცემას არც ითხოვენ. ალასანია სააკაშვილის ციხიდან დახსნას ნებისმიერი ხერხით ამიტომ ცდილობს, ხოლო მისი დახსნის ორი რეალური სცენარი არსებობს. ერთია, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს და მეორე სპეციალისტებმა აღიარონ, რომ ის შეურაცხადია. აქედან გამომდინარე, შეურაცხადი პატიმრის გასამართლება შეუძლებელია. ხოლო სააკაშვილის ოჯახი თუკი ამისთვის მზად არის, მაშინ მისი რეალური ჯამრთელობის მდგომარეობა აღიარონ. თუ მისი არაადეკვატურობა მედიკოსებმა დაადასტურეს, მაშინ ის მკურნალობას უნდა დაექვემდებაროს. არ აქვს მნიშვნელობა ეს ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ იქნება.