ქართულ პენიტენციალურ სისტემაში განხორციელებულ სისტიკეზე, უკვე მსოფლიო საუბრობს. პატიმრების ცემა-წამება და არადამიანური მოპყრობა, დამკვიდრებული მეთოდი იყო. ისტორია, რომელზეც ახლა გიამბობთ, სწოდერ, რომ ქართულ ციხეში მოხდა. 29 წლის იმედა ბუთხუზის ცემა-წამებაში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა და დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. ცემისგან მას ხერხემალი დაუზიანდა, რის გამოც დღეს გადაადგილების პრობლემა აქვს.
იმედა ბუთხუზი 2005 წლის 1 მარტს საპატულო პოლიციის ეკიპაჟმა ალექსანდროვის პარკთან დააკავა. ყოველგავრი განმარტების გარეშე, მას ბორკილები დაადეს და მთაწმინდა კრწანისის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც დაკავების შემდეგ გაირკვა, პოლიციის გაყოფილებაში დაფიქსირებული იყო მოქალაქის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ პიროვნებას, რომელმაც ის დააყაჩაღა, შავი ფერის ქურთუკი და ჯინსის შარვალი ეცვა. დაკავებულს სამ ეპოზოდში წაუყენეს ბრალდენა და 7 წლით თავისაუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
რატომ ითხოვდა ბაჩო ახალაია მისგან საჩივრის გატანას და რატომ ესტუმრა მას საკანში უფლედამცველი თეა თუთბერიძე? ამ საკითხებთან დაკავშირები for.ge ყოფილ პატიმარს, იმედა ბუთხუზს ესაუბრა.
იმედა ბუთხუზი: დამაკავეს იმიტომ, რომ შავი ფერის ქურთუკი და ჯინსის შარვალი მეცვა. ასე მთელი საქართველო დადიოდა. როგორც გაირკვა მოქალაქის განცხადება იყო შესული პოლიციაში იმასთან დაკავშირებით, რომ ის დააყაჩაღა ადამიანმა, რომელსაც შავი ფერის ქურთუკი და ჯინსის შარვალი ეცვა.
საქმეში ფიგურირებს ცრუ მოწმე, რომელიც ხელს მადებდა. როგორც შემდეგ გაირკვა, ის გოგონა თანამშრომლობდა პოლიციასთან. მომისაჯეს 7 წელი. სასჯელს ვიხდიდი ორთაჭალის ციხეში. მოხდა ისე, რომ იმ ცნობილი ბუნტის დროს, სპეცრაზმმა პატიმრები სასტიკად გვცემეს. ნაცემი გადამიყვანეს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში, სადაც ანალოგიურად იმავე დღეს გვცემს.
მიზეზი რა იყო, რატომ გცემეს?
- არც არაფერი. 20 პატიმარი შეგვიყვანეს პატარა ოთახში, სადაც დაგვხვდნენ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სპეცრაზმელები. სათითაოდ შევყავდით საცემად. ისე მცემეს, რომ წელსქვემოთ მოვწყდი. ვერ ავდექი, საკაცეზე დამაგდეს და წამიყვანეს. ცემისგან აბსოლუტურად ყველა კბილი ჩამამტვრიეს, მოტეხილი მქონდა ბეჭი, დამიზიანდა ხერხემალი, დამბლა მქონდა. შემოვიდა ციხის ექიმი დავით ასათიანი და მითხრა, რომ ცოლ-შვილი მყავს, საქმეში ვერ დაგიფიქსირებ იმას რაც გჭირსო. გეტყვი, რომ მალებს შორის გაქვს სისხლჩაქცევები და გაწოვითი პროცესის შემდეგ დადგები ფეხზეო. ეტლში ვიყავი.
თითქმის ყველა პატიმარი ამბობს, რომ უმიზეზოდ სცემდნენ...
- მერწმუნეთ, რომ ასე იყო. გვეუბნებოდნენ თქვენ ხარ კარგი ბიჭები თქვენი დედა... ქურდებს შეაგინეთ, თქვენი დედა...
ანუ მთავარი მოთხოვნა იყო ქურდების შეგინება?
-არა მარტო. როცა ვუთხარი რატომ უნდა შევაგინო-თქო, მაშინ გონება არ დამიკარგავს, მაგრამ ისე მცემეს, გულმკერდის ძვალი მქონდა გატეხილი და ორივე ყბა. ახალგაზრდა კაცი ვარ, ყველაფერი წამართვეს, დღესაც გადაადგილება მიჭირს. ცემის შედეგად ეპილეფცია დამემართა. ამის შემდგომ, რუსთავის მე-6 დაწესებულებაში გადამიყვანეს. აქ ადამიანებს აშიშვლებდნენ და ისე სვამდნენ კარცერში. როდესაც ავყავდით კარცერში, რეჟიმის უფროსს ვუთხარი, რომ არ არსებობს არ გავიხდი-თქო, ამ ქვეყანაზე ადამიანებიც არსებობენ, ამ კაცმა გამიგო, საცვლებით ვიჯექი კრიტში.
საცვლების გარეშეც ისხდნენ კრიტში პატიმრები?
- რა თქმა უნდა. ზოგს ეცვა, ზოგს - არა. ერთხელაც დაიძახეს, ბიჭებო ამნისტია შეგეხოთ და ყველას კამერებში დაგაბრუნებთო. სინამდვილეში ხდება რა - სახალხო დამცველი და გაეროს დამკვირვებელი შემოსულა. ნაცემი ხალხი უნდა გადაემალათ. მეგონა ისევ საცემად გავყავდით და კარებთან დავიმალე. ამ დროს გაიღო კარი, შემოვიდნენ უცხოელები და სახალხო დამცველი, შოკში ჩავარდნენ, ნაცემი და თანაც საცვლებით რომ მნახეს. მკითხეს რა მოხდაო, დეტალურად დავაფიქსირე რაც მოხდა და რა მგდომარეობაშიც ვიყავი. ამის შემდგომ დაიწყო ის, რაც დაიწყო.
რა დაიწყო?
- ამის შემდეგ ჩამიყვანეს კამერაში. ექიმებმა გამსინჯეს. მაგრამ, იცით რაა? მათ თეთრი ხალათი არ უნდა ეცვათ, სირცხვილია. ვითომ გამსინჯეს. მითხრეს წამლებს მოგცემთ და მოგივლითო. ეს იმიტომ მოხდა, რომ სახალხო დამცველთან ხმა ამოვიღე. დირექტორმა მითხრა, რომ საჩივარი გამოიტანეო, რაზეც უარი ვუთხარი. ჩემი უფლებები დაირღვა და ვითხოვ ჩემი უფლებების აღდგენას-თქო. მაშინ წინააღმდეგობის გაწევა წარმოუდგენელი იყო. ჩამიყვანეს ისევ კამერაში, რამდენიმე წუთში შემოდის ლევან პაჭკორია და ერთი ახლდა თან, მის გვარს ვერ ვიხსენებ. ამიყვანეს დირექტორის სანდრო ხულორდავას ოთხაში, სადაც მასთან ერთად დამხვდა ბაჩო ახალაია.
უცებ წამოხტა ახალაია და დაიწყო ყვირილი, ბიჭო შენ რა უფლებების დაცვას ითხოვ, ეს ქვეყანა ჩვენია, რამდენი ერთი დაგხოცოთ თქვე .....!!! ვინ მაგებინა ბიჭო პასუხიო!!! ცოტა ხანში მეკითხება, რა გინდა, რას ითხოვო. ვუთხარი, რომ დაირღვა ჩემი უფლებები და ვითხოვ აღდგენას. გასაგებიაო და უბრძანა თანამშრომელს, რომ ჩაიყვანეთო. მეორე დღეს ისევ შემიყვანეს ხულორდავას კაბინეტში. სადაც დამხვდნენ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა.
მეორედ რატომ მოვიდა ახალაია, რას ითხოვდა თქვენგან?
- პირისპირ დავუჯექი, ნასვამი იყო ბაჩო ახალაია. მითხრა, რომ ისეთ რამეს განახებ, დაგიმტკიცებ, რომ ქვეყანა ჩვენიაო. ჩამომიყვანეს ისევ კამერაში, რამდენიმე წუთში შემოდიან კამერებით და ერთ-ერთი მეუბნება, მჯავრდებულო იმედა ბუთხუზი გაემზადეთ ეტაპირებისთვისო. 2 კამერით მიღებდნენ ამას. წამიყვანეს რუსთავის N1 დაწესებულებაში. იქ დირექტორის მახო სინაურიძის ოთახში შემიყვანეს. სინაურიძემ რომ შეატყო რაზე მიდიოდა საუბარი, გავიდა ოთახიდან. წამომიდგა ბაჩო ახალაია ფეხზე და მითხრა, რომ საქმეს დაგიშლი და დაგიმტკიცებ, რომ ეს ქვეყანა ჩვენიაო. ახლა წადი და ცოტა ხანში დაგიძახებენო. რომ მოვედი დამხვდნენ საიას იურისტები და კიდევ ორი პიროვნება. მოვიდა ახალაია და მეუბნება, ეს არის გამომძიებელი და ეს პროკურორიო.
„საია“-ს წარმომადგენლები რომ იყვნენ ეს ვინ გითხრათ, მათი გვარები შეგიძლიათ თქვათ?
- ხუციშვილი და მინდოდაშვილი. ერთი თბილისის ოფისშია და მეორე - რუსთავის. ამათ ვკითხე, მართლა პროკურორი და გამომძიებელი არის-თქო და დამიდასტურეს. ეს პროკურორი და გამომძიებელირომ მორჩნენ საუბარს, ვუთხარი, რომ კარგად ბრძანდებოდეთ, არანაირ შეთანხმებაზე არ მოვდივარ ჩემს უფლებებს დავიცავ ბოლომდე-თქო და მერე უკვე ოჯახის წევრების მუქარაზე გადავიდნენ.
ვინ დაგემუქრა კონკრეტულად?
- ბაჩო ახალაია. ბიჭო ოჯახი გყავს, ხომ იციო. მაშინ დედაჩემი იწვა საავადმყოფოში და ახალაიამ გატრიალების დროს მითხრა ასეთი ფრაზა - „დედა ხომ საავადმყოფოში გიწევსო ბიჭოო, ხომ გითხარიო, რომ ყველაფერი ვიცითო“ და კარები მოხურა. ეგ ძალაინ მძიმეა მსაჯავრდებულისთვის. ცოტა ხანში ამიყვანეს ისევ დირექტორის ოთახში, წინ დამიჯდა მეგის ქარდავა, უცებ გავიგე ჩხაკუნის ხმა.
იარაღით იყო შემოსული, ვკითხე რა ხდება-თქო და რა არისო ბიჭოო, წამოხტა და თავზე დამადო იარაღი. სტეჩკინი ეკავა. ხომ ხედავთ ბიჭო ვინა ვართო, რა ვერ გაიგეო. ჩვეულებრივ ვიჯექი, რა უნდა მექნა. რომ დარწმუნდნენ სარჩელის გამოტანას და მათთან თანამშრომლობას არ ვაპირედი, შემეშვნენ.
ციხე-ციხე მატარებდნენ ამის შემდეგ. ყველა დაწესებულებაში სადაც გადავყავდით, დამკვიდრებული იყო ჯერ ცემა და შემდეგ კარანტინში აყვანა. ბოლომდე მომახდევინეს სასჯელი იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩამიდენია. მართლა ძალიან მტკივა გული იმაზე, რომ არავინ არ მიაქცია ამას ყურადღება, მანამ, სანამ ეს შემზარავი ფაქტი არ მოხდა.
თუ მიმართეთ პროკურატურას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით?
- რა თქმა უნდა, მივმართე უკვე და ჩვენებაც მივეცი. ვითხოვ ყველა იმ პირის დასჯას, ვინც ჩემს საქმეში ფიგურირებს. რუსთავის N2 დაწესებულებაში შემოვიდა მიშა დემატრაშვილი და გოგა, გვარს ვერ ვიხსენებ. იკითხეს იმედა ბუთხუზი რომელიაო, გამოდი თქვენთან მნახველიაო. გამოვედი და მცემეს.
როდესაც სისტემატურად ხორციელდებოდა ძალადობა, არ მიმართეთ ან პროკურატურას, ან გენერალურ ინსპექციას?
- როგორ არა, მაგრამ, რეაგირება არ იყო. არ დამიტოვებია სტრუქტურა, სადაც არ გავაგზავნე წერილი. მოვიდოდნენ ფორმალურად ჩაიწერდნენ და მერე რეაგირება არ იყო. მოვიდა პასუხი, რომ მიმდინარეობს გამოძიება. არაფრის გამო დამაკავეს, ჯანმრთელობა წამართვეს და ეს ავადმყოფები რომ გარეთ იყვნენ - სირცხვილია. პირადი ინტერესი არ მაქვს, მაგრამ, უნდა მიხვდნენ რა გააკეთეს, სამართალი უნდა აღდგეს.
როგორც ვიცი, თქვენთან შემოსულიყო თეა თუთბერიძე...
- ასე იყო ნამდვილად. კითხვა, რომელიც მან დამისვა არასოდეს დამავიწყდება. შემოვიდა კამერაში და იკითხა იმედა ბუთხუზი რომელიაო. მე ვარ-თქო. ერთი წუთით თუ შეიძლება მარტო ვისაუბროთო. კითხვები მაქვს თქვენთანო. მეკითხება - ნაცემი ხარო? არადა მეტყობა, რომ ნაცემი ვარ. მე მას ვუთხარი, ვინ მოგაგზავნა, შენთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს-თქო. კამერებში ყოფდა თავს და კითხულობდა იმედა ბუთხუზი მართლა ცემეს, ხომ არ იტყუებაო? იქიდან პატიმრები ეუბნებოდნენ - წადი ქალო აქიდანო.
როცა უთხარით, რომ მოგზავნილი ხარო, რა გითხრათ?
- მითხრა, რომ სიმართლეს ვარკვევ, არავის მოგზავნილი არ ვარო. მაშინ ვუთხარი, რომ სამკურნალო ხარ-თქო.