„ვარდების რევოლუციიდან მალევე, პუტინს და რუსეთის უშიშროების დირექტორს, პატრუშევს ხვდება, ჩამოდის და პირველი რასაც აკეთებს, - უშიშროების აკადემიას აუქმებს“

„ვარდების რევოლუციიდან მალევე, პუტინს და რუსეთის უშიშროების დირექტორს, პატრუშევს ხვდება, ჩამოდის და პირველი რასაც აკეთებს, - უშიშროების აკადემიას აუქმებს“

ვარდების რევოლუციიდან“ 18 წელი გავიდა. დღეს, იმ ცნობილი რევოლუციის მთავარი გმირი, მიხეილ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშეა წარმსდგარი, თუმცა ციხიდან ისევ რევოლუციით იმუქრება.

რა მოიტანა „ვარდების რევოლუციამ“? - თემაზე for.ge-თან ვრცლად ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საუბრობს.

18 წლის წინ „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, დღევანდელი გადასახედიდან, რა შეცვალა ამ რევოლუციამ?

- არ ვთვლი, რომ რევოლუცია იყო, ეს იყო გადატრიალება. ასეთი მოსაზრება არსებობს, თითქოს 18 წლის წინ რაღაც საიმედო ცვლილებებთან გვქონდა საქმე. გასაგებია, რომ ედუად შევარდნაძის ეპოქა იდიალური ეპოქისგან ძალიან შორს იყო, თუმცა ის ადამიანები, რომლებიც 2003 წლის 23 ნოემბერის მოვლენებს აკვირდებოდნენ, იმ დროინდელ მოვლენებზე ეჭვი უნდა შეჰპარვოდათ, რადგან ეს გადატრიალება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის მიერ ხელდასმული იყო. „რევოლუციიდან“ ორიოდე თვე გადის და სააკაშვილი მოსკოვში მიემგზავრება, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს ხვდება და გარდა ამისა, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა საგარეო დაზღვევის კუთხით. საქართველოში დაბრუნებისთანავე პირველი, რასაც ის აკეთებს, უშიშროების აკადემიას აუქმებს, რომელიც ქვეყანაში ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი იყო, სადაც ქვეყნის უსაფრთხოების კუთხით ოფიცრები ემზადებოდნენ.

უშიშროების აკადემია სააკაშვილმა პუტინის დავალებით გააუქმა?

- თუ მივყვებით იმას, რომ სააკაშვილისა და „ნაცოძრაობის“ ისტორიაში ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობით და დამთხვევებით მიმდინარეობს, მაშინ კი ბატონო, დაემთხვა. მაშინ, აბა, რას მივაწეროთ? - მოსკოვში პუტინს ხვდება, ასევე ხვდება რუსეთის უშიშროების დირექტორს პატრუშევს, ეს შეხვედები თებერვალში იყო, ჩამოდის და პირველი რასაც აკეთებს უშიშროების აკადემიას აუქმებს. ამ აკადემიის გაუქმების შემდეგ, საქართველო მოწყდა სერიოზული კადრების მომზადების ცენტრს, რომელიც უსაფრთხოების სამსახურს დღესაც ეტყობა.

ასევე ამას მოჰყვა ერგნეთის ჩაკეტვა, სადაც ქართველებს და ოსებს თავისუფლად შეეძლოთ გადაადგილება. ესეც იმ შეხვედრაზე გადაწყდა?

- პუტინს სწორედ ეს ფაქტი აღიზიანებდა და ეტყობა, ეს გაღიზიანება სააკაშვილთან დავალების სახით გადმოვიდა და გააკეთა ის, რაც გააკეთა. ანუ, 2004 წლის ივლისში და აგვისტოში, ცხინვალის მიმართულებით აბოსლუტურად მოუმზადებელი სამხედრო-პოლიციური სპეცოპერაცია ჩატარდა. ამ ოპერაციამ ქართული პოლიციის დანაყოფები ძალიან სამარცხვინო სიტუაციაში ჩააგდო, როდესაც ცხინვალის ცენტრში დაჩოქილებს შეურაცხყოფა მიაყენეს და ეს მთელმა საქართველომ ნახა. თუმცა, ყველაზე ცუდი იყო ის, რომ სახალხო დიპლომატიის დონის კონტაქტები, რომლებიც საშუალებას აძლევდნენ ნებისმიერ ჩვენგანს, რომ თბილისიდან ცხინვალში ჩასულიყო, ყველაფერი წყალში ჩაიყარა.

როდესაც „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, იმ დროს ლიდერებს შორის იყო, აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანია. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ისურვა მაშინ ჟვანიამ პრეზიდენტობა თუ სააკაშვილის პრეზიდენტობა რუსეთში უკვე გადაწყვეტილი იყო?

- სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე არ მიფიქრია, ამიტომ პასუხიც არ მაქვს. მე ვიცი შემდეგი ნაბიჯი და ისევ 2004 წელს ვუბრუნდები. საუბარი მაქვს იმაზე, რომ საზოგადოებას რა მოლოდინი ჰქონდა და დღესაც რა ილუზიებში არიან - თურმე, მიშას ხელისუფლებაში მოსვლის პირველი ორი წელი პერსპექტივები იყო და, თურმე ორი წლის შემდეგ ქვეყანა ტოტალური ჯოჯოხეთისკენ წავიდა. ეს ასე არ არის და რატომ - 2004 წლის 4 ნოემბერს სოჭში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით ხდება შეხვედრა იმ დროინდელი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითს შორის. როგორც მხარეები სამხრეთ ოსეთის დემილიტარიზაციის შეთანხმებას ხელს აწერენ. ანუ, ჯერ კიდევ 2004 წლის 4 ნოემბერს, ფაქტობრივად, სააკაშვილის ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთი სცნო, როგორც დე-ფაქტო-სეპარატისტული რეგიონი. ამას ხაზს იმიტომ ვუსმევ, რომ დღეს, ჟენევის მოლაპარაკებების დროს, ოსური მხრიდან წამოსულ მსგავს წინადადებაზე, რომ ძალის გამოუყენებლობაზე ხელი მოვაწეროთ, სწორედ დღევანდელი ოპოზიცია ხელისუფლებას პრეტენზიას უყენებს და ეუბნება, რომ არ გაბედონ, რაიმე შეთანხმებას ხელი მოაწერონ. თავად ეს რომ განახორციელეს, დაივიწყეს, თუმცა, ჩვენ არ გვავიწყდება. იმავე 2004 წელს, მოსკოვში ჩადის იმდროინდელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი გიორგი ბარამიძე, რომელიც ხვდება რუსეთის იმ დროინდელ თავდაცვის მინისტრს სერგეი ივანოვს და თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ ბალოევსკის. ფაქტობრივად, შეთანხმდნენ იმაზე, რომ 2004 წლის სექტემბრიდან, რუსეთის გენშტაბის აკადემიის ბაზაზე დაიწყებდნენ ქართველი ოფიცრების მომზადების პროცესს. კიდევ კარგი, ეს ყველაფერი ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მეშვეობით ჩაიშალა.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გვახსოვს ცნობილი დაჭერები და ასევე გვახსოვს იმდროინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, რომ ახალ წელს ცხინვალში შევხდებოდით. ოქრუაშვილის ამ განცხადებამ გააღიზიანა პუტინი და ამას მოჰყვა რუსეთის მხრიდან აგრესია?

- 2007 წლის სექტებერში „იმედის“ ღამის გადაცემაში ინგა გრიგოლიასთან ირაკლი ოქრუაშვილმა ყველაფერი თქვა, თუ რა მზადდებოდა ჯერ კიდევ 2006 წლიდან. მან თქვა, რომ ჯერ კიდევ 2006 წლის გაზაფხულზე მიხეილ სააკაშვილს ძალისმიერი გეგმა ჰქონდა მომზადებული, რომელიც ითვალისწინებდა სამხრეთ ოსეთში შესვლას და ცხინვალის აღებას. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა პირადად ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოემზადებინა ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმა - ესეც აღიარა. ასევე, ოქრუაშვილმა დაადასტურა, რომ სააკაშვილის ოჯახი დაკავებული იყო იარაღის უკანონო ვაჭრობით. ამ გადაცემიდან ზუსტად ორ კვირაში, ირაკლი ოქრუაშვილი დაიჭირეს. ყოველ შემთხვევაში, ოქრუაშვილმა სააშკარაოზე გამოიტანა ყველაფერი ის, რაც, რა თქმა, უნდა გააღიზიანებდა რუსეთს და რაც, რა თქმა უნდა, ბიძგს მისცემდა რუსეთს, რომ საპირისპირო ზომები მოემოქმედა იმისთვის, რომ ქართული პროვოკაციული ზრახვები შეეჩეერებინა.

„ვარდების რევოლუციის“ მონაწილეებისგან თუ „ნაციონალური მოძრაობის“ თაყვანისმცემლებისგან გვესმის, რომ სააკაშვილის ხელისუფლების პირველი ორი წელი ქვეყნისთვის კარგი პერიოდი იყო, მაგრამ ამის შემდეგ სააკაშვილს დიდების მანია დაეწყო, რის გამოც დაიწყო შეცდომების დაშვება.

- მისი პირადი ექიმი და გარემოცვა დღეს ითხოვენ მისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას. ინფორმაცია იმის შესახებ არ მაქვს, 2003 წელს მიხეილ სააკაშვილს რამდენად მდგრადი ფსიქიკური მდგომარეობა ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, მან ქვეყნის მართვა შემდგომ გადაიყვანა სადისტურ რეჟიმში, ქვეყნის მართვა გადაიყვანა მანიაკალური მმართველობის ფორმაში და ძირითადი დრო ეთმობოდა იმას, რომ სახელმწიფო მანქანას ემუშავა მისი სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებზე. ეს ხდებოდა არამარტო ციხეში, ეს ციხის ფარგლებს გარეთაც ხდებოდა. მთელი სახელმწიფო მანქანა დაკავებული იყო ბელადის ვნებების დაკმაყოფილებაზე. ეს ნორმალური არაა და ირიბად მიუთითებს, რომ ამ ადამიანს მართლაც შეიძლება სერიოზული ფსიქიკური აშლილობა ახასიათებდა ჯერ კიდევ იმ წლებში. უბრალოდ, ახლა ე.წ. შიმშილობის თუ მიღებული სტრესის ფონზე, მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე რეციდივი მოხდა.

და მაინც თქვენ „ვარდების რევოლუციაში“ დადებითს რაში ხედავთ?

- საპატრულო პოლიციის შექმნა და იუსტიციის სახლის დაარსება და გზების მშენებლობის დაწყება, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ერთ სასწორზე დავაყენოთ იმასთან, რომ მან პუტინს ჩააბარა ქვეყნის 20%-ზე მეტი ტერიტორია, ათობით-ათასობით ლტოლვილის შექმნა?! აზერბაიჯანთან გაურკვეველი გარიგების გზით დავითგარეჯის კომპლექსის საკითხი დააყენა, თავისი პროვოკაციული ქმედებებით ომი გააჩაღა და შემდეგ სექტემბრის ცნობილ რეზოლუციაზე ხელი მოაწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. აღარ ვამბობ იმ ჯოჯოხეთზე, რომელსაც ქართული მართლმსაჯულება წარმოადგენდა.

Katana . რასაც აქ ლაპარაკობს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, რასაც ლაპარაკობს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე (2013 წ. ინტერვიუ თამთა ქარჩავასთან - Власть меняется на Абхазию )...
უამრავი დეტალი, რა ხდებოდა კულისებს მიღმა და არ ვიცით ჩვენ, ვისაც არაოფიციალურ ინფორმაციაზე არა გვაქვს წვდომა, მაგრამ იციან სათანადი მიმართულებების წარმომადგენლებმა და პროფესინალებმა... უნდა შეიკრას ერთად და დაედოს საფუძვლად გამოძიებას, აწ გაუქმებული მუხლით - "სახელმწიფო ღალატის" შესახებ! (ესეც აღსადგენია!!!)

სრული ნონსენსია, პრეზიდენტს ასამართლებდნენ სხვადასხვა წვრილმან-მსხვილმანისთვის და მის ყველაზე დიდი დანაშაულის - აშკარა მოღალატეობის შესახებ - კითხვასაც არავინ სვამდეს!
3 წლის უკან
არაგველი641 Katana-ს მოთხოვნა სამართლიანია!
3 წლის უკან