„უკრაინიდან რამდენიმე შეიარაღებული ადამიანის გადმოსვლა სააკაშვილის ხელუფლებაში მოსაყვანად, არადამაჯერებელია, ისინი შეიძლება გამოდგეს სააკაშვილის ლიკვიდაციისთვის“

„უკრაინიდან რამდენიმე შეიარაღებული ადამიანის გადმოსვლა სააკაშვილის ხელუფლებაში მოსაყვანად, არადამაჯერებელია, ისინი შეიძლება გამოდგეს სააკაშვილის ლიკვიდაციისთვის“

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ჩვენ ძალიან ცოტა რამე ვიცით სააკაშვილის უკრაინული ცხოვრების შესახებ. ახლახანს ლიკვიდირებული იქნა კანონიერი ქურდი, რომელიც მჭიდრო კავშირში იყო სააკაშვილთან და მისი ცხოვრების ასეთი დასასრული მიგვითითებს, რომ სისხლიან ურთიერთობებში ჩართული იყო სააკაშვილიც, რომელიც არამარტო საქართველოში შემოიპარა, არამედ უკრაინიდანაც გამოიპარა.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

უკრაინიდან თბილისში ჩამოსული 6 მგზავრი იმავე თვითმფრინავით უკან გააბრუნეს. მათ შორის არის პაშა კაშჩუკი, რომელიც ცნობილია იმით, რომ უკრაინაში სამხედრო ინსტრუქტორია და უკრაინელ სამხედროებს სნაიპერული იარაღიდან სროლაში ავარჯიშებს. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინელი ყოფილი სამხერდოები „დასვენების“ მოტივით ჩამოდიან საქართველოში და რაც მნიშვნელოვანია, დასვენების სურვული სააკაშვილის დაკავების შემდეგ უჩნდებათ. როგორ ფიქრობთ, მათი ჩამოსვლის მიზანი პოლიტიკურია?

რამაზ საყვარელიძე: მათ მონათხობრში არ ჩანს, რომ მიზანი პოლიტიკურია.

მათ მონათხრობში არ იკვეთება, მაგრამ ყოფილი სამხერდროების საქართველოში შემოსვლის სურვილს სხვა დატვირთვა აქვს? საერთო ჯამში უკრაინიდან დეპორტირებულია 18 სამხედრო და ვიცით იგივე მამულაშვილის განცხადება, რომელიც ღიად საუბრობს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაზე და ხელისუფლების დამხობაზე...

- რა თქმა უნდა, შეიძლება შემთხვევითი არ იყოს სამხედროების ჩამოყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ლეგიონელი მამუკა მამულაშვილის განცხადება და უკრაინელი სამხედროების ჩამოვლა ერთმანეთთან კავშირშია, ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. როცა მამულაშვილისნაირი ფიგურა საქართველოშია და საჯაროდ აცხადებს თავის განზრახვას ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის თაობაზე, რა თქმა უნდა, ამ ფიგურას უნდა გაეწიოს ანგარიში, რომელსაც ხიდები აქვს უკრაინის ყოფილ ძალოვან ჯგუფებთან და, ალბათ, სიფრთხილე ყველაზე სწორი ნაბიჯია.

უკრაინელების საშუალებით „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რევოლუციისკენ ნაბიჯების გადადგმას ხელისუფლებამ შეიძლება ყურადღება არ მიაქციოს, იგივე - წინასწარ ინფორმაციას, მიუშვას, თვალყური ადევნოს და მერე კრიტიკულ მომენტში გააუვნებელყოს ეს ჯგუფი. დაახლოებით ისეთ სცენარს ვგულისხმობ, როგორც ჩეჩნების ჯგუფთან დაკავშირებით გათამაშდა - თბილისის ცენტრამდე მოუშვეს და მერე გააუვნებელყვეს. ასეთი მოშვებები ბრძოლაში მოსულა და მათ შორის პოლიტიკურ ბრძოლაში.

მაგრამ ვშიშობ, რომ, თუკი ქართული მხარე ასეთ მანევრს ჩაატარებს და ფიზიკური დაპირისპირებით ეცდება გააუვნებელყოს უკრაინის ძალოვანი ფიგურები, ეს უფრო მეტ დაპირისპირებას გამოიწვევს უკრაინასთან და უფრო დაამძიმებს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობას. ამიტომ, პრინიციპში, გასაგებია ქართული მხარის ტენდენცია, რომ თავიდან აიშოროს ამგვარი დაპირისპირება, ეს უკრაინელი სამხედროები ჩასვას იმავე თვითმფრინავში და გაუშვას უკან.

ასეთი არაფორმალური ჯგუფის შემოსვლა და შემდეგ უკან გაბრუნება შეიძლება იყო ორი ქვეყნის მუშაობის შედეგი?

- იმდენად ოპერატიულად წამოვიდა უკრაინიდან სააკაშვილის დისკრედიტაციის შემცველი ინფორმაცია, რომ გამორიცხული არ არის უფრო სერიოზული კავშირები იყოს ქართულ და უკრაინულ სპეცსამსახურებს შორის, მათი ერთობლივი გადაწყვეტილება იყოს არ გაირთულონ ცხოვრება.

სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამავე დროს ის არის უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, ამის მიუხედავად, ოფიციალურ დონეზე უკრაინის ხელისუფლება არ აქტიურობს. მხოლოდ სააკაშვილის უკრაინელი მეუღლე, კომისარი ლუდმილა დენისოვა და არაფორმალური სამხედრო დაჯგუფება აქტიურობს, ეს რაზე მეტყველებს?

- ჩვენ ძალიან ცოტა რამე ვიცით სააკაშვილის უკრაინული ცხოვრების შესახებ. ახლახანს ლიკვიდირებული იქნა კანონიერი ქურდი, რომელიც მჭიდრო კავშირში იყო სააკაშვილთან.

რომელმაც უზრუნველყო სააკაშვილის გადაყვანა საზღვარზე...

- დიახ. მისი ცხოვრების ასეთი დასასრული მიგვითითებს, რომ რაღაცა სისხლიან ურთიერთობებში იყო ჩართული და სავარაუდოა, რომ სააკაშვილიც შეიძლება ყოფილიყო ჩართული. ამას მაფიქრებინებს ის ფაქტი, რომ სააკაშვილი არა მარტო საქართველოში შემოიპარა, არამედ უკრაინიდანაც გამოიპარა. ე.ი. უკრაინაშიც გამოსაპარად ჰქონდა საქმე.

ეს არ იყო უკრაინული ხელისუფლებისგან გამოპარვა, როგორც ჩანს, უკრაინული რაღაცა წრეებისგან უნდოდა გამოქცევა. არაფორმაული წრეების შიში ჰქონდა, თორემ უკრაინის ხელისუფლების შიში ვერ ექნებოდა. ამიტომ ვამბობ, რომ არ ვიცით, რა ნაწილებისგან შედგებოდა უკრაინაში სააკაშვილის ცხოვრება და არც ის ვიცით, ბოლო მოვლენებთან ჰქონდა თუ არა რამე კავშირი. სააკაშვილს საქართველოშიც შეეძლო კრიმინალებთან ურთიერთობა და მოსწონდა კიდეც. ამბობდა, რომ ყველა ქურდი ციხეშიო, მაგრამ ის ქურდები როცა სჭირდებოდა, მისი გამოყენება იცოდა, მათ შორის ვარდების რეველუციის დროსაც.

ტარიელ ონიანის სახით...

- რა თქმა უნდა. უკრაინაში როგორ ჩამოყალიბდა მისი ურთიერთობა ამ სამყაროსთან, ამ არაფორმალურ ძალოვან სტრუქტურასთან, ეს არ ვიცით. ეს ფაქტები, რომელიც უკრაინულ რეისებზე ჩნდება, შეიძლება იმ არაფორმალური ძალოვანი სამყაროს ნაწილი იყოს და იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ამ ჯგუფებში აღმოჩნდნენ როგორც სააკაშვილის მომხრეები, ისე ის ადამიანები, ვინც შეიძლება სააკაშვილი გაწიროს. იმ ურთიერთობებში ადამიანები ჰუმანიურები არ არიან და ვინ, ვის გასწირავს, შეიძლება დასწრებაზე იყოს. რახან ჩვენ სააკაშვილის უკრაინულ ცხოვრებაზე ბევრი რამე არ ვიცით, მარტო ის მხარე, რომ აი, რამდენიმე შეიარაღებული ადამიანი გადმოვა იმიტომ, რომ ხელუფლებაში მოიყვანოს სააკაშვილი, ცოტა არადამაჯერებელია.

რატომ არის არადამჯერებელი?

- იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანი შეიძლება უფრო მეტად გამოდგეს არეულობისთვის, თუნდაც სააკაშვილის ლიკვიდაციისთვის. ხელისუფლების გადატრიალებისთვის ეს მცირე ჯგუფი ნამდვილად არ იქნება საკმარისი, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ეს ჯგუფი შეუერთდეს ქართველებს და რაღაცა სცენარი გათამაშდეს. მაგრამ ვიმეორებ, 10, 20, 100 და მეტი კარგად მომზადებული ადამიანი სახელმწიფოში ხელისუფლებას ვერ შეცვლის, თუ დანარჩენი მთელი სტრუქტურები არ იქნენ მზად იმისთვის, რომ სულის შებერვაზე დათმონ ხელისუფლება. როგორც შევარდნაძის დროს, როდესაც მინისტრთა კაბინეტმა სასწრაფოდ უღალატა შევარდნაძეს. ასეთი ღალატის სულისკვეთება თუ არ არის ქვეყანაში, ამ რაოდენობის ძალოვანი ფიგურებით სახელმწიფო ცვლილებას ვერ განახორციელებენ. მაგრამ მცირეოდენ არეულობას, ან ვინმეს ლიკვიდაციას და მათ შორის სააკაშვილის ლიკვიდაცისაც, ალბათ, შეძლებენ.

მათ შორის სააკაშვილის ლიკვიდაცისაც შეძლებენ - განაწყნებეულთა სიაში რა ჯგუფს გულისხმობთ? საქართველოს შემთხვევაში ვიცით რა ჯგუფი ჰყავს განაწყებებული, ეს არიან - შევარდნაძის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები, რიგითი ადამიანები და მათ შორის კრიმინალური სამყაროს ნაწილი...

- მიჭირს იმის თქმა, რა კატეგორიაა, მაგრამ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს თუ დავაკვირდებით, ცხადია, რომ დაპირისპირება არსებობდეს. ჩემთვის ჯერჯერობით ეს ხაზი კერძო კრიმინალური პროცესების დონეზე დადის.

მთელს ამ პროცესში ხედავთ თემურ ალასანიას ჩართულობას? ფაქტია, რომ ის განსაზღვრავს სააკაშვილის დღისწესრიგს...

- ამ ტიპის ოპერაციებიდან თემურ ალასანიას როლის გამორიცხვა შეუძლებელია,ისევე როგორც შეუძლებელია იმ ვერსიის დაშვება, რომ ასეთი ენერგიული ადამიანი გულზე ხელდაკრეფილი ზის და არაფერს აკეთებს თავისი ინტერესების შესაბამისად.