„ჩვენ წინ გვიძღვის ჩვენი სულიერი და პოლიტიკური ლიდერი, ბუმბერაზი კაცი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მეუფე ნიკოლოზმა დავით აღმაშენებელს შეადარა, სავსებით საფუძვლიანად“, - აცხადებს „ნაცმოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე და მიიჩნევს, რომ რაც საქართველოში ხდება, ეს არის წმინდა ბრძოლა.
ქართველებს ისტორიულად ჰყავდათ ერის მამები და სულიერი ლიდერები, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი იშვიათი ტიტულების მინიჭება უფრო სულიერი ადამიანების მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ხდებოდა. ასეთი იყო ილია ჭავჭავაძე, თავისი ტრაგიკული დასასრულით და დიდსულოვანი ფინალით, როცა მისმა ქვრივმა ოლღა გურამიშვილმა ილიას მკვლელების შეწყალება გადაწყვიტა, ილიაც ასე მოიქცეოდაო. ერთ-ერთ ასეთ სულიერ ლიდერს ჩვენი თაობაც მოესწრო, ზვიად გამსახურდიას სახით, რომელიც ასევე, ტრაგიკულად დაიღუპა და ისტორიაში შევიდა, როგორც საქართველოს ეროვნული გმირი. სხვათა შორის, შემთხვევითი არაა, რომ ტერმინი „საქართველოს სულიერი მისია“ სწორედ ზვიად გამსახურდიამ დაამკვიდრა თავის კონცეპტუალურ ნაშრომში, რომელიც ფილარმონიაში 1990 წელს წაიკითხა.
უფრო მეტიც, 1993 წლის ოქტომბერში, როცა აფხაზეთს ტოვებდნენ ქართველები და ადმირალ ბალტინის ჯარები ზუგდიდს უახლოვდებოდნენ, კრემლმა ზვიად გამსახურდიას შესთავაზა, ეცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა, სანაცვლოდ ხელისუფლებაში დაბრუნებას ჰპირდებოდა. ამ გეგმის არსებობას შევარდნაძეც ადასტურებდა. მოსკოვს იმედი ჰქონდა, გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ზვიად გამსახურდია ამას დათანხმდებოდა, მაგრამ კრემლმა ზვიადისგან უარი მიიღო, საქართველოს დაშლას მან სიკვდილი არჩია და საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა საქართველო დაქუცმაცებას.
რაც შეეხება ცოცხალ სულიერ ლიდერებს, თანამედროვე ადამიანებისთვის ასეთად აღიქმება პატრიარქი ილია მეორე. ეს არცაა გასაკვირი, როცა ვინმეს სულიერებაზე ვსაუბრობთ, უპირველესად ამ ადამიანის მოწამეობრივი აღსასრული, ან სულიერი ცხოვრება მოდის წინა პლანზე.
რამდენად საშიშია იმ ადამიანების სულიერ ლიდერებთან გაიგივება, ვის მიმართაც ქართველ ერს უამრავი კითხვა აქვს და ვისი სახელიც არაერთ ტრაგედიას უკავშირდება?!
ყოფილი დეპუტატი, ყოფილი პოლიტპატიმარი ლევან გოგიჩაიშვილი for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილში სულიერ ლიდერს ხედავენ, ჯანმრთელები არ არიან.
„არა უშავს, გაივლის ეს პათოლოგია, მე ანომალიად ვაფასებ ამას. ეს გადახრაა. ალბათ, ფსიქიატრებისთვის საინტერესო ადამიანები არიან ისინი, ვინც სააკაშვილში სულიერ ლიდერს, დავით აღმაშენებელს, დიმიტრი თავდადებულს ხედავენ. ეს სექტანტიზმია. ფანატიზმი, სექტანტიზმი, ანომალია, ფსიქიკური პრობლემები, რაც გინდათ, ის დაარქვით, ჯანმრთელი პროცესი რომ არ არის, ეს ფაქტია“, - გვითხრა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე ფიქრობს, რომ სასაცილო ამბავია სააკაშვილის სულიერ ლიდერად წარმოჩენა. ამ ნათქვამით ისინი აღიარებენ, რომ სექტა არიან და სულიერი ლიდერი ჰყავთ, თორემ როგორ შეიძლება, ქრისტიანმა ადამიანმა ვინმე გააღმერთოს ან კერპად ააქციოს?! როგორ შეიძლება, დამოუკიდებლობის 30-ე წლის თავზე ერთ ადამიანს დაუკავშირონ წინსვლა თუ წარმატება?
„ფანტაზია უკვე იქამდე წავიდა, რომ თურმე სულიერი ლიდერი ჩვენთვის კი არ არის ჩვენი ეკლესიის წინამძღვარი ილია მეორე, ან სასულიერო პირები, არამედ სააკაშვილი ყოფილა სულიერი ლიდერი, რასაც კერპთაყვანისმცემლობამდე და, საბოლოო ჯამში, სექტანტობამდე მივყავართ ისევე, როგორც ზვიად გამსახურდიასთან სააკაშვილის შედარებას. ამაზე ზვიად გამსახურდიას ოჯახმაც შესანიშნავად ისაუბრა. სააკაშვილი როცა ამერიკაში იყო, მაშინ ბიძამისის და საბჭოთა კავშირის მაშინდელი უსაფრთხოების სამსახურის დავალებით, პასკვილებს წერდა ზვიად გამსახურდიაზე, კავკასიის დიქტატორს ეძახდა და სადამ ჰუსეინს ადარებდა. როცა მან 2003 წელს რევოლუციის წინ ეს ყველაფერი წალენჯიხიდან, სამეგრელოდან დაიწყო და პირველი პრეზიდენტის მომხრეები აიყოლია, რომ როგორმე შევარდნაძე დაესაჯათ და ჩამოეშორებინათ ძალაუფლებისგან, ამ ფორმულამ მაშინ იმუშავა, ახლაც ჰგონიათ, რომ ეს ფორმულა იმუშავებს. ზვიად გამსახურდიას თავისი ცხოვრებით, მოწამეობრივი აღსასრულით შეიძლება შეედაროს სააკაშვილი, რომელიც კიდევ ვერ გავიგეთ, შიმშილობს თუ არა? თვითმარქვია ხომ ვერ იქნება?“, - აცხადებს ლადო ბოჟაძე.
მისივე თქმით, სააკაშვილი როცა გვეუბნება, რომ 2003 წლამდე თურმე სახელმწიფო არ გვქონდა, ეს მცდარია. როგორ არ გვქონდა? ან თუ არ გვქონდა და სახელმწიფო ინსტიტუციები სუსტი იყო, შევარდნაძესთან ერთად სააკაშვილი არ იყო პასუხისმგებელი, როგორც მინისტრი, როგორც უმრავლესობის ლიდერი, შევარდნაძის თანაგუნდელი და მმართველი პარტიის ერთ- ერთი ლიდერი? განა სააკაშვილი მხოლოდ 2003 წელს მოვიდა პოლიტიკაში?
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რას ილაპარაკებენ სააკაშვილის „რელიგიის“ მიმდევრები იმდენად სახიფათო არ არის, რამდენადაც ის ფაქტი, თუ რამდენი პროცენტი მიიღო პირველ ტურში „ნაცმოძრაობამ“.
„ეს არის მაქსიმუმის მაქსიმუმი, თანაც იქ ხმების უმრავლესობა იყო არა „ნაცმოძრაობის“, არამედ იმ ხალხის, რომელთაც არ უნდათ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობაში“ ჩადეს თავიანთი ხედვები. ამიტომ მე ვერ ვხედავ ვერავითარ საფრთხეს, რას ილაპარაკებენ მიხეილ სააკაშვილის „რელიგიის“ მიმდევრები. მე მაინტერესებს სახელმწიფო როგორ პატრონობს თავის პატიმრებს“.
ყოფილი პოლიტპატიმარი ნორა კვიციანი მიიჩნევს, რომ ასეთი გამონათქვამებით აღიზიანებს ხალხს გია ბარამიძე. ასეთ რამეს რომ ამბობენ, უფრო მეტი დაზარალებული გამოდის მათ წინააღმდეგ აქციებზე.
„ბარამიძე პროვოკაციას უწყობს სააკაშვილს ასეთი სიტყვებით, განა თვითონ ბარამიძემ და სხვებმა არ იციან, ვინ არის სააკაშვილი? ქალს შვილები უკვდებოდა შიმშილით, პურის ფული არ ჰქონდა, ტყეში წავიდა ჯართის შესაგროვებლად, დაიჭირეს და შვილებიან დედას 6 წელი მისცეს. ასეთი ჯალათები არიან და ესენი უწოდებენ სააკაშვილს სულიერ ლიდერს, ეროვნულ გმირს და დავით აღმაშენებელს?! სოციალურ ქსელშიც დავწერე, ყველა დაზარალებული დაუპირისპირდება ამათ-თქო ზუსტად ამ გამონათქვამების გამო. ეროვნული გმირობა მაშინ რა არის? განა გმირობაა, ადამიანი შიგნით რომ ომობს და ქვეყანას ღალატობს, ტერიტორიებს აბარებს, ახალგაზრდებს სპობს? მაშინ კარგად ჰქონია საქმე ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა ნორა კვიციანმა for.ge- სთან საუბრისას.
?
ეკა ხერხეულიძემ, დოდონა კიზირიამ და სხვა მიშისტმა ზვიადისტებმა იციან ამის შესახებ?..
თუმცა, წაკითხულიც რომ ჰქონდეთ, არ დაიჯერებენ: მათს დაბნელებულ გონებაში, სააკაშვილი რეინკარნირებული ზვიადია და როგორც ზვიადი უყვარდათ, ისეთივე მონური სიყვარულით უყვართ მიშა! - ვერავითარ განსხვავებას მათ შორის ვერ ამჩნევენ.
*
პაატა ზაქარეიშვილი: რამდენი პროცენტი მიიღო პირველ ტურში „ნაცმოძრაობამ“... ეს არის მაქსიმუმის მაქსიმუმი"
!
როგორ გეკადრებათ! ეს არის მინიმუმი, რადგან, თაკო ჩარკვიანის გაანგარიშებით, ნაცმოძრაობის ამომრჩეველი ყოფილა 9.000 000
(9 მილიონი!) ადამიანი საქართველოში.
მორჩა და გათავდა .............. წინაააღმდეგ შემთხვევასი ვიწყებ შიმშილობას
ხალხოოოოოოოო.....მეტი რა ღა უნდა ქნან ამ ნაცებმა?? დაააჯა თავზე ამ ოცნებას,,, დაააჯვა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
თხა გასუქდა და ........................... მგელი მომიყვანეთ უნდა გავაუპატიუროვო
მეტი რაღა უნდა უქნან ნაცებმა ამ ოცნებას, რაღა............მიშასთვის კურორტს ირჩევენ კურორტს
ოცნებააააავ .............ღარიბაშვილი წულუკიანი და კალაძის გარდა ყველას წაგიკიდეთ ცეცხლი
ხოო მგონი ბრეგაძეც ყოჩაღი ჩანს....მაგასა არ წავუკიდებდი ცეცხლს