სააკაშვილმა ბრძოლის ახალი ფრონტი გახსნა

სააკაშვილმა ბრძოლის ახალი ფრონტი გახსნა

ოპოზიცია, კერძოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ახალ სამოქმედო გეგმას სახავენ; შესრულებული მოთხოვნა - პრეზიდენტი სამოქალაქო სამედიცინო კლინიკაში ყოფილიყო გადაყვანილი, არ აღმოჩნდა საკმარისი. შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესის შემდეგ, დღეს უკვე მის გათავისუფლებაზე მიდის საუბარი, იმის მიუხედავად, რომ ყოფილ მაღალჩინოსანს უამრავ სასტიკ დანაშაულში სდებენ ბრალს.

ერთგვარი სამოქმედო გეგმის გაგრძელება მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გაახმიანა: „იქნებ, გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად“, რასაც სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრის, ექიმ  გიორგი პაპიაშვილის პასუხი მოჰყვა: „მიკავშირდებიან ჟურნალისტები და მთხოვენ ჩემი მოსაზრების გამოხატვას გუშინ ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გამოთქმული წინადადების შესახებ პაციენტის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ამისთვის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს. ჩვენი ჯგუფი შეიქმნა ერთადერთი მიზნით, რომ შეგვეფასებინა გლდანის მე-18 დაწესებულებაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა და რისკები იქ დარჩენის და შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში.

ჩვენმა გუნდმა ეს გააკეთა პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მოხერხდა ის, რომ დღეს პაციენტი არის გორის ჰოსპიტალში კვალიფიციური სამედიცინო გუნდის ხელში, მას შეწყვეტილი აქვს შიმშილობა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს კვების აღდგენის პროცესში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექიმებს, ვინც მას ამჟამად მკურნალობენ, შესწევთ უნარი პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციის“, - წერს „ფეისბუქზე“ ექიმი.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მოსალოდნელ სცენარად ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ყოფილი პრეზიდენტის უკრაინული მხარისთვის გადაცემას განიხილავს. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, საქართველოს ხელისუფლებასა და უკრაინას შორის მსგავსი ტიპის შეთანხმება შედგეს:

„ამ ეტაპზე არ მგონია, „ქართული ოცნება“ დათანხმდეს, სააკაშვილმა იმკურნალოს თავისუფლებაზე. რაც შეეხება საზღვარგარეთ მკურნალობას, რაღაც დროის შემდეგ შესაძლებელია, უკრაინულმა და ქართულმა მხარემ მიაღწიონ შეთანხმებას, რომ მან იმკურნალოს საზღვარგარეთ. „ქართულ ოცნებას“ არ სურს, რომ სააკაშვილი საქართველოში იმყოფებოდეს, მით უმეტეს თავისუფლებაზე.

ხელისუფლება საკუთარ იმიჯს უფრთხილდება, შეიძლება პირდაპირ გაშვებას არ დათანხმდეს, ალბათ, პოლიტიკურად სავაჭროდ დასჭირდება სააკაშვილი, მოგვიანებით კი გაუშვან საზღვარგარეთ, ან უკრაინაში დააბრუნონ“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელი არ ფიქრობს, რომ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესი სწორედ ასე წარიმართოს. მისი თქმით, არ ელოდებოდა, რომ სიტუაცია ყოფილი პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანით დაწყნარდებოდა. როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა ბრძოლის ახალი ფრონტი გახსნა.

„გორის ჰოსპიტალი რომ არ დააკმაყოფილებდა, ეს სავარაუდო იყო. კიდევ ბევრ რამეს უნდა მოველოდოთ. აქციები და დესტაბილიზაცის პროცესი დამთავრებული არ არის, უბრალოდ ფორმები შეიცვლება. ამ ფორმების შეცვლის ერთ-ერთი ანარეკლი არის ნიკოლოზ ყიფშიძის ეს განცხადება. „თავისუფლება მიშას“ იდეას, სავარაუდოა, რომ აყვება მიშას მომხრეების დიდი ნაწილი.

დღეს ჟურნალ „პოლიტიკოსთან“ მიშას პროპაგანდისტული შაბლონების მიხედვით შედგენილი წერილი გამოქვეყნდა. სააკაშვილმა ეს წერილი რომ გაუშვა დასავლეთისკენ, უკვე ნიშნავს, რომ ბრძოლის ახალი ფრონტი გახსნა და ბრძოლის ახალი რაუნდი დაიწყო. სავარაუდოა, რომ ეს ფრონტი გაიშლება დასავლეთთან ურთიერთობაში და მეორე მხრივ, შიდა პროცესებში, ყიფშიძის მიერ გაკეთებული მოთხოვნის შესაბამისად. სხვა ექიმებმაც დაადასტურეს, რომ ბადრაგთან იყო გაუგებრობა, ფანჯრის გაღებაზე შეედავნენ და ა.შ. გააპროტესტებენ ყველა იმ ელემენტს, რაც სააკაშვილს, როგორც პატიმარს, შეიძლება გაუჩნდეს ამ პერიოდში.

უკრაინისკენ გადაყვანას არ ველოდები, რადგან უკრაინა აშკარად ჩუმად არის, მისი ომბუდსმენი აქტიურობს, თორემ ზელენსკის პრემიერთან ჰქონდა დიალოგი და მსგავსი იდეა არ შეუთავაზებია. რაც შეეხება დასავლეთში გადაყვანას, მისჯილი პაციენტის როლში, არ ვიცი რამდენად არსებობს ამის პრაქტიკა და რამდენად იზიარებენ დასავლეთის ქვეყნები ამას.

თუკი დადგება მსგავსი საკითხი, ისინი, ალბათ, თავიანთ ექსპერტიზას ჩაატარებენ და ამის შემდეგ მისცემენ პასუხს. იმ ჩივილების დონეზე, რაც დღეს აქვთ, არ მგონია, რომ დასავლეთმა თავი აიტკიოს და მიიღოს პატიმარი პაციენტი“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

mamago ლიკანში გადაიყვანეთ, ლიკანში!
3 წლის უკან
quji ეს რა ჭირი შემოგვივარდა, ავანტურისტი, კორონაზე უარესი ვირუსია, რამდენი ადამიანი დააავადა
3 წლის უკან
Serapina "მისი თქმით, არ არის გამორიცხული, საქართველოს ხელისუფლებასა და უკრაინას შორის მსგავსი ტიპის შეთანხმება შედგეს"...
ალოო, პატივცემულო ჩიტაძევ!!!
ეს, იქნება თქვენი, ნაციონალების ოცნება იყოს( ისე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში,საქართველოს სახელმწიფოებრიობას რომ ფეხზე იკიდებთ...),მაგრამ ამიხსენით ერთი, საიდან ოცნებობთ ან გინდათ, ასეთი იურიდიული სიბრიყვე! რისი ექსპერტი ხართ ? რა კავლიფიკაცია გაქვთ?!
გარდა იმისა, რომ უკრაინას, ზუსტად ისე ჰკიდია ფეხზე, თქვენი სააკაშვილი, როგორც თქვენ, ყველას ერთად(ბელადის თამადობით) საქართველოს სახელმწიფო!.... სააკაშვილი, არის მსჯავრდებული (!!!) საქართველოს სასამართლოს მიერ... ჰოო,მისი შექმნილი სასამართლოს მიერ! გზები და გაკრასკული ფასადები ხომ უნდა დაგვენახა,ჩვენისთანა უმადურებს! ჰოდა, მაგ გზების და ფასადების გვერდით, სასამართლოს ფასადური რეფორმებიც დავინახეთ... აკი,მაშინ კარგი იყო, ნოტარიუსებად რომ ჰყავდა მიშას ეს მოსამართლეები! ...იურისტ პრეზიდენტს, როგორ შეიძლება მეტი ამბიცია არ ჰქონოდა, თუ მართლა სახელმწიფოს აშენებდა, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებადი სასამართლო გვქონოდა?!
არა, მას როგორიც ჭირდებოდა,ისეთი სასამართლო ჰქონდა! ის, ხომ არსად წასვლას არ აპირებდა,კიდევ 30- 40 წელი!

კიდევ ერთხელ, სააკაშვილი არის მსჯავრდებული ამ ქვეყანაში და შესაბამისად, მოუწევს ის 6 წელი იჯდეს სადაც ადგილი მიუჩინეს!
ესეც ცოტაა! თუ განაჩენი არ მოსწონს, გაუსვას დედამისი და ცოლებიდან ვინმე სტრასბურგში... უკან ჩამოსულს,თბილისის აეროპორტში ნარკოტიკს არავინ ჩაუდებთ ჩანთაში!
...ასე რომ,შეეშვით საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე და მის ინსტიტუტებზე ნაცრის წაყრას! თავად წაიყარეთ ნაცარიც და გაიყარეთ მახათიც!
ვიღაც, მაგ სახელმწიფოში ახლა, მეცადინეობაში ღამეებს ათენებს, მას და მის პატრონს, ნორმალურ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება!
თქვენ და თქვენმა ბელადმა,იმდენ ადამიანს დაუკარგეთ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსი,რომ როგორც მინიმუმ ხმა გაკმინდეთ! იქნებ, ამ ჭაობიდან ნელ-ნელა ამოვიდეთ!

2011 წელს, გერმანიის თავდაცვის მინისტრს ჯერ დოქტორის ტიტული გაუუქმეს,პლაგიატის ბრალდებით... ხოლო მერე, თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დაატოვებიეს! არ უნდოდა... მაინც მოუწია. მაშინ, უმაღლესი სკოლის დოცენტები ამას მიღწევად და საჭირო საქმედ თვლიდნენ! ეს თუ არ დაისჯება,სტუდენტებს რა მოვკითხოთ, პლაგიატი გავუტაროთ და პასუხი არ მოვთხოვოთო?!
ასე შედება სახელმწოფოები!
3 წლის უკან
Serapina შესწორება...ასე, შენდება სახელმწიფოები!
3 წლის უკან
trampi ვსოოოო........................... მოვითხოვ მიშა კანარის კუნზულებზე ...თან დაფინანსება სახელმწიფოს ხარჯზე!!!!!!!!
მორჩა და გათავდა .............. წინაააღმდეგ შემთხვევასი ვიწყებ შიმშილობას

ხალხოოოოოოოო.....მეტი რა ღა უნდა ქნან ამ ნაცებმა?? დააჯ---დაააქაქა თავზე ამ ოცნებას,,, დაააქა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
თხა გასუქდა და ........................... მგელი მომიყვანეთ უნდა გავაუპატიუროვო
მეტი რაღა უნდა უქნან ნაცებმა ამ ოცნებას, რაღა.??...........მიშასთვის კურორტს ირჩევენ უკვე, კურორტს

ოცნებააააავ .............ღარიბაშვილი წულუკიანი და კალაძის გარდა ყველას წაგიკიდეთ ცეცხლი
ხოო მგონი ბრეგაძეც ყოჩაღი ჩანს....მაგას არ წავუკიდებდი ცეცხლს
3 წლის უკან
Serapina trampi, ნანა კაკაბაძეს მიუწერია კარგი რამ პატიმრებისთვის...
3 წლის უკან