ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება ყოველ წუთიერად მძიმდება და როგორ შეიძლება ეს კრიზისი განმუხტოს? პრეზიდენტყოფილის მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხმა თითქმის ერთ თვეზე მეტია ქვეყანაში ყველა მოვლენა და ამბავი გადაფარა. სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტის სანაცვლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, ხელისუფლება კი ჯერჯერობით უარზეა.
სააკაშვილმა გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გონება მაშინ დაკარგა, როცა მასთან სანახავად ადვოკატები ბექა ბასილაია და ნიკა გვარამია იყვნენ. გვარამიას ინფორმაციით, ექიმებმა იყოჩაღეს და ის მალევე გონზე მოიყვანეს. გვარამიამ განსაკუთრებით პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო განყოფილების უფროსის თამთა დემურიშვილის მოხერხებულობა აღნიშნა. ამის შემდეგ კი ციხეში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგვაძე და „ოცნების“ დეპუტატები მივიდნენ, რომლებმაც სააკაშვილი პირადად მონახულეს.
ამის პარალელურად ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აქციების ადგილი და დრო შეცვალა. მელიამ მხარდამჭერებს 19 ნოემბერს რესპუბლიკურ მოედანზე 3 საათზე შეკრებისკენ მოუწოდა.
„პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში წევს, კონტაქტურია, ცნობიერება აქვს ადეკვატური, არტერიული წნევა, ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მონაცემები, ვენტილაციური პარამეტრები, ეს ყველაფერი არის გამოსწორებული და მოწესრიგებული“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას გლდანის ციხესთან, რეანიმატოლოგი.
მან განმარტა, რომ საკონსულტაციოდ მიიწვიეს, თავად მიხეილ სააკაშვილს კი მისივე თქმით, 2007 წლიდან იცნობს:
„იქ მორიგეობს რეანიმატოლოგი ყოველ დღე, მე მინდა ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან არის რეანიმატოლოგი ყოველ დღე მორიგე, რომ ასეთი შემთხვევითი გართულებების დროს ყოფილიყვნენ მზადყოფნაში. ამ ეტაპისთვის, მეტსაც გეტყვით, ის ეკრანზე უყურებს რა ხდება აქ, გვესაუბრება და კომენტარებსაც ვაკეთებთ. ჩვენ მას ვტოვებთ რეანიმაციულ განყოფილებაში, იქნება პერმანენტული მეთვალყურეობის ქვეშ, მას სჭირდება ყველაფრის მონიტორინგი. მისი მდგომარეობა ისე მკვეთრად დამძიმდა იმ მომენტში, რომ სასწრაფოდ გადავიდა რეანიმაციულ განყოფილებაში.
ამდენი ხნის შიმშილი, პრბლემები, ეს იწვევს უამრავ ცვლილებებს ორგანიზმში და გარკვეულ სისტემაში ახდენს ხოლმე პერიოდულად გამოვლინებას. დღეს მოხდა ეს. იყო ცნობიერების კარგვა, ჰიპერტენზია, ტახიკარდია, ეს ყველაფერი მოწესრიგებულია“, - ამბობს ექიმი.
ჯანდაცვის სამინისტროში ორი კონსილიუმის წარმომადგენლების შეხვედრა მინისტრთან 2 საათი გრძელდებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კონსილიუმის წევრები მედიასთან განმარტავდნენ, რომ ორივე კონსილიუმის წევრები ერთხმად ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ჯანდაცვის მინისტრი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის უკეთესი იქნებოდა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
როგორც კონსილიუმის წევრები აღნიშნავენ, მათ დარჩათ პოზიტიური განწყობა, რომ ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეები იზიარებენ ექიმების პოზიციას, თუმცა, იქვე აღნიშნეს, რომ მათ იციან, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ არის.
„გადაწყვეტილებას სააკაშვილის გადაყვანის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტრო არ იღებს, მაგრამ კარგი ის იყო, რომ ორივე ჯგუფმა შეძლო არგუმენტები მოეყვანა და დაერწმუნებინა, ჩემი აზრით, რომ ჯანდაცვის სამინისტროც იმუშავებს, რომ მოხდეს სააკაშვილის გადაყვანა“, - აღნიშნა ერთ-ერთი კონსილიუმის წევრმა ექიმმა გიორგი გრიგოლიამ.
როგორ შეიძლება ქვეყანაში არსებული კრიზისი განიმუხტოს და ქვეყანა დაპირისპირების საფრხის წინაშე არ აღმოჩნდეს? ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლებას გათვლილი უნდა ჰქონოდა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე გართულდებოდა. ამიტომ მას სხვადასხვა ვერსიები და გეგმა უნდა ჰქონოდა. ანალიტიკოსი ხელისუფლებას სთავაზობს, რომ ამ საქმეზე საუბარი პოლიტიკოსებმა შეწყვიტონ. ობუდსმენის მიერ დაკომპლექტებული ექიმები თუ არ მოსწონს, ალტერნატივა თავად შექმნას და მათთან ერთად სააკაშვილის ჯამრთელობის შესახებ პოლემიკა მედიცინის წარმომადგენლებმა განაგრძონ. სხვაგვარად სიტუაცია ისეთ კრიზისში შეიძლება შევიდეს, საიდაც ქვეყანა ვეღარ გამოვა.
„არ ვიცი ხელისუფლება სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ რატომ აძლევს იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგი დაადგინონ? კი ბატონო, მესმის „ოცნებისაც“, რომ კერძო კლინიკაში მისი გადაყვანა რისკის შემცველია, ამიტომაც სხვა ალტერნატივა უნდა ჰქონდეს მოძიებული, რომ ეს თემა მანიპულაციის საშუალება არ იყოს. სააკაშვილი ახლა ყველას სამიზნეა. მხოლოდ ქვეყნის შიგნით არა, ის ჩვენს მტერ ქვეყანასაც აინტერესებს და არავინ იცის პროცესები ხელოვნურად როგორ შეიძლება მართონ.
სწორი იყო ევროპარლამენტარი, რომელმაც უთხრა, რომ ქვეყანაში არ დაბრუნებულიყო, რადგანაც დესტაბილიზაციის საფრთხე გაჩნდებოდა. ჯერ არ არის სააკაშვილის პერსონის მიმართ მოსახლეობაში ისეთი დამოკიდებულება, რომ საერთო სახალხო მღელვარების მიზეზი გახდეს, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს და უეცრად კომაში ჩავარდეს ან ლეტალურად დასრულდეს ყველაფერი - მერე? მერე იქნება ყველაფერი ისე, როგორც ჩვენს მტრებს უნდათ. ამიტომ ხელისუფლებამ გონიერება უნდა მოიკრიბოს. დაიწყოს ალტერნატივის მოძიება და ეს კონსილიუმი, რომელიც ობუდსმენმა შეკრიბა საქმეში ჩართოს. ასევე შექმნას სხვა ის ჯგუფი, რომესაც თავად ენდობა და ეს მასკარადი დაასრულონ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, რესპუბლიკის მოედანზე აქციაზე ბევრი ხალხი არ მივა, რადგანაც სააკაშვილის ირგვლივ მოსახლეობის დიდ ნაწილში აზრი უკვე შემქნილია და დამოკიდებულება არსებობს. შესაძლოა ადამიანურად ვიღაცამ თქვას, რომ ცოდოა, მაგრამ მის გამო ხალხი ქუჩაში არ გამოვა. იგი, რამდენიც არ უნდა ეცადოს, ამ დამოკიდებულებას ვეღარასდროს შეცვლის.
„ოცნება“ ახლა ცდილობს, რომ ის, რაც თქვა, უკან არ წაიღოს და საკუთარი ამომრჩევლის თვალში სუსტად არ გამოჩნდეს. თუმცა ამ გაჯიუტებით მგონია უფორ მეტ ზიანს მიიღებს. საქმე კი იმაშია, რომ მისი ამომრჩეველი ანტიმიშაა, რაც არ უნდა ხელისუფლებამ გააკეთოს, მისგან არ წავა. არსად აქვს წასასვლელი და იმიტომ. ენმ-თან არ გადავა და ეს დანარჩენი ოპოზიცია თითქმის აღარ არსებობს. ამიტომაც ახლა ყველაფერი დამოუკიდებელ ამომრჩეველზეა, რომელიც შესაძლაო ხელისუფლების არასწორი ქმედების გამო გაბრაზდეს. თუკი ხელისუფლება მათ დაკარგავს, ზიანი უფრო მეტი ექნება. ამიტომ ახლა ისეთი გამოსავალი უნად მოიფიქროს, რომ სპეკულაციის ადგილი აღარ დარჩეს. სიტუაცია ჩიხში შევა და საბოლოო ჯამში მერე ვერაფერი ვეღარ უშველის. ამიტომ ცუდსა და უარეს შორის არჩევანი უნდა გააკეთონ. რაც შეეხება მელიას მიერ დაგეგმილ აქცის, არ მგონია, ბევრი ხალხი მივიდეს. ისევ ენმ-ის ელექტორატი შეიკრიბება, რადაგნაც დანარჩენ მოსახლებას ცოცხალი მოშიმშილე მიშა არ ადარდებს“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ საერთოდ ექიმები საზღვარგარეთიდან უნდა მოიწვიოს და სრულიად დამოუკიდებელ მედიკოსებთან ერთად ერთხელ და სამუდამოდ გაარკვიონ რელურად რა ხდება. საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ თუკი ქვეყნის ბედი ამ პოლიტიკურ ძალებს ადარდებთ, მაშინ ორივე მათგანი დათმობაზე უნდა წავიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მიშა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უკვე შემაწუხებელი ხდება და მისი შიმშილობა აგრესიასაც კი იწვევს.
„ახლა ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან რაც არის, ორივე მხარემ რაღაცა უნდა დათმოს. შეთანხმდნენ ისეთ რამეზე, რაც ქვეყანას ნაკლებად დააზიანებს. მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველზე კი არ იფიქრონ, ქვეყანაზე და მთელ მოსახლეობაზე. რისკები ძალიან დიდია იმ მხრივ, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს არ სძინავს. ახლა მიშა რასაც აკეთებს, ეს არის რუსეთის სცენარით თამაში. ყველაზე კმაყოფილი რუსეთია. გვახსოვს, ალბათ, ევროპარლამნეტარებმა გვითხრეს, რომ მედიაცია აღარ იქნება და საკუთარ პრობლემებს თავად მოვუაროთ. ამიტომ ორივემ ნება იბოძონ და ქვეყნის კეთილდღეობაზე იფიქრონ.
ხელისუფლებამ კარგად იცოდა სააკაშვილი რატომაც ბრუნდებოდა, ამიტომაც ყველა გეგმა და ვარიანტი განხილული უნდა ჰქონდეს. აქეთ კონტრარგუმენტები და სხვა ექიმების დასკვნები უნდა მოიყვანოს. კი ბატონო, ხლისუფლებისაც მესმის, რომ კერძო კლინიკაში სააკაშვილის გადასვლა პირადი პოლიტიკური აქტივობისთვის უნდა. ამას ციხეში ყოფნა კი არ უნდა, ციხის საავადმყოფოდან მხარდამჭერებს უნდა ხელი უქნიოს. ამიტომ მთელი ქვეყანა იმაზე აეწყო, მიშა ხომ არ წაიქცა, გული ცუდად ხომ არა აქვს, წნევა როგორ აქვს და ა.შ. ხალხსაც უკვე ყელში ამოუვიდა და აგრესია, როგორც ოპოზიციის , ასევე ხელისუფლების მიმართაც იზრდება“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
მაგალითად?
ციხის კლინიკაში - არა.
კერძო კლინიკაში - არა.
კიდევ რა ვარიანტია, - პრეზიდენტის სასახლე, ავლაბარში?
("არასოდეს მიუთითოთ შეცდომაზე, თუ არ იცით, როგორ უნდა ამ შეცდომის გამოსწორება!" - ბერნარდ შოუ).