„მთავარზე“ ბოლო სიტყვებით იგინებიან, არანაირი ჟურნალისტური ეთიკა და ზრდილობა არაა დაცული - ვის უნდა ჰქონდეს პრეტენზია სიტყვის თავისუფლებაზე?!“

„მთავარზე“ ბოლო სიტყვებით იგინებიან, არანაირი ჟურნალისტური ეთიკა და ზრდილობა არაა დაცული - ვის უნდა ჰქონდეს პრეტენზია სიტყვის თავისუფლებაზე?!“

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 14 წელი გავიდა. 14 წლის წინ ამ დღეს, გამთენიისას სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს. ამის მიუხედავად მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეკრებას აგრძელებდნენ. ვითარების დაძაბვიდან მალევე სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სამართალდამცავებმა მომიტინგეები წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებით და ხელკეტებით დაარბიეს. ადგილზე ვითარებას „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი ლიდერები აკონტროლებდნენ.

დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, პარალელურად, შსს-მ ოპოზიციური ლიდერების სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე კი რიყის აქციის დარბევა დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბერს, დღის ბოლოს სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა. დალეწეს აპარატურა, გაითიშა არხის სამაუწყებლო სიგნალი. დარბევის და ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების შემდეგ, არხმა მაუწყებლობა რამდენიმე თვით შეაჩერა, ამის შემდეგ კი 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

აღნიშნულ საქმეზე 30 დღეზე მეტია ქართულ ციხეში ექს-პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი იხდის, რომელიც შიმშილობს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

რა შეცვალა 7-მა ნოემბერმა ქართულ ჟურნალისტიკაში და რა ფასეულობებზე დგას დღევანდელი მედია, რატომ დაივიწყეს 7 ნოემბრის დარბევის აქციებში მონაწილეებმა ეს დღე, ამ კითხვას „იმედის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ლევან ჯავახიშვილი პასუხობს.

ლევან ჯავახიშვილი: 7 ნოემბერს რა და როგორ მოხდა, ყველამ კარგად იცის და ამის ამსახველი კადრები ინტრნეტშიც იძებნება. მთავარი ის არაა რაც ვნახეთ, მთავარი ის არის, რაც ვერ ვნახეთ - ის, რაც ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება, არ მომხდარა. გვინახია სხვა ქვეყნებშიც აქციების დაშლა, მაგრამ 7 ნოემბერს პირდაპირ ანგარიშსწორება განხორციელდა. რუსთაველის გამზირზე, სადაც 40-მდე მოშიმშილე იყო, დილაადრიან თავს დაესხნენ რეჟიმის წარმომადგენლები,  ყვითელლაბადიანი ვითომ პოლიციელები, ანუ ე.წ. სპეცდანიშნულების რაზმი. შემდეგ დაგვირგვინება იყო „იმედში“ შემოვარდნა და ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება. პირადად მე, ამერიკის საელჩომდე მსდიეს. ამას არც ერთი ნორმალური სამართალდამცველი უწყება არ აკეთებს. პირდაპირი ბრძანება იყო გაცემული „მოშიმშილე“ სააკაშვილის მიერ, რომ სამაგალითოდ დასჯილიყო ქართველი ერი და შემდეგ ანგარიშსწორება მოეხდინათ ჟურნალისტების მიმართ, იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებმაც სააკაშვილის რეჟიმი უამრავ დანაშაულში პირდაპირ ამხილეს.

დარბევის შემდეგ, ის რაც კადრებში ვერ მოხვდა რა იყო და როგორ განვითარდა მოვლენები?

- „იმედის“ ჟურნალისტებზე შანტაჟი მიმდინარეობდა. იმ დროს არ იყო სმარტფონები და სახლის ტელეფონზე გაურკვეველი პიროვნება მირეკავდა და მეუბნებოდა - „მჟავე გინდა?“ თავიდან მეგონა, რომ სხვაგან ხვდებოდა და მწნილზე იყო საუბარი. შემდეგ ეს ზარები იგივე ტექსტით არ წყდებოდა. თუ ოჯახის წევრები იღებდნენ ყურმილს, მე მკითხულობდნენ, შემდეგ მივხვდი, რომ მემუქრებოდნენ: „ისე გცემთ, რომ კუჭის წვენს ამოგიღებთ“. კარგად ვიცით ცემით რა ზომამდე მიჰყავდათ ხალხი - გავიხსენოთ კობა დავითაშვილი და ვალერი გელაშვილი. შანტაჟი, დაშინება და ყველანაირი ხერხებით ცდილობდნენ ადამიანზე ზეწოლა მოეხდინათ და მორალურად გაეტეხათ.

თუმცა, 14 წლის წინ უშუალოდ მოქმედ პირებს აღნიშნული დღე აღარ ახსოვთ და აქციებს მართავენ. როგორ ფიქრობთ, რატომ სურთ მიივიწყონ ის დღე, როდესაც მოხდა ძალადობა მოქალაქეებზე და მედიაზე?

- ზოგადად, ადამიანის ფსიქოლოგიაა ასეთი, როდესაც რაღაც დანაშაულს სჩადიხარ, შემდეგ გინდა, რომ ეს დანაშაული დაივიწყო. ზუსტად ასე ცდილობენ საკუთარი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული დაივიწყონ. თუმცა, ასე არ გამოდის, რადან ხალხს ახსოვს და ყოველთვის ემახსოვრება. ეს უნდა გვახსოვდეს, რათა მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს.

დღეს საუბარი მიდის, რომ მედიაზე ზეწოლა კვლავ არის. როგორ გგონიათ მედია თავისუფალია?

- ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე თავისუფალი მედია საქართველოს ისტორიაში ისეთი არ ყოფილა, როგორც დღეს არის. თავისუფლებაში რას ვგულისხმობ - იმას, რომ რასაც უნდათ იმას ამბობენ. გადავრთავთ „მთავარზე“ და ბოლო სიტყვებით იგინებიან და ამისთვის სახელმწიფო პასუხს არ სთხოვს. ანუ, სიტყვის თავისუფლება და თავისუფალი სიტყვის გამოხატვა ამ ქვეყანაში აბსოლუტურად დაცულია. რასაც უნდა, იმას ლაპარაკობენ. ლაპარაკობენ თან ისე, რომ არანაირი ჟურნალისტური ეთიკა არაა დაცული, არანაირი ზრდილობა არაა დაცული. ვის უნდა ჰქონდეს პრეტენზია სიტყვის თავისუფლებაზე და ვინ ამბობს, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცული არ არის?! ამას ამბობენ უნამუსო ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ შექმნან საკუთარი სანდრო გირგვლიანი, პარალელი გაავლონ და საკუთარი დანაშაული გადაფარონ. შექმნან საკუთარი 7 ნოემბერი, რომ რამენაირად იქნებ ხელისუფლებას იგივე გაამეორებინონ. რეალურად, ცდილობენ ხელისუფლებას ისეთი რაღაც გააკეთებინონ, რასაც თავად აკეთებდნენ. ეს არის რადიკალების მიზანი, რომლებიც პოლიტიკური ცხოველები არიან და ძალაუფლების გარეშე არ შეუძლიათ, არ შეუძლიათ ადამიანების გაუპატიურების გარეშე ცხოვრება. ეს არის მათი ფსიქოლოგიური პორტრეტი. მათი მიზანია, რომ რამენაირად ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, მაგრამ მე, როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე, ვამბობ, რომ ეს არ მოხდება.

14 წლის შემდეგ აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს „იმედის“ჟურნალისტებმა გამარჯვებას მიაღწიეთ?

- მიხეილ სააკაშვილს რომ დანაშაული მიუღძვის, ამაში დარწმუნებული ვარ. მსგავს ოპერაციას, მაშინდელი პრეზიდენტის გარეშე, ვერავინ განახორციელებდა. დანარჩენი კიდევ, ვინ არიან დამნაშავეები, ამას გამოძიება იტყვის. რაც შეგვეხება ჩვენ, ჟურნალისტებს, დავიკითხეთ და პროკურატურის მიერ დაზარალებულად ვართ ცნობილი.

 

Katana . კომენტარის მაგიერ:
" ირინა ენუქიძე ახლა ცოცხალი რომ ყოფილიყო, დღეს იდგებოდა გიული ალასანიას გვერდით, მე ამისი მჯერა! “ - მაია ასათიანი.

( ბუტა რობაქიძის და დათო ცინდელიანის დედები, ალბათ, უკვე გიული ალასანია გვერდით დგანან).
3 წლის უკან
Ninja მაგდენიც ვერ მოტვინა მაია ასათიანმა, რომ გარდაცვალებულის მაგივრად არ ელაპარაკა და ცოცხლებისთვის ეკითხა.
3 წლის უკან
არაგველი641 გამოკითხვა
თვლით, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის 6 წლიანი პატიმრობა სამართლიანი სასჯელია?
-დიახ 16%
-6 წელი ცოტაა, უფრო მეტს იმსახურებს 70%
-არა, სააკაშვილი პოლიტპატიმარია 9%
-მიჭირს პასუხის გაცემა 5%
3 წლის უკან