კი არ შიმშილობს - დიეტაზეა!

კი არ შიმშილობს - დიეტაზეა!

დიდი არეულობა და გაურკვევლობა „ნაციონალურ მოძრაობაში“. პაარტიის ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ადეკვატურად ვეღარ აზროვნებს და ის სახელებს და გვარებსაც კი ვეღარ იხსენებს. ისინი დასახმარებლად საპატრიარქოს მიმართავენ და ფიქრობენ, რომ მესამე პრეზიდენტის შეწყალებაზე პატრიარქმა პრეზიდენტს უნდა მიმართოს. მეორე ნაწილი კი ისევ აქციებს გეგმავს და რევოლუციურ სცენარზე საუბრობს. სააკაშვილი მათ კონკრეტულ სცენარსაც კი სთავაზობს და მოქმდებისკენ მოუწოდებს. არადა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ სააკაშვილმა ელენე ხოშტარიას სახელი და გვარი ვერ გაიხსენა. ცალკე მოქმედებს სააკაშვილის ოჯახიც. დედა, გიული ალასანია დახამრებას პრეზიდენტ ზელენსკის სთხოვს, რათა სააკაშვილი უკრაინაში გადაიყვანონ. მოულოდნელად, ენმ-ის თაავმჯდომარე ნიკა მელია 6 ნოემბრის აქციას თავისუფლების მოედანზე აუქმებს და მხადამჭერებს რუსთვის ციხესთან შეკრებისკენ მოუწოდებს.

რატომ აირი მონასტერი „ნაციონაელბში“ და რა არის ამ აურზაურის მიზეზი? იქნება ის ტყუილი, რომლითაც ამდენი ხანია სააკაშვილი პარტიას და მხარდამჭერების გაცურებას ახერხებს?

გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა 23 სექტმებერს ჰოლანდიაში კუჭის რეზექცია გაიკეთა, ამიტომაც მას სპეციფიური კვება სჭირდება და ის არა თუ შიმშილობს, არამედ დიეტაზეა. თუმცა ამ ინფორმაციას სააკაშვილის ექიმი ოფიციალურად ჯერჯერობით არ ადასტურებს. For.ge-მ მასთან დაკავშირება და ინფორმაციის გადამოწმება სცადა, მაგრამ ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. გამოდის, სააკაშვილმა ოპერაციის დრო ზუსტად გათვალა, რათა შემდეგ ეს „შიმშილობის“ ფანდი მისი გათავისუფლეების საბაბი ან მოსახლეობაში აღშფოთების მიზეზი გამხდარიყო.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია.

როგორც მინისტრმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი გარკვეული სახის ფაფებსა და ნატურალურ წვენებს იღებს.

„რაც შეეხება სხვა საკვებ დანამატებს, აქვე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ მოგვმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სადეპუტატო კითხვით, რომელზეც ჩვენ ვალდებული ვიყავით, რომ გაგვეცა პასუხი. აქ იყო რამდენიმე შეკითხვა და ერთი შეკითხვა შეეხებოდა საკვებ პროდუქტებსაც. ადრე საუბარი იყო იმაზეც, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა თუ არა და ასევე, ბუნებრივია, გრძელდება თუ არა ამ პროდუქტების მიღება?

პასუხი იყო შემდეგი და პირველად ვამბობ ამას ეთერში, იმიტომ, რომ ამის შესახებ ჩვენ პარლამენტს უკვე ვუპასუხეთ, ეს ისედაც საჯარო გახდება. დიახ, მან თავიდან, შემოსვლისას, როდესაც მიიღო საბანკო ბარათი და ეს ძალიან სწრაფად მოხდა, ორ დღეში, თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდგომში, როგორც იცით, მან განაცხადა უარი ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე და გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო სხვადასხვა სახის ფაფები და ნატურალური წვენები და ღებულობს ახლაც. ასევე, ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა“, - ამბობს რატი ბრეგაძე.

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ უკვე დიდი ხანია „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი გაურკვევლობაა. ეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. სალუქვაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ამ სამი წლის განმავლობაში „ნაციონალების“ მარგინალიზება ხდება და ახლა უკვე ფაქტობრივად ფსკერზე არიან, მით უმეტეს ამ ინფორმაციის შემდგე, რომ სააკაშვლი თურმე ყველას ატყუებდა და კი არ შიმშილობს, არამედ დიეტაზეა.

„რაც შეეხება გვარამიას განცახდებას საპატრიარქოს მიმართ და მოთხოვნას, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტს მიმართონ და მეუფე შიო შეხვდეს, უტიფრობის მწვერვალია. მეუფე შიოს გვარამია თანამეინახეს ეძახდა და რა სიტყვებითაც მოიხსენიებდა ყველამ მოვისმინთ. მას შემდგე კი, როცა პატრიარქთან შეხვედრა გინდა, რაღაცა ნორმები ხომ არსებობს - საკუთარ თავმოყვარეობას პატივი მაინც უნდა სცე. დღეს ტალახს ესვრი, ხვალ კი შეხვედრა გინდა, ასე არ გამოდის. როცა ამ სიტუაციაში, როცა ასეთი მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირებაა და ყველაზე ძლიერ ინსტიტუტს ეკელსიას ურტყამ, წარმოუდგენელი უგუნურობაა“, - ამბობს სალუქვაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ენმ-ში ვისაც რაიმე აზრი მოეკითხებოდა, ის პარტიიდან წავიდა. ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვისაც უსმენენ, ერთი მიხეილ სააკაშვილია და მეორე ნიკა გვარამია, რომელიც ამ ყველაფერს მედიით ახმოვანებს. ფიქტიურ მმართველს ნიკა მელიასაც კი არავინ არაფერს ეკითხება და საერთოდ უფუნქციოდ არის დარჩენილი.

„რევოლუციური განწყობები საქართველოში რომ იყოს, რევოლუცია აქამდე მოხდებოდა. ჩვენი მოსახლეობა მიხვდა, რომ ამ გზით ხელისუფლებაში მოსული ძალა კარგს არაფერს იზამს და ეს საკუთარ თავზე ყველამ უკვე გამოვცადეთ. ამიტომ ეს დრო გავლილია და ახალი არაფერი იქნება. რაც შეეხება ამ აქციების გადადებას, იძულებულები არიან, რომ გადაიფიქრონ, რადგან დაინახეს მუხტი არ იწევა. ამიტომ თავის სასაცილოდ აგდებას ისევ სჯობს, რომ გააუქმონ. ციხესთან გამართონ და ისევ ხუთასამდე პარტაქტივი მიიყვანონ. მით უმეტს ვნახეთ, რომ ამ აქციის ჩატარებას 7 ნოემბერს აპირებდნენ და მერე 6 ნოემბერს გადაიტანეს. არადა დიდი არაფერი განსხვავებაა, რადგანაც 6 ნოემბერს ის ხალხი შიმშილობდა და 7 ნოემბერს დილით თავს დაესხნენ. აქაც კი შეცდომებს უშვებენ.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის განცახდებას და სააკაშვილის კუჭის ოპერაციის გაკეთებას, როგორც წესი, ასეთ დროს მკაცრ დიეტაზე არიან. ანუ გამოდის, რომ ის კი არ შიმშილობს, დიეტაზეა და ყველას, უბრალოდ, უტიფრად ატყუებს. ეს საკითხი აუცილებლად უნდა გაირკვეს. აქვე ვამბობ, ხელისუფლებამ ეს თემა თუ არ დაადასტურა, ბოდიში აქეთ ექნება მოსახდელი. ამიტომ სჯობს, რომ ზუსტად გააგებინონ საზოგადოებას რა და როგორ ხდება“, - ამბობს სალუქვაძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამია და „ნაციონალური მოძრაობა“ სააპატრიარქოს მტრები არიან. ისინი წლების განმავლობაში ბინძური საქმიანობით იყვნენ დაკავებული, რათა ეკლესიას, როგორც ქვეყნის, ასევე მის გარეთ იმიჯი შელახოდა. ამ კონკრეტულ სიტუაციაში კი მეტრეველი for.ge-სთან მათ საქციელს ფარისევლურს უწოდებს.

„ეს არის ორმაგი სტანდარტი, როცა ცალი ხელით ეკლესია და საპატრიარქოს ლანძღავენ, მეორე ხელით კი რაღაცა დივიდენდების მიღება უნდათ. საპატრიარქოში ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო განცხადება გაკეთდა. მოუწოდეს სააკაშვილს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს. ამის იქით საპატრიარქო ვერაფერს გააკეთებეს. ეს არის იაფი პოპულიზმი მორწმუნე ადამაინების ემოციებზე თამაშისთვის. ვერც სააკაშვილს და ვერც გვარამიას ვერაფერი ვერ უშველით. დაახლოებით ერთ თვეში, მათი აქციები ისეთივე კრახით დასრულდება, როგორც აქამდე სრულდებოდა. ქვეყანა კი ნორმალურ საქმიანობას გააგრძელებს“,-ამბობს მეტრეველი for.ge-სთან.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არსებულ რელობას საერთოდ მოწყვეტილა და ახლა პატრიარქის დახმარებით სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება უნდათ. როგორც ჩანს, მაინც იმედი ჰქონდათ, რომ ამ „შიმშილის“ იმიტაციის შედეგად ზურაბიშვილი მას შეიწყალებდა. იმედი გაუცრუვდათ და ახლა ალტერნატიურ გზებს ეძებენ.

„საერთოდ ალოგიკური მოქმედებები დაიწყეს. სააკაშვილი ციხიდან რევოლუციას გეგმავს. დედა, გიული ალასანია ზელენსკის დახმარებას სთხოვს და უკრაინაში მისი გადაყვანა უნდა. ეს როგორ უნდა მოხდეს, არ ვიცი. თავად ენმ აქციებით იმუქრება და ქვეყნის არევას აპირებს. გვარამია გამოდის და საპატრიარქოს თან ლანძღავს და თან დახმარებას სთხოვს. მეუფე შიოს რა სახის შეურაცხყოფა აღარ მიაყენა და ახლა შეხვედრა მომინდომა. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის ძალიან საშიში ძალა, რომლის, ისევ სახელმწიფოს სათავეში დაბრუნება, დაუშვებელია“, - აღნიშნავს მეტრეველი for.ge-სთან.