ვერშემდგარი შოუ?

ვერშემდგარი შოუ?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელ ადვოკატ ევგენი გრუშოვეცსა და უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს.

For.ge დაინტერესდა რა გახდა უარის თქმის მიზეზი, რისთვისაც კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს მივმართეთ, თუმცა, გომელაურის უწყებიდან, დაპირების მიუხედავად მთელი დღის განავლობაში პასუხი ვერ მივიღეთ.

ინფორმაციის მოძიება პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტშიც ვცადეთ, თუმცა - ამაოდ. კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ინფორმაციის მოსაძიებლად კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართა.

„ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრეროგატივა არ არის. საზღვარზე ადამიანის შემოშვება არის შინაგან საქმეთა სამინისტროს და კონკრეტულად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პრეროგატივა. ამიტომ, ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია თუ რა გახდა მათი არ შემოსვლის მიზეზი. მეორე მხრივ, შეიძლება ნებისმიერი ადამიანი არ შემოუშვან საზღვარზე, თუ ამას მესაზღვრე გადაწყვეტს. თავად შინაგან სამქეთა სამინისტროს უნდა ჰკითხოთ რა იყო ამის მიზეზი“, - გვითხრა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კოლეგის მსგავსად ინფორმირებული არ არის, კომიტეტის კიდევ ერთი წევრი გიორგი ხელაშვილი.

„ინფორმაცია არ მაქვს. ვერ მოვასწარი, რომ გამერკვია და ჯერჯერობით ოფიციალური ახსნა-განმარტებაც არ მომისმენია“, - გვითხრა უმრავლესობის წევრმა.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც. მმართველი პარტიის ლიდერის განცხადებით, ხელისუფლება შოუს დადგმის უფლებას არავის მისცემს.

„რაც შეეხება კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების შემოშვებას საქართველოში, ეს არის შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტი და იგივე რამ შეიძლება მოხდეს უკრაინაშიც საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ამერიკის შეერთებული შტატებში გერმანიის მოქალაქეების მიმართ და ა.შ. ერთი არის მთავარი, რომ შოუს დადგმის შესაძლებლობას არავის მივცემთ. რაც შეეხება იმას, რატომ არ შემოუშვა კონკრეტულმა უწყებამ საქართველოში კონკრეტული პირი, განმარტებას ვერ გავაკეთებ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი საკუთარი სტუმრების გამო წუხს და ციხიდან მორიგ უსტარს წერს: „დიმიტრი გორდონის საქართველოში არ შემოშვება საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევს. დიმიტრი გორდონი ყველაზე ცნობილი და ტიტულიანი ჟურნალისტია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რუსულ და უკრაინულენოვან სამყაროში. ის საქართველოს დიდი მხარდამჭერი და მეგობარია. მისი მეუღლე ალესია, ასევე, ძალიან ცნობილი ჟურნალისტი და ჩვენი გულშემატკივარია. გორდონის პირადი მტრებია პუტინი და ლუკაშენკო. დღეს კი, მათმა რამდენიმე ასეულმა მილიონმა თაყვანისმცემელმა, სამწუხაროდ, იხილა, რომ საქართველო, ოდესღაც - დემოკრატიის შუქურა, რუსეთზე უარესი ხდება. მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, რომ ცდილობდნენ საქართველოში შემოსვლას და მათდამი მოპყრობისთვის, ყველა ნორმალური ქართველის სახელით, ბოდიში მოვუხადო“.

რა შეიძლებოდა გამხდარიყო უკრაინელი სტუმრების საზღვარზე არ შემოსვლის მიზეზი, ამ კითხვით ანალიტიკოსებსაც მივმართეთ.

ანალიტიკოს ზურაბ ქადაგიძეს უჭირს სამართლებრივი მიზეზის დასახელება, თუმცა მიიჩნევს, რომ მათ ექს-პრეზიდენტის „შოუში“ მისაღებად სურდათ ჩამოსვლა.

„სამართლებრივ პასუხს ვერ გაგცემთ, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცი მიზეზი, თუ რატომ არ მოხდა მათი შემოშვება. მეორე - ნებისმიერ მესაზღვრეს უფლება აქვს, თუკი საეჭვოდ ჩათვლის საზღვარზე არ შემოუშვან, ნებისმიერი ახსნა-განმარტების გარშე. ეს რაც შეეხება სამართლებრივ საკითხს. მეორე საკითხია, ვინ არის გორდონი და ადვოკატი? შეფასებისგან თავს შევიკავებ, თუ რას აკეთებენ უკრაინაში, ან რა საქმიანობით არიან დაკავებულნი. ერთი ვიცი, რომ რეალურად, ისინი ემსახურებოდნენ შოუს ჩატარებას. რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, ბიზნეს ტრეინინგები იყო და ამავდროულად მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუები უნდა გაეკეთებინათ. რას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებული პერსონაა?! ჩვეულებრივი პატიმარი არ არის?! რას ნიშნავს მასთან ეს ვიზიტები და ეს ბაქჰანალია, რასაც ცდილობენ, რომ მოაწყონ?! აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ იყო, ასეთი ადამიანების ვიზიტი აქ გადაიქცეს შოუდ და ცირკის სანახაობად, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა უკრაინაში ეკეთებინა. საქართველოშიც მისი პრეზიდენტობის დროს აკეთებდა, შემდეგ აგრძელებდა კიდევ. მისი ცხოვრების ნაწილია შოუების დადგმა. ამ მასკარადის ერთ-ერთი ნაწილი გახდებოდა ბატონი გორდონის საქართველოში ვიზიტიც“, - გვითხრა ანალიტიკოსმა, ზურა ქადაგიძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე დიმიტრი გორდონის საქართველოში სტუმრობას მიხეილ სააკაშვილის გეგმების პროპაგანდის განხორციელებას უკავშირებს.

გორდონი ცნობილი ჟურნალისტია უკრაინაში და უკრაინის ფარგლებს გარეთ. ის პოლიტიკური ჟურნალისტია. გორდონის თავისებურება ის არის, რომ სააკაშვილი უყვარს და მისი გეგმების პროპაგანდისთვის, დროსა და ენერგიას არ იშურებს. აქაც მოდიოდა იმისთვის, რომ ციხიდან გაეკეთებინა რეპორტაჟი. ამ საკითხში გორდონი არ ტოვებს ობიექტურ შთაბეჭდილებას, რაც ხშირად ახლავს სააკაშვილის ფიგურას და ამ მხრივ გორდონი გამონაკლისი არ არის. იმას ვგულისხმობ, რომ ბევრი პოლიტიკოსი თუ პოლიტიკასთან ახლოს მდგომი ადამიანი, რომლებსაც რუსეთისადმი უნდობლობა აქვთ, გორდონს მოსწონს. სააკაშვილიც ამიტომ მოსწონს, რომ რუსეთს ლანძღავს, მაგრამ ლანძღვის იქით, მისი საქციელის, მისი ნაბიჯების და მოღვაწეობის დანახვა, რომელიც რუსეთის გეგმების განმტკიცებისკენაა მიმართული, უჭირს. 2008 წლის ომი რომ რუსეთისთვის იყო მომგებიანი, რადგან ამ ომში რუსეთის დამარცხება შეუძლებელი იყო და, რომ ეს ომი პროვოკაცია იყო, ამის დანახვა უჭირს. რადგან ომი რუსეთთან სააკაშვილმა დაიწყო ე.ი. თავს ვალდებულად თვლის, რომ სააკაშვილი დაიცვას.

რაც შეეხება მათ არ შემოშვების მიზეზს, რა შეიძლება ყოფილიყო ეს მიზეზი, არ ვიცი, მაგრამ პოლიტიკური მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რის გამოც არის ლაპარაკი. ხელისუფლების ამოცანაა, რომ დესტაბილიზაცია არ მოხდეს. ამიტომ იჩქარეს სააკაშვილის დატუსაღებაც და ბევრი ისეთი ნაბიჯი გადადგეს, რომელიც დესტაბილიზაციას ხელს შეუშლის“, - გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.

Aburjga Tasmanieli უკრაინა ჯერ კდევ კუჩმასა და იუშჩენკოდან მოყოლებული საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ახორციელებს მტრულ პილიტიკას, ხან აშკარად, ხანაც შეფარულად! კრაინა უნდა დაისაჯოს, როგორც სლავური ერთობისათვის, ნათესავისა და ბიძაშვილისათვის ზურგში ხანჯლის ჩამცემი და საერთოდ მოღალატე! უკრაინა და რუსეთი ერთი ხალხია, ერთი სახელმწიფოა! რა ვქნათ ახლა თუ ამ ერთიან სლავ ხალხში რუსეთი დაწინაურდა და შექმნა იმპერია! მაგრამ მან რუსეთმა მიანიჭა უკრაინას სახელმწიფოებრიობა, დროშა, ჰიმნი, მიუზომა ტერიტორიები და უთხრა აჰა ძმაო! სტალინმა კი უკრაინა აქცია უზარმაზარ სახელმწიფოდ უნგრეთის, ჩეხეთის და პოლონეთის ხარჯზე! ამ უკრაინამ კი თავი გაიბანძა და ჩაუვარდა დასავლეთს მუხკებში ნულანდის დარიგებული 20 ცალი პერაშკის გამო! მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება, თავისსავე დაქირავებულ სნაიპერებს დაახოცინა საკუთარი ხალხი მაიდნნზე! დაარღვია ყველა შეთანხმება, წინა დღეს დადებულიც კი!!! სასიკვდილოდ დასდევდა არჩეულ პრეზიდენტ იანუკოვიჩს! დაუძმაკაცდა რუსეთის და სლავების მოსისხლე მტრებს ოსმანთა იმპერიის მემკვიდრე თურქეთს და პირსისხლიან მეკობრე მონათმფლობელ ანგლოსაქსებს! ახლა გაძეძგა თავისი ტერიტორია ნატოს ბაზებით და იარაღას აჟღარუნებენ! თანაც ეს ნაგლები ითხოვენ რუსეთმა გაზი მოგვაწოდოს, უნდა გავთბეთ, რომ რუსეთს კარგად ვეომოთო! უკრაინა დაამთავრებს მაზეპასავით, დაამთავრებს ბანდერასვით! ასეთია ყველა მოღალატის ბედი!
gordns Mishas naxva sdomebia da saqarTveloSi ar CamouSves მართალია ბატონი სააკაშვილი ძალიან ცნობილი ჟურნალისტია ეს გორდონი, ცნობილზე ცნობილი ნაძირალა ჟურნალსტებს შორის!
გორდონ! ამხელა ცნობილმა, მილონერმა ჯურნალისტმა იმდენი როგორ არ იცი, რომ მისჯილი და ძიებაში მყოფი პატიმრებისგან ინტერვიუებს ვერ აღებ?! ასეთი ბრიყვი როგორ ხარ?! ან იქნებ შენმა მწვანემ (ზელენსკი) რამე დაგაბარა მიშასთან და ერთი გოჭის ბარკალიც გამოგატანა?!
გორდონ, საქართველო არა, ისე გეტყოდი რუსულად " Тамбовский Волк тебе друг"! , მაგრამ ისიც რომ აღარ არის შენი მეგობარი?! შენი მეგობრებია უკრაინში განლაგებული ნატოს ბაზების ტრანსგენდერი ამერიკელი კაპრალები და გერმანელი ეფრეიტორები! წადი რა, წადი.... შენ შენი ბიძაშვილი რუსების მტერი ხარ და ჩვენი მოყვარე როგორ იქნები?!
3 წლის უკან