„მიტინგისა მიტინგითა დამთრგუნველი“

„მიტინგისა მიტინგითა დამთრგუნველი“

„გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე!“ - 27 ოქტომბერს, თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული აქცია გაიმართება. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები მას საარჩევნო კამპანიის შეჯამებას უწოდებენ, ხოლო ოპოზიცია - კონტრაქციას. ანალიტიკურ წრეებში აღნიშნავენ, რომ ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან არის ძალის დემონსტრირება და „ნაციონალური მოძრაობისთვის“ იმის ჩვენება, რომ მათ უფრო მეტი ადამიანის გამოყვანა შეუძლიათ ქუჩაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ დაანონსებული აქცია თუ შეკრება იმართება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქციების ფონზე. უფრო მეტად ხაზგასასმელია თბილისში, თავისუფლების მოედანზე „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩატარებული აქცია, რომელიც საკმაოდ მრავალრიცხოვანი და მასშტაბური იყო. „ქართული ოცნება“ კი 27 ოქტომბერს ოპოზიციას უჩვენებს, რომ მას მეტი მომხრე ჰყავს და შესაბამისად, მეტი ადამიანის მობილიზება შეუძლია.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული აქცია, სავარაუდოდ, იმაზე მეტად მასშტაბური იქნება, ვიდრე 14 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქცია იყო.

როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ამ შეკრებით ძალის დემონსტიტრირებას ახდენს. მისი თქმით, რადგან მმართველი გუნდი ასეთი ტიპის შეკრებას მართავს, მას გათვლილი აქვს ყველაფერი, კერძოდ ის, რომ უფრო მეტი ადამიანის მობილიზება უნდა მოახდინოს.

ზაალ ანჯაფარიძე ასევე არ გამორიცხავს, აქციაზე გარკვეული სახის დაპირისპირებას თუ ვითარების ესკალაციის მცდელობას, რომელიც, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ იმიჯის დაზიანებაზე იქნება ორიენტირებული.

„ეს შეკრება გვიჩვენებს იმას, თუ რამდენი მხარდამჭერი ჰყავს „ქართულ ოცნებას“ და როგორი არის მისი ელექტორალური ბაზა. ეს აქცია ტარდება იმისთვის, რომ აჩვენონ, „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და მის მიერ არჩევნებზე მიღებული პროცენტები არ ყოფილა შემთხვევითი. ეს შეიძლება განიხილოს კონტრაქციად, მაგრამ მე უფრო სხვანაირად ვუყურებ - კონტრაქცია, მისი არსით არის, როდესაც ვიღაც აწყობს აქციას და შენ იმავე დღეს, მის სიახლოვეს მართავ აქციას. ხოლო, ეს არის პარტიული ღონისძიება, რომ მოახდინო საკუთარი ძალის დემონტრირება.

„ქართული ოცნება“ თვითონ არის დაინტერესებული, რომ ეს აქცია იყოს მასშტაბური, ამაზე არის გათვლილი. თუ ამ კუთხით, ეს აქცია ვერ იქნება მასშტაბური, ძალიან სერიოზული დარტყმა იქნებოდა სახელისუფლებო პარტიისთვის არჩევნების წინ. ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რაზეც მიდის. ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ გარანტირებული აქვს აქციის რაოდენობა, თუმცა, ვნახოთ. რისკები, რომ აქციაზე ბევრი ხალხი არ მივიდეს და ამით მისი იმიჯი დაკნინდეს, ალბათ, პარტიაში გათვლილი უნდა ჰქონდეთ და ამის რისკი რომ არსებობდეს, აქციას არ დაანონსებდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მომსახურე ტელევიზების ხედვებიდან გამომდინარე, ისინი შეეცდებიან, რომ ამ აქციაზე დაძაბულობის და დაპირისპირების პროვოცირება მოახდინონ. როდესაც ასეთი დიდი რაოდენობით იკრიბებიან ადამიანები, ყოველთვის შეიძლება ამ ხალხის მასაში მოხდეს დაძაბულობის პროვოცირება. ამის ალბათობას არ გამოვრიცხავდი და შემდეგ, ეს გამოიყენონ იმისათვის, რომ მმართველ პარტიას რეპუტაციული ზიანი მიაყენონ“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული აქცია კონტრაქციაა. მისი თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალა ცდილობს ძალის დემონსტრირებას:

„ეს კონტრაქციაა, რადგან ხელისუფლებას არ ესიამოვნა ის ფაქტი, რომ 14 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ბევრი ადამიანი შეიკრიბა აქციაზე, თავისუფლების მოედანზე. ეს თითქოს პასუხია და ძალის დემონსტრირება, რომ ჩვენ მეტი ადამიანის გამოყვანა შეგვიძლია. თუკი ოპოზიცია ატარებს, შეიძლება ხელისუფლებამაც ჩაატაროს. პრობლემა ისაა, რომ შესაძლოა, ხალხი ჩამოიყვანონ მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, საჯარო მოხელეები და ა.შ. აქ საუბარი არ არის რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე. გვახსოვს აქცია, სადაც ხალხი ჩამოიყვანეს და ნაწილმა არც იცოდა, რისთვის ჩამოიყვანეს.

ორ ბანაკს შორის დაპირისპირება არ მგონია მოხდეს, უფრო ვფიქრობ, რომ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების მედია მივა აქციაზე და შესაძლოა, აგრესია ვიხილოთ „ქართული ოცნების“ მომიტინგეების მხრიდან“, - განაცხადა ჩიტაძემ For.ge-სთან.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართველ ხალხს მშვიდობიანი განვითარება, სტაბილურობა, პროგრესი და კეთილდღეობა სურს.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ 27 ოქტომბერს ერთად შევიკრიბოთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება გამაერთიანებელი, მშვიდობიანი აქცია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ყველას, თუ ვის მხარეს დგას ხალხი. ვაჩვენოთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენს ხალხს სურს მშვიდობიანი განვითარება, სტაბილურობა, პროგრესი, კეთილდღეობა - ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და არა დესტაბილიზაცია, ქაოსი, მუდმივი ბოიკოტი, ძალადობის და უსამართლობის დაბრუნება, რომელზეც ეს რევანშისტული, ბნელი ძალები, სააკაშვილის პარტია ფიქრობს 24 საათის განმავლობაში. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა, დაკარგეს ტერიტორიები, აწამეს ხალხი, 300 000 ადამიანი გაასამართლეს, ამის მეორედ გაკეთების უფლებას არ მივცემთ და ჩვენი ხალხი არ მისცემს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს აზომებს, ვის რამდენი ადამიანის გამოყვანა შეუძლია“. მისი თქმით, „ხელისუფლების მხრიდან ამ ნაბიჯს მიტინგისა მიტინგითა დათრგუნვა ჰქვია“.

„ნაციონალურ მოძრაობას“ უკვე ჰქონდა ასეთი აქცია და „ქართული ოცნებაც“ ვალში არ დარჩა“, - აღნიშნა ხვიჩიამ.

 

Katana სტატიას ხომ აწერია დღევანდელი რიცხვი?! და რატომაა საუბარი გუშინდელ აქციაზე მომავალ დროში?
3 წლის უკან
Serapina მოკლედ და არამწარედ მინდა რომ დავწერო და არცერთი არ გამოდის.
კარგი, დავუშვათ დასავლეთმა მოსთხოვა ოცნებას ჰუმანურობა და კოჰაბიტაცია...
ახლა რომ დროშების ფერზე ჩხუბობენ ეს ავადმყოფი ნაცები, ეს ვითომ დეტალია....მაგრამ არაა დეტალი!
სააკაშვილმა რომ ენმ-ის დროშა, თავის დროზე საქართველოს დროშად გადაგვიკეთა, ეს ვითომ პატარა ამბავია?
მოგეხსენებათ, ემიგრაციაში ცხოვრება, ეროვნული გამოთაყვანებისათვის კარგ ნიადაგს ქმნის...ჰოდა, გამოხტა ერთი, ემიგრაციაში სოციალური დახმარებებით დაპურებული ნაცი და რას ჰქვია ივანიშვილის ხალხს "ჩვენი წითელი დროშა" უჭირავთო... მაგათ მარტო ლურჯი დროშების უფლება აქვთო. ისინი ლურჯები არიან და ჩვენ წითლებიო!
კარგი, ესენი რომ დაულაგებელი ხალხია გავიგეთ.
ამ საკითხს, რომ სახელმწიფოს დროშა და ენმ-ის დროშა ერთი და იგივე არ ყოფილიყო, დასავლეთის ლოცვა-კურთხევის გარეშე,სახლში ვერ უნდა აგვარებდეს ამდენი პოლიტიკოსი?!
3 წლის უკან
Serapina მეორე სასწაული... ელისო და ინგა რომ ჟურნალისტები არიან მოგეხსენებათ. ახლა რომ ტელეეთერში ენებს იმტვრევენ "ექსკლიუზიურადო", პირველად შენთანა ვამბობო...
ის ციხის კადრები დადგმული იყოო.
არავის უთქვამს არც თავის დროზე, რომ ფართო მასებისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი ის, სამეგრელოს ტყეებში ნაპოვნი ვიდეომასალები... რომელთა, ასლების არარსებულობის დასტური არავის ჰქონდა ე.ი.დღესაც არავის აქვს იმის გარანტია, რომ ასლები ვინმემ არ გადამალა... რომლებიც, მტკიცებულება იყო და არ შეიძლებოდა მტკიცებულებათა განადგურება! არა!!!
ამას ეს დასავლეთიც ხომ ისმენს და აკომენტარებს... ხმამაღლა, თუ შინაურ წრეში....აბა ინგა რა ინგაა, და ელისო რა ელისო... თუ დასავლეთსაც არ მიარწვდენენ ხმას ?!
მაგათთვის უნდა შეენახათ და არ გაენადგურებია ვინმეს ეს მტკიცებულებები. დაჯდნენ ახლა და იმართლონ თავი, ამ ნცხროვის მახინჯი არგუმენტებზე...
ან ამ სულელურ საკადრო პოლიტიკას ვინ აკონტროლებდა დასავლეთიდან, რომ ყველა კუთხეში ეს გონებასუსტი ნაცები დააწინაურეს ახლა, რომ სამსახურებს ტოვებენ მიშას სოლიდარობის გამო.... აჰა, მთვარიდან ხომ ვერ ჩამოიყვანდა ივანიშვილი ახალ კადრებსო... გახარიამ მთვარიდან ჩამოიყვანა?!
არავის უძებნია,თორემ ნახავდნენ!

პ.ს. თინათინ ხიდაშელმა ბრძანა, მურმან დუმბაძის ადრინდელი წყევლა (აბა,ახლანდელი მურმანი სხვაა, როგორც გუბაზი და კიდევ აუუუ რამდენი არიან!...)
-"ვინც 5-იანს შემოხაზავს ხელი გაუხმებაო" ასე არ იქნებაო... და ვისაც უნდა შემოხაზოს ეს ხუთიანი, ხელი არ გაუხმებაო...
კიიი თინიკო გაუხმება,ყველას გააუუხმეებაა!
3 წლის უკან