„დიდი მადლობა კახის თვალზე მომდგარი ამ ცრემლისთვის“

„დიდი მადლობა კახის თვალზე მომდგარი ამ ცრემლისთვის“

თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ შემაჯამებელი ფართომასშტაბიანი საარჩევნო შეკრება - „ღირსებისა და თავისუფლებისათვის“ გაიმართა. შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად მმართველი პარტიის მხარდამჭერები მთელი საქართველოდან ჩამოვიდნენ. 27 ოქტომბრის აქცია თავისი მასშტაბურობით არ ჩამუვარდებოდა 2012 წლის 28 სექტემბრის აქციას, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერები თავისუფლების მოედანზე მიიწვია.

ყოველი აქციის შემდეგ მხარეები ერთმანეთს იმას უთვლიან ვინ რამდენი მხარდამჭერი გამოიყვანა.

შედეგით მმართველი გუნდი კმაყოფილია, მაგრამ ამ რაოდენობის მოსხლეობის ქუჩაში გამოსვლით შეშფოთებულია „ნაციონალური მოძრაობა“ და ამას ადასტურებს

„მთავარი“ არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარმიას შეფასება, რომ გაფართოვებულ თავისუფლების მოედანზე იდგა „მილიონი გულანთებული საჯარო მოხელე და გაუპატიურებული 26 ათასი ვაჟკაცი“. თუმცა, გვარამიას არ დაუკონკრეტებია, რომელი პოლიტიკური ძალის მთავარი ხელწერა იყო მამაკაცების გაუპატიურება.

და, მაინც, რამდენი ადამიანი გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ თავისუფლების მოედანზე? პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ აქციის მონაწილეთა რაოდენობის დასადგენად ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორ ჰერბერტ ჯეიკობსის მეთოდი შემოგვთავაზა: „ხალვათ მიტინგზე 1 კვადრატულ მეტრზე 1 ადამიანი დგას, მჭიდრო მიტინგზე 2-3 ადამიანი, ხოლო ზემჭიდრო მიტინგზე კი 4-5 ადამიანი. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიტინგი საკმაოდ მჭიდრო იყო ალაგ-ალაგ ზემჭიდროც.

„ამიტომ საანგარიშოდ მჭიდრო მიტინგის ზედა ზღვარი 3 ადამიანი 1 კვადრატულ მეტრზე ავიღოთ. არეალი, სადაც მიტინგის მონაწილეები დგანან, 35,244 კვ.მ.-ია, რასაც უნდა გამოვაკლოთ წმ. გიორგის მონუმენტის წრე (1227 კვ.მ.) და სცენის უკან ადგილი (633 კვ.მ.). ჯამში, აქციის მონაწილეებს 33,384 კვ.მ. აქვთ დაკავებული. შესაბამისად, პროფესორ ჯეიკობსის მეთოდით დათვლისას, აქციას დაწყების პირველ წუთებში 100,152 ადამიანი ესწრება. შედარებისთვის: ნაციონალების 14 ოქტომბრის აქციას 12,988 მონაწილე ესწრებოდა“, - წერს ირაკლი გოგავა.

თავისუფლების მოედანზე, „დაშინებული საჯარო მოხელების შეკრება არ იყო“, - ამბობს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, რომელიც თავად ესწრებოდა აქციას. როგორც ანალიტიკოსი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს,

ძალიან საინტერესო ფენომენი დაფიქსირდა - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მე-10 წლის თავზე არ შენელდა საზოგადოების უმეტესი ნაწილის დამოკიდებულება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში.

„მაინცდამაინც ნუ შევხედავთ ამ შეკრებას იმ კუთხით, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“. შევხედოთ იმ კუთხით, რამდენი ადამიანისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში. გავიხსენოთ, რას იძახდნენ ამ აქციასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, იგივე ნიკა გვარამია, რომ „ხავსს“ მოჭიდებული „ოცნების“ აქცია იქნებოდა, რომ სად მათ მიერ გამოყვანილი ამომრჩევლების რაოდენობა, თბილისში, ბათუმში, თუ ზუგდიდში და სად ამ საწყლების მცდელობა, რომელთა დღეები დათვლილია და რომლებიც 30 ოქტომბერს ჩამოშორდებიან ხელისუფლებას.

შეიძლება მე და თქვენ ვიცით სიმართლე, მაგრამ ვიღაცა ბრიუსელში ყურს უგდებდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფეიკგანცხადებებს და ფეიკმოწოდებებს. ალბათ, მათთვისაც იყო საჭირო დაენახათ, მიუხედავად პანდემიისა და სამუშაო დღისა, რამდენი ადამიანი გამოდის ქუჩაში მხოლოდ იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხოს „ნაციონალური მოძრაობა“. ეს რაოდენობრივი შეჯიბრიც, ალბათ, საჭირო იყო. მე ისეთი შეგრძნება მქონდა, როგორც მაშინ, როდესაც საქართველოს ნაკრებმა რაგბში ბელგიის ნაკრები დაამრცხა 100:0. ზუსტად, რომ რაგბი ჩვენი თამაშია“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.

კითხვაზე, ამომრჩევლის რა კატეგორია იდგა აქციაზე - ეს იყო მხოლოდ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, თუ გაბრაზებული ამომრჩეველი, რომელიც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის კატეგორიას განეკუთვნება? ქართველიშვილი ამბობს, რომ ერთადერთი, რაც აერთიანებდა ამ ადამიანებს, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ცალსახა და უპირობო დასასრულის სურვილი.

„იმ ძალის მხრიდან, რომელსაც, უტიფრად, ამნეზია სჭირს და ავიწყდება რა მეთოდებით მიჰყავდა აქციებზე ადამიანები, რა დაშინებებები იყო სკოლებში, ბაღებში, საჯარო სტრუქტურებში (აბა ვინმე არ გასულიყო აქციაზე, ჩაშვების ინსტიტუტი მუშაობდა და იმ თანამშრომელს, იმ კოლეგას ეგრევე ჩაუშვებდნენ და მის მომავალ სამსახურეობრივ ბედს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ განიხილავდნენ), აქციაში მონაწილეთა სეგმენტებად დათვლა, ვინ იყო წარმოდგნელი და ვინ არა, მიუღებელია. მეც ვიყავი, ჩემი მეგობრებიც იყვნენ. მე გაბრაზებული და გაბოროტებული ადამიანები არ მინახია, მაგრამ შინაგანად ამ სიბრაზეს ვგრძობდი. ეს სიბრაზე იყო მოტივაცია. „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულების სურვილმა გამოიყვანა ეს ადამიანები. ამიტომ, ეს ძალა ჩემთვის არ არის მორალის წამკითხავი სუბიექტი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.

პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის ყურადღება იმ ფაქტმა მიიქცია, რომ „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ ფართომასშტაბიან საარჩევნო შეკრებას - „ღირსებისა და თავისუფლებისათვის“, საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ესწრებოდა, რომლებიც არც ერთი პარტიის წარმომადგენლები არ არიან. ამის მიუხედავად, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ეს აქცია უფრო იმის დემონსტრაცია იყო, ვის რამდენი ადამიანი უჭერს მხარს.

„დემონსტრაცია, ეს არის დემონსტრირება იმისა, შენს გვერდით რამდენი ადამიანი დგას, ეს ამოცანა „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა. შესაბამისად, საზოაგდოების მერყევი ნაწილი გადაიხრება „ოცნების“ მხარეს. რაც შეეხება გვარმიას განცხადებას, მიშას მომხრეს რომ გაუპატიურებაზე ენა მოუტრიალდება, ეს ადასტურებს, რომ თავხედიც არის. უზნეო ადამიანი, ყოველთვის უზნეო იქნება. ეს არის შეურაცხყოფა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იქ იდგნენ. მაგრამ, უკვე აღარ ვფიქრობ იმაზე, რომ ესენი რამეს ფიქრობენ.

აგერ მელიამ გამოაცხადა, კალაძეს უნდა ვანახო, რომ ფეხბურთში მასაზე ძლიერი ვარ და უკეთესაც შემიძლია ბურთის აკენწლვაო. მაგ ჭკუის ხალხთან რომ გექნება საქმე, რაზე უნდა ილაპარაკო? კალაძეს შეიძლება ბევრ რამეში ედავო, მაგათი ნებაა, მაგრამ ფეხბურთზე რომ დაუწყებ შეჯიბრს, ხარ დალაგებული ადამიანი? როგორ შეიძლება მაგათთან დაკავშირებით გქონდეს მოლოდინი, რომ ეგენი რაღაცას გეგმავენ და რაღაცა ჩანაფიქრი აქვთ?! რაც ხასიათზე მოუვათ, იმას ამბობენ. უნდოდა, რომ ეჯობა კახა კალაძისთვის და გააკეთა, მაგრამ ვინ რას ფიქრობს, ამომრჩევლეს რა აზრი დარჩება მასზე, ეს უკვე აღარ ადარდებს, მაგაზე ფიქრი არ შეუძლია. აი, ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე. ამიტომ, მაგათ ჩანაფიქრზე სერიოზული ლაპარაკი მიჭირს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ამბობს, რომ თავისუფლების მოედანზე 90% მისული იყო ის ხალხი, ვინც გამოთქვამს პროტესტს „ნაციონალური მოძრაობის“ და ყოფილი რეჟიმის წინააღმდეგ, იმის წინააღმდეგ, რომ სამართლიანობა არ არის ბოლომდე აღდგენილი. მისი თქმით, აქციაზე იყო მისული ის ძალა, ვისაც უნდოდა თავისი ძალა დაენახებინა როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომ ისინი არიან ძალიან ბევრნი და „ნაცმოძრაობა“ ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, ვერც თავიანთი მესამე პრეზიდენტით და ვერც სხვა დამნაშავე პირებით, რომლებიც ძალიან ბევრნი იყვნენ ყოფილ ხელისუფლებაში.

„არა მიშას!“, „არა „ნაციონალურ მოძრაობას!“, „ვითხოვ სამართლიანობას!“ - ძირითდად ასეთი მოთხოვნებით იყო ხალხი მისული. ეს თვითონ მიტინგის განწყობას ემჩენოდა. ძლიერი ტაში და შეძახილები იყო მხოლოდამხოლოდ ირაკლი ღარიბავშილის გამოსვლის იმ ნაწილში, სადაც ის საუბრობდა, რომ „ნაცმოძრაობა“ უნდა დაისაჯოს და სადაც ის ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში და დიდხანს დარჩება იქ. ხვდებით, რა კატეგრია იყო ქუჩაში გამოსული? ანუ, საზოგადოებამ თავისი ძირითადი მოთხოვნები, ძლიერი ტაშით და განწყობილებით გამოხატა.

იქ არ იყო კობახიძის და მდინარაძის ამომრჩეველი. მე, მაგალითად, უხერხულად ვიგრძენი თავი, როდესაც ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს ტაში არ დაუკრეს. ის საუბრობდა ევროინტეგრაციაზე, ევროკავშირზე, მაგრამ მას არ უსაუბრია იმ ძირითად მოთხოვნაზე, რის გამოც ხალხი იყო მისული. ამას კარგად თუ ჩავწვდებით, ნათლად ჩანს ადამიანების განწყობა, რომ ხალხმა ლეგიტიმაცია მისცა მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომ მან სამართლიანობა მიიყვანოს ბოლომდე. ხალხმა აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ ის ითხოვს სააკაშვილის და მისი დამნაშავე რეჟიმის გასამართლებას“, - აცხადებს ხათუნა ხოფერია.

მისი თქმით, რეჟიმის დასჯის ლეგიტიმაცია აქვს „ქართულ ოცნებას“. შესაბამისად, ხელისუფლებას თამამად შეუძლია უთხრას ნებისმიერ საერთაშორისო სტრუქტურას, რომ ადამიანების განწყობა არის ასეთი - დაისაჯოს „ნაციონალური მოძრაობა“.

„მათ არ აინტერესებთ არაფერი გარდა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დანაპირები მიიყვანოს ბოლომდე. ხალხის განწყობა ყველაზე უფრო კარგად გამოხატა ირაკლი ღარიბაშვილმა. თავისუფლების მოედანზე, მიტინგზე იდგა ჩემი ქვეყნის პატრიოტი პრემიერ-მინისტრი. მე ძალიან ამაყი ვიყავი ამითი, რომ არ შევცდი დ სწორად გადავწყვიტე, რომ მის პოლიტიკას უნდა დავუჭირო მხარი.

არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა - როდესაც თბილისზე და საქართველოზე ლაპარაკობდა კახი კალაძე, ეს ჩვენს თვალწინ გაზრდილი ბიჭი, თბილისის მერი დგას ამდენი ათასი ხალხის წინაშე, მას ხმა გაებზარა და ცრემლები მოადგა. აი, უდიდესი პასუხისმგებლობის ქვეშ რომ მოექცევა ბავშვი, დაახლოებით იგივე იყო. დიდი მადლობა კახის თვალზე მომდგარი ამ ცრემლისთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ხოფერიამ.

trampi 100.000 ................... ეგ მარტო მოედანზე ცენტრში ................დანარჩენები ??
პარლამენტამდე რომ ხალხი იყო....ისინი??
ან პუშკინის ჩაყოლებაზე------კოლმეურნეობის მოედნამდე??
3 წლის უკან