„შესაძლებელია, კიდევ ერთხელ, ერთიანი ოპოზიციური სპექტრი ვიხილოთ, ოღონდ მიხეილ სააკაშვილის გარეშე“

„შესაძლებელია, კიდევ ერთხელ, ერთიანი ოპოზიციური სპექტრი ვიხილოთ, ოღონდ მიხეილ სააკაშვილის გარეშე“

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტი წარადგინა. არჩევნების მეორე ტურში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მთავრობაში თანამდებობები ასე გადანაწილდება:

თბილისის მერის მოადგილეები - მამუკა ხაზარაძე, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური - სოფო ჯაფარიძე; კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური - მედეა მეტრეველი; შიდა აუდიტის სამსახური - გიორგი ნონიაშვილი; შესყიდვების სამსახური - მამუკა აჩბა; მუნიციპალური ინსპექცია - დიმიტრი ბიძინაშვილი; იურიდიული სამსახური - გიგა ლემონჯავა; მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - დავით ლაგვილავა; ტრანსპორტის სააგენტო - ვასო ურუშაძე; თბილისის განვითარების ფონდი - ნიკა ვაჩეიშვილი; თბილსერვის ჯგუფი - ბესო გაზდელიანი; არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი - ანა ბიბილაშვილი.

რას ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი „ჩრდილოვანი კაბინეტი“, რატომ სურს საპარლამენტო მანდატი გაცვალოს „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, მერის მოადგილის პოსტზე, for.ge-ს ამ კითხვებს, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პასუხობს.

დავით ქართველიშვილი: დავიწყოთ იქიდან, ამ აბსურდურ პერფორმანსს ვინ შეუერთდა?! შეუერთდა ისევ ის 0,14, 0,83 და 0.3 პროცენტის რეიტინგის მატარებელი ოპოზიციური ძალების ლიდერები, რომლებიც ყოველი არჩევნების წინ თითქოსდა დეკლარაციულად „ნაცმოძრაობის“ ორბიტიდან გამოდიან და ცდილობენ, ამა თუ იმ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღონ მონაწილეობა. თუმცა, არჩევნების სრულ ფიასკოს შემდეგ კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე ბრუნდებიან - გინდა ფანჩატურის სახით და გინდათ „ჩრდილოვანი კაბინეტის“ წევრების სახით.

დავუშვათ ნიკა მელია თბილისის მერი გახდა. ამ „ჩრდილოვანი კაბინეტის“ შექმნის ამოქმედებისას, „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე თბილისის მერის მოადგილე ხდება. რატომ სურს ხაზარაძეს პარალმენტის მანდატის გაცვლა მერის მოადგილის პოსტზე?

- ამ კითხვაზე ყველაზე კარგად პასუხი ისევ და ისევ კითხვით, „გირჩის“ იაგო ხვიჩიამ გასცა და აბსოლუტურად ლოგიკურად დასვა რიტორიკული კითხვა - „გამაგებინეთ, ნახევარი მილიარდის ქონების პატრონ ხაზარაძეს, რაში შეიძლება აწყობდეს მელიას მოადგილეობა?! ამაზე გამეცით პასუხი და მეტი არაფერი კითხვა არ მაქვს“. ამ შემთხვევაში ვუერთდები იაგო ხვიჩიას იმიტომ, რომ ჩემთვის გაუგებარია, საერთოდ, რა თამაშს თამაშობენ და მეორე ტურის წინ რა პერფორმანსებს აწყობენ, მით უმეტეს, რომ გამორიცხულია მელიამ თბილისი მოიგოს, ამაში დარწმუნებული ვარ, როგორც ორჯერ ორი ოთხია. შეიძლება რომელიღაცა სხვა ქალაქთან მიმართებაში მქონდეს რაღაც ეჭვები, მაგრამ მეორე ტურის წინ არც იმ რეგიონს დავასახელებ და არც იმ ქალაქს. თუმცა, თბილისი კახი კალაძის მეორე ვადასთან არის დაკავშირებული. მართლა ვერ გეტყვით, რას ემსახურება „ჩრდილოვანი კაბინეტის“ ხმამაღალი პრეზენტაცია და მით უმეტეს, მასში ძალიან ოდიოზური ფიგურების მონაწილეობა, ან მონაწილეობის სურვილი რითი არის განპირობებული, მართლა არ მაქვს ლოგიკური პასუხი.

აქამდე ოპოზიცია შალვა ნათელაშვილის „ფანჩატურში“ იკრიბებოდა. ახლა კი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი თამაშგარეთ დატოვეს. როგორ ფიქრობთ, რატომ?

- „ლეიბორისტურ პარტიასთან“ დაკავშირებით მათ პრეზენტაციას დავასწარი და ხუმრობით დავწერე კიდეც - „ლეიბორისტული პარტია“ ამ ოპოზიციურ სპექტრში იმდენად თვითმყოფადი პარტიაა, რომ მათ საკუთარი „ჩრდილოვანი კაბინეტი“ ჩამოაყალიბეს, ყველა დანარჩენთან კოალციაში შესვლის გარეშე. გამომდინარე იქიდან, რომ სულ ოთხნი არიან, მამა-შვილი ნათელაშვილები, გუგავა და ჩხარტიშვილი. მათი ჩრდილოვანი კაბინეტი 4 პერსონისაგან შედგება - ერთი პრემიერია და სამი მინისტრი. უბრალოდ, გუშინ მსჯელობა იყო ფანჩატურში მინისტრთა კაბინეტში რომელი სამი სამინისტრო დატოვონ, რომელსაც თავად უხელმძღვანელებენ. ესეც ანეგდოტური სიტუაციაა.

ჩვენ კომენტარს ვაკეთებთ იმ ნამსხვრევებზე, რომლებიც როდესაც აწყობთ „ნაცმოძრაობიდან“ გამოდიან და ცდილობენ დამოუკიდებლად მიიღონ პოლიტიკური სუბიექტების სახით არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო როდესაც კვლავ უფიქსირდებათ ნულის ფარგლებში შედეგი, სხვა გზა არ აქვთ და ისევ იმ ორბიტაზე ბრუნდებიან, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, რასაც, მოგვწონს-არ მოგვწონს, ჰქვია ჩამოყალიბებული, 20-წლიანი პოლიტიკური პარტია, რომლის  ზურგს უკან დაფინანსებაა. ფინანსური პირამიდა არსებობს, რომელიც ამ ოპოზიციონერებს ასაზრდოვებს. უბრალოდ, ზოგჯერ ამ ორბტიდან ჩამოხტებიან და შემდეგ უკან ბრუნდებიან - ვერ ყალიბდებიან პარტიებად.

პარტიის ჩამოყალიბება თუ გსურს და აყალიბებ, არც ერთ სხვა ქვეყანაში ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმავე წელს თუ მომდევნო წელს, ან პარლამენტში შეხვიდე, ან ჩრდილოვანი კაბინეტის მინისტრი უნდა გახდე. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს, მაგრამ ჩვენთან პარტიების უმრავლესობას ამ გზის გავლა არ უნდათ, ურჩევნიათ „ნაცმოძრაობის“ ორბიტაზე დაბრუნდნენ და ბელადის გარშემო იტრიალონ, ვიდრე ჩამოყალიბდნენ, დასახონ საკუთარი განვითარების მრავალწლიანი გეგმა, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები დაიყენონ გვერდით, ამორჩეველზე იმუშაონ, ამ მიმართულებით არავინ მუშაობს. ყველაფერი დღეს უნდათ და ამისთვის იდეოლოგიურ, პროგრამულ ელექტორატთან მიმართებაში არაფერს აკეთებენ და არც უნდათ რომ გაიარონ. მათ ურჩევნიათ სხვის ხარჯზე, ანუ „ნაცმოძრაობის“ ხარჯზე „იპამპულაონ“, მაგრამ პოლიტიკაში ასე არ ხდება.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ როდესაც ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავსუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა, „ლელო“ არ შეუერთდა, ახლა კი, კოალიციაში არიან. როგორ ფიქრობთ, რაშია საქმეა ახლა?

- შეიძლება ამით მიხეილ სააკაშვილს გზავნილს უგზავნიან. მეორე მხრივ, ნიკა მელიას აგულიანებენ, თუმცა, ხმამაღლა არ იძახიან. მაგრამ, ამ ქმედებით, ანუ, ბელადის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ისინი მხარს არ უჭერენ, თორემ 14 ოქტომბერს ტრიბუნაზე ყველას ვიხილავდით. „ნაციონალური მოძრაობის“ ეგიდით კი, რომელსაც ნიკა მელია უდგას სათავეში, პერფორმანსს უერთდებიან. ანუ, წინ გადადგმული ნაბიჯია იმ თვალსაზრისით, რომ ნიკა მელიასაც სითამამისკენ უბიძგებენ, რომ გაბედოს, გათავისუფლდეს ტუსაღის ზეგავლენისგან - ეს ტვირთი მოიცილოს, რასაც მიხეილ სააკაშვილი ჰქვია. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია, რაღაცა კიდევ ერთხელ, ოღონ მერამდენედ არ ვიცი, ერთიანი ოპოზიციური სპექტრი ვიხილოთ, ოღონდ „ნაციონალური მოძრაობის“ ორბიტაზე დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილის გარეშე.

trampi საჯარო მმართველობის დოქტორი,,,,,,,,,,,,,,,,,,, თამთა მეგრელიშვილი



ვააააა...აი ეს კი ნაღდად აღარ ვიცოდიიიიიი
ესე იგი დოხტური ყოფილა


მაშინ აქაურები ..... ყველანი....... აკადემიკოსებად გამოვდგებოდით
3 წლის უკან