თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ (MİT) ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 15 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, თურქეთის ეროვნულმა სადაზვერვო ორგანიზაციამ სპეცოპერაცია თურქეთის ოთხ პროვინციაში 7 ოქტომბერს ჩაატარა. სპეცოპერაციის შედეგად, მათ ისრაელის „მოსადზე“ მომუშავე ხუთი ქსელი გამოავლინეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული პირები ისრაელის საგარეო დაზვერვის სამსახურს თურქი და უცხოელი სტუდენტების შესახებ ინფორმაციას გადასცემდნენ.
როგორც თურქული გამოცემა Daily Sabah-ი იუწყება, ისრაელის დაზვერვა განსაკუთრებით იმ სტუდენტებით იყო დაინტერესებული, რომლებსაც, მათი აზრით, მომავალში თავდაცვითი მრეწველობის სექტორში დასაქმების შანსი ჰქონდათ.