Reuters: ნატოს თავდაცვის მინისტრები ახალ გენერალურ გეგმას შეათანხმებენ, რომელიც რუსეთის პოტენციური თავდასხმისგან თავდაცვას ითვალისწინებს

Reuters: ნატოს თავდაცვის მინისტრები ახალ გენერალურ გეგმას შეათანხმებენ, რომელიც რუსეთის პოტენციური თავდასხმისგან თავდაცვას ითვალისწინებს

ნატოს თავდაცვის მინისტრები ახალ გენერალურ გეგმას შეათანხმებენ, რომელიც რუსეთის პოტენციური თავდასხმისგან თავდაცვას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, სტრატეგია მიზნად ისახავს ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში ნებისმიერი ერთდროული თავდასხმისთვის მომზადებას, მათ შორის ატომური იარაღის გამოყენებით, კომპიუტერულ ქსელებზე თავდასხმითა და პოტენციური შეტევით კოსმოსიდან.

ნატოს ოფიციალური პირები და დიპლომატები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მსგავსი თავდასხმა გარდაუვალი არ არის.

ამერიკელი ოფიციალური პირები, ნატოს დიპლომატები და ყოფილი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში თავდაცვისა და შეკავების კონცეფცია და მისი განხორციელების სტრატეგიული გეგმა საჭიროა, რადგან რუსეთი მოწინავე შეიარაღების სისტემებს ავითარებს.