მიანმარში, სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაპატიმრებულ 5 ათასზე მეტ ადამიანს გაათავისუფლებენ.
გენერალ მინ აუნ ხლაინის განცხადებით, საერთო ჯამში, 5 636 პატიმარს შეიწყალებენ და გაათავისუფლებენ.
მიანმარში, 1-ელ თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ საპროტესტო აქციები იმართებოდა. სამთავრობო ძალები დემონსტრაციებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით არბევდნენ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მიანმარის გადატრიალების ლიდერებს სანქციები უკვე დაუწესეს.