აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი საავადმყოფოდან გამოწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
75 წლის ბილ კლინტონი სეფსისის დიაგნოზით საავადმყოფოში 12 ოქტომბერს მოათავსეს.
16 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ბილ კლინტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.