კონტრაქცია ციხესთან - „აიკრძალოს „ნაცმოძრაობა“ როგორც პოლიტიკური პარტია! სამუდამო პატიმრობა მიხეილ სააკაშვილს!“

კონტრაქცია ციხესთან - „აიკრძალოს „ნაცმოძრაობა“ როგორც პოლიტიკური პარტია! სამუდამო პატიმრობა მიხეილ სააკაშვილს!“

ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირა რჩება და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება სულ უფრო იძაბება. 14 ოქტომბრის საპრტესტო აქციის შემდეგ, რომელიც ენმ-მა თავისუფლების მოედანზე გამართა, 16 ოქტომბერს რუსთავის მე-12 ციხესთან კონტრაქცია იმ ადამიანებმა ჩაატარეს, რომლებიც 2003-2012-წლებში სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. ისინი მესამე პრეზიდენტის სამუდამო პატიმრობას და სათანადო გასამართლებას მოითხოვდნენ. ამის პარალელურად, ენმ-ის თავმდჯომარე ნიკა მელია იმუქრება, რომ თუკი მათი პარტია მეორე ტურებში არ გაიმარჯვებს, მაშინ თავისუფლების მოედანზე უფორ ხალხმრავალ აქციებს ვიხილავთ. გაჩერებას არც რეჟიმის მიერ დაზარალებული მოქალაქეები აპირებენ და აცხადებენ, რომ თუკი სააკაშვილი გათავისუფლდება, ქვეყანაში პროცესები უმართავი გახდება. არსებობს თუ არა ქვეყანაში დაპირისპირების საფრთხე და რა უნდა ქნას ხელისუფლებამ?

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ მეორე ტურის შემდეგ ენმ-ის მიერ დაანონსებული აქცია უკვე ძალის დემონსტრირებას ჰგავს, რომელში ჩამორჩენას არც ხელისუფლება აპირებს. მათი აზრით, „ოცნება“ ენმ-ს არ უნდა აჰყვეს და მეორე ტური გამჭვირვალედ და დემოკრატიულად უნდა ჩაატაროს.

მსჯავრდებული მე-3 პრეზიდენტის პატიმრობის მე-16 დღეს, 16 ოქტომბერს მისი ციხეში სამუდამოდ დატოვების მოთხოვნით ციხესთან საპროტესტო აქცია გაიმართა. რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, სულხან მოლაშვილის ძმა და ის პირები შეიკრიბნენ, ვინც 2003-12 წლებში ჩატარებული სპეცოპერაციების, თუ სხვადასხვა ძალადობრივი პროცესების შედეგად შვილები და ოჯახის წევრები დაკარგეს.

აქციაზე არაერთი გახმაურებული საქმე გაიხსენეს. გარდა ამისა ციხესთან შეკრებილები საუბრობდნენ სისტემურ დანაშაულებზე, რომელიც ადამიანებს მასიურად ეხებოდა.

აქციის მონაწილეები პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილს აკისრებდნენ და განაჩენების სრულად აღსრულებას მოითხოვდნენ.

„რამდენჯერმე გაისმა მოთხოვნა, რომ აიკრძალოს „ნაცმოძრაობა“ როგორც პოლიტიკური პარტია. ამას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. ასევე ჩვენი მოთხოვნაა - სამუდამო პატიმრობა მიხეილ სააკაშვილს. მან თავისუფლება ვერ უნდა იყიდოს. სააკაშვილი თავისუფლების ღირსი არაა იმიტომ, რომ არ იცის თავისუფლების, ოჯახის, მეგობრობის ფასი. მან იცის მხოლოდ სკამზე ჯდომა, მონების ყოლა და ხალხის წამებით ტკბობა. სამუდამო პატიმრობაა სააკაშვილისთვის გამოწერილი და უნდა მოვითხოვოთ ყველამ ერთად. თუ საჭირო იქნება, შევქმნათ პეტიცია. უნდა აიკრძალოს „ნაცმოძრაობა“, ისინი ამუხრუჭებენ ქვეყნის განვითარებას. თუ 2 ნაბიჯი სასიკეთოდ გადაიდგა ქვეყანაში, გულზე სკდებიან“, - განაცხადა რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სულხან მოლაშვილის ძმამ, თორნიკე მოლაშვილმა.

მთვარისა ნავერიანი, აცხადებს, რომ ის არის მოქალაქე, რომელსაც ციხეში უწამეს შვილი, ამიტომ „ნაცმოძრაობა“ უნდა გამოცხადდეს აკრძალულად ისე, როგორც ფაშიზმი მთელ მსოფლიოში“

„პირველ რიგში, მე ვარ საქართველოს მოქალაქე, რომელმაც ფიზიკურად განიცადა „ნაციონალების“ ჯალათური რეჟიმი, რომელსაც უწამეს ციხეში შვილი.

ის, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ემხრობოდა, ყველა იყო მათი მსხვერპლი. ის, ვინც არ ასრულებდა მათ დაკვეთებს, იყვნენ პოლიტიკური პატიმრები. ესენი რომ მოგვეშორებინა, მთელი საქართველო ფეხზე დადგა. დღეს არ უნდა გვიწევდეს ჩვენ აქ ყოფნა. „ნაციონალური მოძრაობა უნდა გამოცხადდეს აკრძალულად ისე, როგორც ფაშიზმი მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა მთვარისა ნავერიანმა.

„ის, რაც თქვენ გადაიტანეთ, ის, რაც სრულიად საქართველომ გადაიტანა სააკაშვილის რეჟიმის დროს, იყო სახადი, რომელიც ჩვენ მოვიხადეთ და რომელიც აღარასდროს განმეორდება, რადგან არსებობთ ადამიანები, რომელთაც დღემდე გაქვთ განცდა, რომ ეს იყო უსამართლო რეჟიმი, რომელიც ადამიანებს ქუჩაში უმოწყალოდ ხოცავდა“, - ამ სიტყვებით მიმართა ორგანიზაცია „ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, ნანა კაკაბაძემ რუსთავის ციხესთან აქციის მონაწილეებს.

„ისინი ხოცავდნენ ადამიანებს სწორედ იმ ციხეში, თვითონ რომ ზის. ციხეებიდან ათასობით გვამი გამოჰქონდათ. ჩემი პატიმრები, რომელთაც ჩვენი ორგანიზაცია იცავდა, გათავისუფლების შემდეგ ყვებოდნენ, როგორ ხედავდნენ ყოველდღიურად, ციხეებიდან გატანილ გვამებს. დღეს, ამ გვამების მთავარი „შემოქმედი“, რომელიც აქ ზის, ითხოვს იმ ფუფუნებას, რომელსაც ზოგიერთი გარეთ მყოფიც კი ნატრობს და არ აქვს. მინდა, ამ ხელისუფლებას მივმართო: არ ვამბობ, რომ სააკაშვილს მოექცეთ ისე, როგორც თავად ექცეოდა პატიმრებს, მაგრამ მოეპყარით ისე, როგორც ეპყრობით დანარჩენ პატიმრებს“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ სიტუაცია აშკარად დაძაბულობისა და ესკალაციისკენ მიდის. მისი აზრით, მეორე ტურების შემდეგ, რა თქმა უნდა, ენმ აქციებს გააგრძელებს და ხელისუფლება ამას არ უნდა აჰყვეს და კონტრაქციები არ უნდა ჩაატაროს, რადგანაც მსგავსი ქმედება ქვეყანაში სიტუაციის პოლარიზებას ხელს უწყობს. მისი თქმით, „ნაციონალები“ საკუთარი თავის რეინკარნაციას ცდილობენ და ხელისუფლება ამაში არ უნდა დაეხმაროს.

„ოპოზიცია რასაც აკეთებს, ეს მას ან აძლიერებს ან კიდევ ასუსტებს. ხოლო ხელისუფლება როცა ამას აყვება, ეს ქვეყანაში მოსახლეობის ორად გახლეჩას და დაპირისპირებას უწყობს ხელს.

„ენმ-ს თავისი დღის წესრიგი აქვს და მას „ოცნება“ არ უნდა აყვეს, მაგრამ კონტრქაციების დაანონსებითა და ჩატარებით სწორედაც რომ ჰყვება. თუ მოჭიდავეს პარტნიორი არ ეყოლება, ვის დაეჭიდება? ასეა პოლიტკაშიც. ამ ორ ძალას ერთმანეთი აწყობთ და ქვეყანა არ ადარდებთ. ამიტომ ერთმანეთის ჭიდაობაში შესაძლოა, ძალიან მძიმე შედეგი მივიღოთ და ეს იქნება ხალხის დაპირისპირება.

ენმ „ოცნებას“ საფრთხობელასავით ჰყავს. ეს პარტია არის რეზინის ჩაფუშული ფიგურა, რომელსაც ჰაერი თუ არ მიაწოდე, ვერ გაიბერება. ამ ჰაერს კიდევ ხელისუფლება უკვე წლებია აწვდის.

ის, რაც თავისუფლების მოედანზე ვიხილეთ, ქართველი ხალხის პირველი გაფრთხილება იყო. თუ მოსახლეობამ ჰაერი ჩაისუნთქა, ხელიუფლებას სააკაშვილის საფრთხობელად გამოყვანა ვეღარ უშველის. 14 ოქტომბერს მხოლოდ პარტაქტივი არ მისულა, იქ მოსახლეობაც მივიდა. ამიტომაც მეორე ტურები ისე უნდა ჩატარდეს, რომ კითხვის ნიშნები ნაკლები იყოს და ენმ-ის აქციებს ხელისუფლება არ უნდა აჰყვეს. მშვიდად უნდა მიადევნოს თვალი და გონებით იმოქმედოს. ხალხის პრობლემებზე იმუშავოს და არა ნაცებთან ჭიდაობაში დრო დაკარგოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, თუკი ამ ხელისუფლებას ვინმე გაუშვებს, უკვე ისე დაიღალა მოსახლეობა, რომ აღარ ადარდებთ ეს ვინ იქნება. ეს კი ქვეყანას მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. „ოცნების“ თამაშმა იქამდე მიგვიყვანა, რომ 2012 წლის შემდეგ ქუჩაში ამ როდენობის ხალხი აღარ გამოსულა, მით უმეტეს ნაციონალების მიერ დაგეგმილ აქციაზე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაცმოძრაობამ“ აქცენტი არჩევნებზე გადაიტანა, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ მოწოდება ასევე იყო, რომ ისინი 30 ოქტომბერს, არჩევნების დღეს ისევ შეიკრიბებიან თავისუფლების მოედანზე. „ნაცმოძრაობა“ არჩევნების მეორე ტურებზე კია ორინეტირებული, მაგრამ ახლა გამოთქვამენ მზადყოფნას პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადაიტანონ. მისი აზრით, თუკი ისინი ადრე ხალხის ქუჩაში გამოყვანას ვერ ახერხებდნენ, ახლა ამის შესაძლებლობა 14 ოქტომბრის აქციის შემდეგ გაჩნდა. ამიტომაც ქვეყნის პოლარიზების კიდევ უფრო გამწვავების საფრთხე არსებობს. სწორედ ამიტომ იყო, რომ სააკაშვილს დასავლეთი ქვეყანაში ჩასვლსიკენ თავის შეკავებას ურჩევდა.

„არჩევნების მეორე ტური თავისთავად კი არ არის სახიფათო, სახიფათოა იმით, რომ ოპოზიცია წინასწარ აანონსებს ქუჩის აქციებს. „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა ყველგან აიღო მაქსიმუმი, უფრო მეტს ვერ აიღებს. ამიტომაც ფაქტია აქციები იქნება. სააკაშვილი ციხიდან დახსნას ითხოვს და მისმა ფაქტორმა ელექტორატი გარეთ რომ გამოიყვანა, ვნახეთ. ველოდი ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა, მაგრამ ამ რაოდენობის ადამიანის გამოსვლას მართლა არ ველოდი.

ახლა ყველაზე აქტუალური თემაა, არჩევნების მეორე ტურის შედეგებისადმი ნდობა როგორი იქნება? როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. როგორ შეიძლება იმის მიღწევა, რომ არჩევნების შედეგების აღიარებას პრობლემა არ ჰქონდეს? თუ არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიმართ ნდობა მაღალი იქნა, პოლიტიკური პროცესიც ნორმალურად განვითარდება, მაგრამ იქნება კი ნდობა? ამიტომ ხელისუფლების წინაშე დიდი გამოწვევაა. ვნახეთ ასევე კონტრაქციები, რაც სკმაოდ სახიფათოა. მესმის, რომ სააკაშვილის დროს ძალიან ბევრი ადამიანია დაზარალებული და სისტემისგან დევნილი, მაგრამ ქუჩაში მოსახლეობის დაპირისპირება და ხელისუფლების მომხრეების დაპირისპირება ენმ-ის ელექტორატთან ძალიან სახიფათო ფაქტი შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ „ოცნებამ“ მეორე ტურები ისე უნდა ჩაატაროს, რომ ენმ-ს არ ჰონდეს ხელჩასაჭიდი ფაქტები, რომლითაც დასავლეთთან სათქმელი ექნება. ქვეყნის ბედი საკუთარი ინტერესების გამო საფრთხის წინაშე არ უნდა დააყენონ“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, სააკაშვილის გათავისუფლება შესაძლოა მაშინ მოხდეს, როცა ქვეყანაში სტაბილური ვითარება იქნება. არასტაბილურ ვითარებაში სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ ნაბიჯს არ გადადგამს.

პრობლემა სააკაშვილის გათავისუფლება კი არაა, არამედ ისაა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებას „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ხელისუფლების მარცხად აღიქვამს. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მეორე ტურის შემდეგ ქვეყანაში პროცესები უმართავი არ გახდეს.

 

 

Aburjga Tasmanieli არჩევნებზე 800-900 ათასი კაცი მიხეილ სააკაშვილს და მის ნაცმოძრაობას აძლევენ ხმას! ეს კარგი ხალხია თუ ცუდი ამაზე ნუ ვილაპარაკებთ იმიტომ, რომ ესენი არიან ჩვეულებრივი ადამიანები, საქართველოს მოქალაქეთა სრულუფლებიანი ნაწილი. როგორ უნდა მოხდეს ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა, რომლის მიმართ ერის ნდიდი ნაწილი სიმპათიითა განწყობილი?! ეს ვერ მოხდება! და მაინც, თუ შესრულდა და აიკრძალა ნაცმოძრაობა რა შედეგს მივიღებთ?! გარდა სხვა თანმდები უარყოფითი მოვლენებისა მოხდება ის რაც მოხდა ტელევიზიზ რუსთავი2-ის შემთხვევაში! იგივე ნაციონალები დააფუძნებენ ახალ პარტიას, ახალი სახელით (ტვ პირვრლი, მთავარი...), მაგალითად "საქართველოს გადარჩენის მთავარი პარტია"! უკლებლივ გაწევრიანდება ყველა ნაცი ამ პარტიაში, თავიანთი ტელევიზიებით ამცნობენ ამ ამბავს საკუთარ მხარდამჭერებს და გაგრძელდება ყველაფერი ისე უმსგავსად როგორც დღეს არის!
3 წლის უკან
Katana . Aburjga, აბსოლუტურად მართალი ხარ.
3 წლის უკან