„როგორც სააკაშვილი, ასევე „ნაცმოძრაობა“ აქტუალობას დაკარგავს, რადგან 2024 საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვა პოლიტიკური პარტიები დაიწყებენ მზადებას“

„როგორც სააკაშვილი, ასევე „ნაცმოძრაობა“ აქტუალობას დაკარგავს, რადგან 2024 საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვა პოლიტიკური პარტიები დაიწყებენ მზადებას“

"ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისუფლების მოედანზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მიზანი ექს-პრეზიდენტის გათავისუფლება იყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციაზე მიხეილ სააკაშვილის საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი მივიდა, მმართველ გუნდში თვლიან, რომ ნაციონალებმა არც თუ ისე ბევრი ადამიანის მობილიზება შეძლეს.

როგორც უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა for.ge-თან საუბარში აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობები ნელ-ნელა მინელდება და აღნიშნულ პარტიის ადგილს მალე სხვა ოპოზიცია დაიკავებს.

გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოების პოზიცია არ შეიცვლება იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულების გადაწყვეტილების აღსრულების ბედი საპროტესტო აქციებით არ უნდა გადაწყდეს. თუმცა, რაოდენობის თვალსაზრისითაც, რომ ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რასაც ელოდნენ, მასშტაბურად იმდენი არ იყო. მაგრამ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ მართლმსაჯულების (როგორც ქართულის, ასევე საერთაშორისო სასამართლოს) გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი ცნობილია სისტემური დანაშაულის შემქმნელად. შესაბამისდ, ამ აქციებს ლეგიტიმაცია არ ჰქონდა. ეს გამოჩნდა და კიდევ გამოჩნდება მომავალ დღეებშიც. ბრალი, რომელიც მიხელ სააკაშვილს წაეყენა, საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს არ ბადებს. აქედან გამომდინარე, მათი აქციები არის უსაფუძვლო, ალოგიკური და არაადეკვატური მოთხოვნები აქვთ. ალბათ, ნახავდით აქციის მონაწილეების ინტერვიუებსაც, სადაც ურთიერთგამომრიცხავ წინადადებებს ამბობდნენ. არ უარყოფდნენ, რომ ცუდი ფაქტები ხდებოდა, მათ შორის წამება, დაყაჩაღება და ა.შ. ზოგიერთი მათგანი რომ ვერაფერს ამბობდა, დრო იყო ასეთიო და ამით ამართლებდნენ. დარწმუნებული ვარ, ერთი კვირის თავზე კიდევ რომ მოინდომოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ მიზნით აქციის მოწყობა, ამის ნახევარსაც ვეღარ შეკრებენ, რადგან ბევრმა გაიგო თუ რა მიზნით იყო აქცია მოწყობილი.

ვიდრე მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდოდა, ის უკრაინიდან მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს ფართომასშტაბიანი აქციების გამართვისკენ და რევოლუციისკენ მოუწოდებდა. მიაღწია ექს-პრეზიდენტმა თავის საწადელს?

- თქვენ სწორად ბრძანეთ, რომ მისი მიზანი არეულობაა. ამას თავადაც არ მალავდა. მიხეილ სააკაშვილი არჩევნების წინა დღეს დააკავეს, ხოლო მეორე დღეს, არჩევნები ნორმალურად ჩატარდა. ამის შემდეგ, თვითმმართველობის არჩევნები ლეგიტიმურად იქნა აღიარებული. და, აგერ უკვე რამდენი დღეა, ყველა მშვიდად მეორე ტურისთვის ემზადება. რა თქმა უნდა, პროვოკაციები იქნება, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში მეტი არაფერია, მაგრამ არჩევნების შემდგომ, გარწმუნებთ, რომ მათი პროცესი ნელ-ნელა მინელდება. ასევე, ნახავთ, რომ როგორც მიხეილ სააკაშვილი, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ აქტუალობას დაკარგავენ, რადგან 2024 საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვა პოლიტიკური პარტიები დაიწყებენ მზადებას.

თვალში საცემი იყო, თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიას გამოსვლა. დარჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ მან აღნიშნული აქცია თავისი წინასაარჩევნო კამპანიად გამოიყენა, რადგან ისე ხშირად არ უხსენებია მიხეილ სააკშვილი, როგორ მოახლოვებული მეორე ტური...

- გეთანხმებით, ეს არის მოცემულობა და ფაქტი. ნიკა მელიასა და მიხეილ სააკაშვილის შორის დაპირისპრებას უკვე თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აღარ მალავენ. აბსოლუტურად ლოგიკურია ჩვენი ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების შემდეგ, აღნიშნული პროცესი ნელ-ნელა მიწყნარდება. რა თქმა უნდა, ნიკა მელიას, სააკაშვილის გალიდერება არ აწყობს. მელია იმასაც ხვდება, რომ მიშა ციხიდან ვერ გამოვა და ამიტომ ყველანაირ შანსს იყენებს, მათ შორის აქციებსაც. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო ძალებს იყენებს, რათა რაღაცნაირად მეორე ტურამდე ამომრჩევლის მობილიზება მოახდინოს. თუმცა, ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ, რომ მეორე ჯერზეც არაფერი გამოუვათ. რა თქმა უნდა, ქვეყანაში ოპოზიცია იქნება, მაგრამ, „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა ოპოზიციით ნელ-ნელა ჩანაცვლდება.

ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ აქციას ოპოზიციის ნაწილი არ შეუერთდა. თუმცა, ვინც იქ იმყოფებოდა, ისინი თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და მან სასჯელაღსრულება მალე უნდა დატოვოს. როგორ ფიქრობთ, რითი ჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ ის ოპოზიციის ნაწილი „დაჭერილი“, ვინც აქციაზე იმყოფებოდა?

- რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილს, მართალია, ბოლომდე ვერ ბედავენ, რომ „პოლიტიკური კლანჭებიდან“ დაუსხლტდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ნელ-ნელა ეს ნაბიჯები უკვე შეინიშნება. ცდილობენ, რომ საკუთარი ნიშა დაიჭირონ, რადგან მიხვდენ 2020 წლის არჩევნების შემდგომ დანარჩენმა ოპოზიციამ ცალ-ცალკე რა პროცენტულობაც აიღო, 2021 წლის არჩევნებზე გაცილებით ნაკლები აიღეს და „ნაციონალური მოძრაობის“ პროცენტულობა გაიზარდა. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ეს ოპოზიცია „ნაციონალურ მოძრაობის“ ტრენდს აყვა, 2020-ის არჩევნების შემდგომ, ელექტორატი კი არ გაეზარდა, პირიქით - დააკლდა. ამიტომ, მიხვდენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ აყოლა სასურველი არაა.

 

trampi ისინი მტარვალები იყვნენ
თქვენ უტრაკოები და სიაფანდები
3 წლის უკან
trampi დებილების პარტია
3 წლის უკან