14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 100 ათასი ადამიანის გამოსვლის დაპირება მივიღეთ. მართალია, „ნაცმოძრაობამ“ მთელი საქართველოს მასშტაბით 100 ათასი ვერა, მაგრამ იმდენი მაინც შეაგროვეს, რომ თავადაც არ მოელოდნენ. ნაცებს ამ რაოდენობის ხალხი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ არ გამოუყვანიათ.
ექსპერტთა ნაწილი ამ ფაქტს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორით ხსნის. მათი თქმით, ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ექსპრეზიდენტის დაკავება. ამასთან, გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ოპოზიციური პარტიის მხრიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ, იყო როგორც პიარკამპანია, ასევე ძალის დემონსტრირება, თუ რისი გაკეთება შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“.
თუმცა, ასევე საუბარია, რომ მხოლოდ სააკაშვილის ფაქტორიდან არ გამომდინარეობდა ასეთი მასშტაბური და მრავალრიცხოვანი აქციის გამართვა. ეს ასევე მიუთეთებს იმაზე, რომ თავისუფლების მოედანზე იდგა არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტისა და „ნაცმოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერები, ასევე ის იმედგაცრუებული საზოგადოება, რომელიც მანამდე „ქართულ ოცნებას“ უჭერდა მხარს, თუმცა, დღეს ხელისუფლებაზე გაბრაზებულია. სწორედ ეს ნაწილი თვლის, რომ „ოცნებამ“ მათი იმედები ვერ გაამართლა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან აცხადებს, რომ მსგავსი მასშტაბის აქცია მისთვის მოულოდნელი იყო, თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ აქციის მრავალრიცხოვნობა სააკაშვილის ფაქტორმა განაპირობა. მისი თქმით, ეს აქცია ძირითადად მაინც მიზნად ისახავდა, არჩევნების მეორე ტურის წინ ერთგვარ პიარკამპანიას. ამასთან, საყვარელიძემ დასძინა, რომ ამ აქციის შედეგად არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ამომრჩევლის მობილიზება მოხდება, არამედ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისაც, რომელთათავისაც წინა ხელისუფლება და მისი მმართველობა მიუღებელია.
„მეც არ ველოდი ამ რაოდენობას, თუმცა, მაინც არც ის რაოდენობა არ არის, რომ სახელმწიფო შეაზანზაროს. გვინახავს ანალოგიური მოცულობის საპროტესტო აქცია, თუმცა, ბოლო წლებში „ნაცმოძრაობის“ მიერ დაანონსებული ასეთი მასშტაბური აქცია არც ერთი არ ყოფილა. ამან აჩვენა ის, რომ უკეთესი ორგანიზაცია გაკეთდა, თანაც, სააკაშვილის გათავისუფლება უფრო ქმედითი მოტივია, ვიდრე ის მიზნები, რომლესაც ადრე აწესებდნენ. გუშინდელი შეხვედრის ოფიციალური მიზანი იყო, რომ მიეღწიათ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის. ადრინდელ შეხვედრების მიზანი კი იყო, რომ მომხდარიყო რევოლუცია, რომლის მომხრეებიც ნაკლებია. სწორედ ეს გვიჩვენა გუშინდელმა დღემ.
ძალიან ბევრი, რომელსაც არ აქვს მკვეთრი პოლიტიკური მიზნები და ორიენტაციები, ამ ადამიანური მოტივით, რომ ციხიდან გათავისუფლდეს ყოფილი პრეზიდენტი, ძალიან ბევრი შეუერთდებოდა ამ აქციას, მიუხედავად იმისა, ვის მისცემს ხმას არჩევნებზე.
30-ში, ალბათ, 14 ოქტომბრის გათვალისწინებით, რაღაცები მოხდება. კერძოდ, თვალში საცემი იყო ის, რომ თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გუშინდელი დღე მაინც ჩამოყალიბდა პიარკამპანიის შემადგენელ ნაწილად. 14 ოქტომბრის შინაგანი მიზანი მაინც იყო 30 ოქტომბრისთვის ამ სახეების წარმოჩენა და შეხსენება. სააკაშვილის მოწოდებაშიც 30 ფიგურირებდა და გამომსვლელებშიც 30 რიცხვში მობილიზაცია ფიგურირებდა. სრულიად აზრიანი და სწორი გეგმაა, მაგრამ ამავე დროს, ასეთ მობილიზაციას საპასუხო მობილიზაცია ავტომატურად მოყვება და უფრო მობილიზებული აღმოჩნდებიან ისინი, ვინც წინააღმდეგი არიან „ნაციონალური მოძრაობის“. ეს აქცია აქტიურობას გაზრდის როგორც ერთ, ისე მეორე პოლუსის მომხრე ადამიანებში“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე თვლის, რომ აქამდე გამართული აქციებისგან განსხვავებით, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ აანონსებდა, მსგავსი მასშტაბის არც ერთი ყოფილა. მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების წინ საკუთარი ძალის დემონტრაცია მოახდინა.
„აქციაზე მივიდა იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ჩვეულებრივ დადის ხოლმე „ნაციონალური მოძრაობის“ აქციებზე. განსხვავება აშკარად თვალში საცემი იყო, თუ მას შევადარებთ ამ პარტიის წინანდელ მიტინგებს. ამ ადამიანების შედარებითი სიმრავლე გამოიწვია სწორედ სააკაშვილის ფაქტორმა, თანაც აქციას ჰქონდა ძალიან კონკრეტული მიზანი, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა და მისი მხარდაჭერა. ეს არ იყო აქცია არც არჩევნების გაყალბებაზე, ან კიდევ სხვა თემაზე, რომელიც ვიღაცისთვის შეიძლება სადავო იყოს.
ამ აქციით სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცადა ეჩვენებინა ქართული საზოგადოებისთვის და დასავლეთისთვის, რომელსაც ბოლო მომენტამდე ეჭვი ეპარებოდა, რომ სააკაშვილი აქ სარგებლობდა ფართო სახალხო მხარდაჭერით. ისინი ერთი გასროლით შეეცადნენ ორი კურდღელის მოკვლას - ისინი შეეცადნენ სააკაშვილის, როგორც პიროვნების და პოლიტიკოსის აქტუალიზაციას და ამასთან - მისი გათავისუფლების თემის აქტუალიზაციას. თუმცა ეს აქცია მაინც არ იყო ისეთი მრავალრიცხოვანი, როგორსაც თვითონ ელოდებოდნენ. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ იქ სხვა სცენარიც იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება გააკეთეს. მათ ასევე მიიღეს საზოგადოების მეორე ნაწილის მხრიდან შესაბამისი რეაქცია. რატომღაც მაქვს გაცდა, რომ კონტრაქცია შორეული პერსპექტივა არ უნდა იყოს“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
........................და კრიშკას დავაფარებდი
კალაძის ბოსტანს არაფერს ვერჩი მარა...
რომ გამოდის და ახლა გაიძახის, გახარიას ამომრჩეველი ნაციონალებს ხმას არ მისცემსოოო....
ეს,როდის აღმოაჩინა?
ახლა მიხვდა ამას ?!
აგერ ვნახეთ... პარტიამ იძახა მოღალატეო, ნარკომანიო...
კალაძეს არ გაუპროტესტებია ეს. არადა, სტრატეგიულად ძალიან მომგებიანი იყო, ძალიან! (ესენიც, ყველა ერთ აზრზე არიან, მიშას ბანდასავით?).
აჯობა გახარიამ და თავად მივიდა.
ვერ გავიგე რისთვის იყო მოსულიო????!!!!
ახლა გაიგო ნეტა, რას უხსნიდა გახარია?!
მე ჯერ კაცი ვარ და მერე პოლიტიკოსიო,კალაძემ რომ თქვა.
ვინ უფრო უკეთესი კაცი გამოდის ახლა, გახარია, რომელმაც თქვა, ვალდებულად ჩავთვალე მასთან მისვლაო... თუ კალაძე, რომელმაც ვერც გახარიას უთხრა რამე და ვერც თავის გუნდს !
აი, რა მოკლე დროში მოუგო გახარიამ, მას როგორც კაცმა, ისე პოლიტიკოსმა!
ახლა ეს, გახარიას ქება არ იყო ამჯერად.
არც არავის ვაძაგებ... უბრალოდ, მტერი არ ვარ და ასეთ უსუსურ დღეში რომ არიან, არვისთვის არა არის კარგი! ხალხისთვის განსაკუთრებით!