აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ Twitter-ზე მისი პრესმდივანი ანხელ ურენია წერს.
ურენიას თქმით, კლინტონი კვლავ საავადმყოფოში იმყოფება, თუმცა მისი ჯანმრთელობის ყველა პარამეტრი დადებითი მიმართულებით იცვლება.
„პრეზიდენტის სისხლში ლეიკოციტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ის საავადმყოფოში კიდევ ერთ ღამეს გაატარებს, რათა ანტიბიოტიკების დამატებითი დოზა მიიღოს“, - წერს ანხელ ურენია.
75 წლის ბილ კლინტონი სეფსისის დიაგნოზით საავადმყოფოში 12 ოქტომბერს მოათავსეს.