ბრიტანელი პარლამენტარი დევიდ ემესი, რომელიც ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, სომალელმა მიგრანტმა მოკლა. ამის შესახებ BBC წერს.
პოლიცია მომხდარს ტერორიზმის მუხლით იძიებს. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მკვლელის მოტივი ისლამურ ექსტრემიზმს უკავშირდება. ეჭვმიტანილის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 25 წლის კაცი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა და ის ქვეყანაში სომალიდან ჩავიდა.
დევიდ ემესი 15 ოქტომბერს ესექსის საგრაფოში, ქალაქ ლი-ონ-სიში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე მოკლეს.