ავღანეთში, ყანდაარში მდებარე შიიტურ მეჩეთში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Al Jazeera ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ყოველკვირეული პარასკევის ლოცვის დროს მოხდა.
ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერ უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს, ყუნდუზში მდებარე შიიტურ მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 140-მდე ადამიანი დაშავდა. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.