რას ნიშნავს ემპათია სააკაშვილის მიმართ, როდესაც ხელოვანი ადამიანები ცდილობენ, ექსპრეზიდენტი გაუტოლონ პირველ პრეზიდენტს - ზვიად გამსახურდიას, რომელიც მოვკალით?!
მათ შეუძლიათ, აცრემლდნენ მიშასთვის, რომ მისი შიმშილი არ შეიძლება, რადგან საქართველოს სჭირდება მისი ძალები... ნუთუ ამ ადამიანებს არ ახსოვთ, რა ტრაგედიებიც ხდებოდა გირგვლიანის, რობაქიძის, თეთრაძის და სხვათა ოჯახებში, თუ ასე მალე დავიწყებადია ეს ყველაფერი?
საქართველოსთვის შეწირული პირველი პრეზიდენტის ვაჟი, გიორგი გამსახურდია ფიქრობს, რომ სააკაშვილის ზვიად გამსახურდიასთან შედარება უდიდესი დანაშაულია, ეს იგივეა, რომ პაციფისტის საფლავზე ტანკის ძეგლი დადგა.
„ეს კარიკატურული პერსონაჟი ახლა ერის მამას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას შეადარო, დანაშაულია. წარსულში გვახსოვს, ჟორიკა რურუასაც ადარებდნენ მერაბ კოსტავას. ეს არის ზუსტად დეგრადაცია, ყველა ადამიანი მენანება, რომელიც არასწორ გზაზე დგას“, - აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.
ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ძალიან სამარცხვინოა მიხეილ სააკაშვილი შედარება ზვიად გამსახურდიასთან. მისივე განმარტებით, კონკრეტულ ადამიანებს, მათ შორის, ხელოვანებს არა მხოლოდ სააკაშვილის დაჭერისას, არამედ მანამდეც ახასიათებდათ მსგავსი სიმპათიები მიხეილ სააკაშვილის მიმართ და ეს ხდებოდა გირგვლიანის, რობაქიძის და სხვა ტრაგიკული საქმეების მიუხედავად.
„აუცილებლად უნდა ვახსენოთ იური ვაზაგაშვილი, რომელსაც შვილი მოუკლეს და მერე შვილის საფლავზე დააკლეს. სტრასბურგის სასამართლოში ერთადერთი საქმე აქვს წაგებული „ქართულ ოცნებას“ და ეს სწორედ იური ვაზაგაშვილს ეხება იმიტომ, რომ ვერ დაიცვეს ეს ადამიანი, როცა მიმდინარეობდა სასამართლო პროცესები, როცა მისი შვილის მკვლელები უნდა დასჯილიყვნენ. ვერ დავიცავით ეს ადამიანი და საკუთარი შვილის საფლავზე იმიტომაც დააკლეს, რომ სიმართლისთვის იბრძოდა. ამ ადამიანების ხსოვნისთვის სახელმწიფომ, ნებისმიერმა მოქალაქემ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ასეთ ყალბ ემპათიებს, ვითომ ცრემლებს, ვითომ ტირილს თავისი სახელი დაერქვას. ეს ყველაფერი იმის მოლოდინით ხდება, რომ სააკაშვილი გათავისუფლდება ციხიდან, ან ხელისუფლებაში დაბრუნდება და ვიღაცას, ხელოვანს თუ სპორტსმენს, ან სხვა ნებისმიერ ადამიანს ის პრივილეგია აღუდგება, რაც ჰქონდათ სააკაშვილის დროს. ისინი მართლაც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული პირობებით, მხარდაჭერით, კანონდარღვევით მიღებული პრივილეგიებით“, - აცხადებს ლადო ბოჟაძე და განმარტავს, რომ ამ პრაგმატული იმედით მყოფი ადამიანების არც ცრემლის სჯერა ვინმეს, არც ემპათიის.
ანალიტიკოსის შეფასებით, თუკი სააკაშვილს ამ ადამიანების ცრემლის სჯერა ციხეში, დაე, სჯეროდეს, რადგან დიდხანს მოუწევთ მათაც და სააკაშვილსაც ლოდინი იმისა, როდის შეხვდებიან ისინი ერთმანეთს. ეს ზუსტად იმდენი ხანი, დღე, საათი და წამი გასტანს, რამდენიც მიუსაჯა სააკაშვილს ქართულმა მართლმსაჯულებამ.
პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილის მიმართ ემპათია და თანაგრძნობა მხოლოდ პირადი ანგარებით აიხსნება.
„უფრო მკაცრი სიტყვები არ მინდა გამოვიყენო. ადამიანს, რომელსაც თავისი სამშობლო უყვარს და საღ გონებაზეა, არ შეიძლება სააკაშვილის მსგავსი ადამიანი მოსწონდეს. იმდენი ცოდვა აქვთ ნაციონალებს ჩადენილი, ამდენ ცოდვას რას უშვებიან? სამაგალითოდ უნდა მოუწყონ მაგათ პოლიტიკური სასამართლო მაინც, რომ შემდგომმა ხელისუფლებებმა არ გაბედონ ისეთი დანაშაულების ჩადენა, რაც მათ ჩაიდინეს. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს პოლიტიკური ველის გაწმენდაზე და პოლიტიკაში ჯანსაღი ძალების შემოყვანაზე, რომლებიც ქვეყნის სიკეთეზე იფიქრებენ. ნაციონალების პოლიტიკური სპექტრი კი უნდა ჩაირეცხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას მშვიდობა არ უწერია“, - მიიჩნევს თამარ კიკნაძე.
...2012 წელს სახეგაფითრებული და ხმააკანკალებული ნაცების ბოსები გახსოვთ?
-რუბენას ცოლი ვარდუშასავით წამოპლაკული, კლეჩატ ადიელაშემოხვეული, ჩიორა თაქთაქიშვილი (ვაიმე, ახლადარჩეული მმართველი პარტია გვჩაგრავსო,იმის თქმა რომ უნდოდათ, ჩაგვრის მოდუსიდან ვერგამოსულებს) გახსოვთ?
ეჰ, გასახსენებელს რა გამოლევს...
ასე, სამარცხვინოდ რად ზიხარ ქაქში და ჯიუტად რად გაიძახით, რომ სურნელებისაგან ტკბებით?!
ყველაზე მეტად, რეგიონების საჯარო მოხელეები არიან გაწბილებული....
ამდენი სიშტერე ერთად როგორ მოახერხეთ?! ასე თანმიმდევრულად, თუ სიშტერეების აწყობის თავი გქონდათ, მაგ უნარები ნორმალურის აწყობაში დაგეხარჯათ, თქვენთვისაც ჯობდა და ჩვენთვისაც...
ახლა, რა გამოგივიდა?!
აუფ, ეს, ის თამრო რომ აღარ არის, თვითონ მარტო რომ ცოდნოდა და ჩვენც არ გაგვეგო, არ იქნებოდა{!
პ.ს. ისევ აუფ... ნატო გოგელიასთან აქ, ამ საიტზე მქონდა მიმოწერა. აქ მივწერე ზუსტად მადლობა, სააკაშვილის რეჟიმთან რომ იბრძოდა...
ახლახან მელაძესთან აღმოვაჩინე ერთ სიუჟეტში...
აუფ, რას უშვება თურემ კუჭი იმ არსებებს, ღმერთმა რომ ადამიანებად მოავლინა დედამიწაზე და გაჩენის შემდეგ რომ სულ, ამ ღმერთს ემალებიან!
სწორია, მაგრამ, ეს უნდა გაეკეთებინათ თავიდანვე, დააგვიანეს ყველაფერი, რა უნდა უწოდო მთავრობის ქცევას ამ ხნის განმავლობაში. რას ელოდებოდნენ? საკუთარი ხალხის ასეთ დონეზე არცოდნა ხომ , საერთოდ, მიამიტობაა და სიბრმავე. ყველაფერს თავი დავანებოთ, უცხოურ მედიაში საქართველოზე გამოქვეყნებულ მასალები, რომ, ამდენი წლის განმავლობაში, გიორგი კანდელაკის და მისთანების მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობიან, ამის შეცვლა მაინც მოგერხებიათ. ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, ასეთი ათასია.