დონალდ ტრამპი: ჩვენი ქვეყნის ლიდერები გაგიჟდნენ - ყველაფერი იშლება, თუმცა ამერიკას კვლავ დიადს გავხდით

დონალდ ტრამპი: ჩვენი ქვეყნის ლიდერები გაგიჟდნენ - ყველაფერი იშლება, თუმცა ამერიკას კვლავ დიადს გავხდით

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე არსებული მდგომარეობა მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ აშშ-ში დანაშაული რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწევს, რადგან ქვეყანაში ათასობით ადამიანი შევიდა.

„ჩვენი საზღვარი ისტორიაში ყველაზე უსაფრთხო და დაცული იყო და ახლა დანგრეულ, ბინძურ და ამაზრზენ ნანგრევად იქცა. არცერთ ქვეყანას არ უნახავს მსგავსი რამ, რაც ახლა სამხრეთ საზღვარზე ხდება და არცერთი ქვეყანა არ არის ისეთი სულელი, რომ მსგავსი რამ დაუშვას. დანაშაულის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ გაიზრდება, ხოლო ტერორიზმი შემდეგი დიდი საფრთხე იქნება“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ მთელ მსოფლიოში დასაცინი გახდა და უკვე აღარ არის დიადი.

„ჩვენი ქვეყნის ლიდერები გაგიჟდნენ! ყველაფერი იშლება, ჩვენი ჯარი განადგურებულია, მაღაზიების თაროები ცარიელია, კორონავირუსი მძვინვარებს, არ გვაქვს ნავთობი, არ გვაქვს გამბედაობა, არაფერი გვაქვს. ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოში დასაცინი გახდა და, რა თქმა უნდა, უკვე აღარ არის დიადი, მაგრამ ამერიკას კვლავ დიადს გავხდით!“ - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.