გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია „თალიბანის“ ავღანეთის მთავრობად აღიარებისთვის ჯერ მზად არ არის, ვინაიდან „თალიბანმა“ ინკლუზიურობის შესახებ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.
ანგელა მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ „დიდი ოცეულის“ ლიდერები ასევე მოითხოვენ, რომ გაეროს სააგენტოებს ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე სრული წვდომა მიეცეთ.
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ გაეროს ყველა ორგანიზაციას წვდომა ჰქონდეს იმ ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რომლის გაწევაც სურს“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
11 ოქტომბერს, „თალიბანის“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირ ხან მუტაყიმ მსოფლიოს კარგი ურთიერთობებისკენ მოუწოდა.
ამირ ხან მუტაყის თქმით, „თალიბანის“ ისლამური საამიროს მთავრობა ფრთხილად მოქმედებს, თუმცა ხელისუფლებაში მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაშია და არ შეიძლება იმ რეფორმების დასრულება მოსთხოვო, რომლის განხორციელება საერთაშორისო საზოგადოებამ 20 წლის განმავლობაში ვერ შეძლო.