ნიკა მელია 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში ეპატიჟება. როგორც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, ეს უნდა იყოს მასშტაბური აქცია, რომლითაც ოპოზიციამ არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამაგალითო ბრძოლა უნდა აჩვენოს.
„იმდენი უნდა შევიკრიბოთ, როგორც არასდროს, განვლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. მთავარი მიზეზი შეკრების რა არის - ჩვენი, ცალკე აღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ არ იყოს, სადაც მისი ადგილი არ არის. ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილო - ვისაც გინდა დაიჭერ, ჩასვამ და შენი ბინძური პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ტრადიციულად, ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა მიხეილ სააკაშვილმა, რომელშიც აცხადებს, რომ 14 ოქტომბერს აქციაზე ბევრი ხალხი უნდა მივიდეს, რადგან ყველამ დაინახოს, რომ საზოგადოებას ღირსება და თავმოყვარეობა აქვს: „ვისურვებდი, ჩემს გათავისუფლებას მეორე ტურამდე მივაღწიოთ, მაგრამ ამისთვის საჭიროა მრავალრიცხოვნობა ზეგ და მწყობრი ქმედებები შემდგომ“.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 14 ოქტომრისთვის მზადება დაიწყო. რეგიონებიდან აქტივისტების ჩამოყვანის პროცესი დაწყებულია, მაგრამ რამდენად იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქცია მრავალრიცხოვანი, ეს კიდევ ცალკე საკითხია, რადგან გაერთიანებული ოპოზიცია სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით დაანონსებულ აქციას არ შეუერთდება. მხარდამჭერებს სოლიდარობას უცხადებს „რესპუბლიკური პარტია“, მაგრამ
აქციას არ უერთდებიან. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობენ, მაგრამ ერთი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციას არ უერთდება „გირჩი მეტი თავისუფლება“. ნაციონალებთან „ჩანგალზე“ მისვლას არ აპირებს „სტრატეგია აღმაშენებელი“, ისევე როგორც „გირჩი“.
მაშ ასე, ნიკა მელიას მიერ ორგანიზებულ აქციაზე ოპოზიცია არ მიდის, მაგრამ სავარაუდოა, რომ აქციას შეუერთდება არასამთავრობო სექტორი. გუშინ, ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება პოლიტიკურად მოტივირებულია.
„მიგვაჩნია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დანაშაულობა-უდანაშაულობის დადგენა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მას მიეცემა საშუალება სრულად ისარგებლოს ჯეროვანი პროცესით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ამასთანავე, იმის ფონზე, რომ სასამართლო ხელისუფლება კლანური მმართველობით, ხელისუფლებისადმი ლოიალობით და დეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებით ხასიათდება, ისევე როგორც, აღნიშნული ინსტიტუციის მიმართ ნდობა კატასტროფულ ნიშნულზეა, ამ პირობებში, ეჭვქეშ დგება შესაძლებლობა, დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლოს უფლება.
თავის მხრივ, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებებითა და სამართლებრივი მექანიზმებით, ახალისებს მსგავსს პრაქტიკას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საქართველო პრეზიდენტს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები, რათა თავიდან იქნას აცილებული მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყველა, ვინც ამბობს, „თავისუფლება მიშას“, დასცინის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს.
დეპუტატი მოუწოდებს ყველას, მათ შორის ევროპარლამენტარებს, დაფიქრდნენ, რას საუბრობენ. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, შიმშილობაზე გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების ნაწილია.
„ყველას მოვუწოდებ, ვინც დღეს ამბობს „თავისუფლება მიშას“, დაფიქრდეს, რას საუბრობენ ისინი. ვფიქრობ, სააკაშვილის საკითხი გახდა კარგი ტესტი იმისთვის, რომ დავადგინოთ ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი. მთავარია, სასჯელაღსრულების დაწესებულებამ უზრუნველყოს ყველა სათანადო პირობა სააკაშვილის იქ ყოფნის, როგორც სამედიცინო, ისე ყოფითი საკითხების კუთხით.
რაც შეეხება შიმშილს, ეს მისი გადასაწყვეტია და მთავარია, მისთვის დროული სამედიცინო უზრუნველყოფა. შეუძლია, იშიმშილოს, ეს მისი თავისუფლების ნაწილია. თუმცა მოლოდინის - თუკი პატიმარი შიმშილობს, მაშინ მისი გათავისუფლება უნდა მოხდეს, - ასეთი მოლოდინი რომ აქვს ზოგიერთს, მიკვირს. ასე რომ იყოს, ნებისმიერი პატიმარი დაიწყებდა შიმშილს. ყველას აქვს თავისუფლება, რომ ამ ზომას მიმართოს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შეძლებს თუ არა მარტო დარჩენილი „ნაცმოძრაობა“ როგორც თავად აანონსებენ გრანდიოზულ საპროტესტო აქციას, წარმოუდგენლად მიაჩნია ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს, რომლის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობა“ ხალხის მობილიზებას მატერიალური რესურსების გამოყენებით აკეთებს, თუმცა ამხელა რესურსიც არ გააჩნიათ.
„გასაგებია, რომ მომხრეები ჰყავთ, მაგრამ ეს მომხრეები არ არიან საკმარისად მოტივირებული და რევოლუციაში მათ არ გაყვება. ეს არ იქნება ის, რაც იყო 2012 წლის 29 სექტემბერს, - საარჩევნო მობილიზება, რაც იმას ნიშნავდა, რომ 1 ოქტომბერს არჩევნებში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა. დღეს ასეთი ვითარება არ არის. ისინი უმცირესობას წარმოადგენენ. მათი მთავარი უბედურება ის არის, რომ ბრმები არიან, ვერ ხედავენ, არ იმჩნევენ არსებულ ვითარებას. არჩევნების მოგება მათთვის არის შეუძლებელი, სანამ თავის თავს არ გადააკეთებენ. 47% არსად არ გამქრალა და მეორე ტურში მოიგებს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
მისი თქმით, 14 ოქტომბერს ნაცების მიერ იდენტობის წინააღმდეგ საარაკო უტიფრობით ომია გამოცხადებული. ცდილობენ, უსჯულოების თავაშვებულობას, ე.ი. სააკაშვილის გათავისუფლებას მიაღწიონ, რომელიც თავად არის უსჯულოების ხატი და სიმბოლო.
„მის გასათავისუფლებლად გაერთიანება უსჯულოების თავაშვებულობისათვის საომარი მობილიზებაა და სხვა არც არაფერი. ეს არ უნდა მოხდეს. ეს არ შეიძლება რომ მოხდეს, რადგან, თუ მოხდა, თანაც სვეტიცხოვლობას, მაშასადამე, აქ - საქართველო აღარ არის. ამიტომ, ეს არ მოხდება. იქ, სვეტიცხოველში არის ქრისტეს კვართი და აქ კიდევ ციხეში ზის ეგ სიბილწე - სააკაშვილი, რომლის განთავლისუფლებაც უნდათ.
რამ გააბედინათ 14 ოქტომბერს ასეთი აქციის გამართვა? ისტორიულად დადგენლი ფაქტია, რომ 14 ოქტომბერს საქართველოსთან ომს ვერ ბედავდა ვერავინ იმიტომ, რომ ქრისტეს კვართი საქართველოს მთავარი სიწმინდეა და მის წინააღმდეგ გალაშქრებას მტერიც კი ვერ ბედავდა. არ არის შემთხვევითი, რომ მცხეთის სვეტიცხოველი არც ერთხელ არ დარბეულა მტრის მიერ, იცოდნენ, რომ ეს არის განსაკუთრებული სიწმინდე და ერიდებოდნენ. ესენი კი არაფერს არ ერიდებიან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
პოლიტოლოგის რამაზ საყვარელიძის შეფასებით, „ნაცმოძრაობის“ მიზანია დესტბალიზაცია და ნებისმიერი ტიპის უკმაყოფილება, რომლის პროვოცირება უნდათ, მაგრამ ვერაფრით ვერ მოახერხეს. მისი თქმით, „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილება ჯერ-ჯერობით შორს არის იმ ხარისხის უკმაყოფილებასთან, რაც თავის დროზე გააჩინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
„მკრეხელობას უახლოვდება მათი ბევრი ნაბიჯი, ისევე როგორც ბათუმის ტრაგედიას დაუმიზნეს აქცია და მიიღეს შედეგიც. მკრეხელობაა, როცა დაღუპულების გლოვის დღეს აქციას მართავ, მკრეხელობაა როცა სვეტიცხოვლობის საპირწონედ ატარებ ასეთი შინაარსის აქციას, რასაც უკვე შევეჩვიეთ. 2012 წლის 29 სექტემბრის აქციას, რომელიც ივანიშვილის თაოსნობით მოეწყო, იქ პირობები იყო სხვა. ხალხი იყო მობილიზებული იმისთვის, რომ არ მოეშვათ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და ამიტომ გამოვიდა იმდენი ხალხი.
ასეთი პირობები დღეს არ არის, ოღონდ „ოცნება“ არ იყოს და ნაციონალები ხელახლა მოვიდნენო, რაც არის ამ აქციის შინაარსი. მეეჭვება, რომ საკითხის ასე დაყენებას მოჰყვეს ხალხის დიდი ნაწილის მხარდაჭერა. ის, რაც ხდება ახლა მათ აქციებზე, 1000 ადამიანამდეც რომ ვერ აღწევს, იმის შედეგია, რომ არ უნდა ხალხს ნაციონალების მოყვანა ხელისუფლებაში. არ ვიცი, ამას არ ხვდებიან, თუ ვერ ხვდებიან, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცას ეჭიდავებიან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
მათთვის ისაა მკრეხელობა, რომ აღმაშენებლის ტოლი და ფარდი პრეზიდენტი, ახალი საქართველოს დამფუძნებელი და ევროპულ სახელმწიფოდ მქცეველი პრეზიდენტი ციხეში ზის და ცარიელ თაფლსა ჭამს :(((
რაც, მეტი გამოვა ახლა, მიშას აპეტიტზე აღელვებული ანაფორიანი, მით მეტი გასაგები იქნება, თუ რა დიდია ეს ფურუნკული!
...მოდელირებულზე და განცხრომში მცხოვრებზე გამახსენდა... დამოუკიდებელი საქართველოს პირველი შს მინისტრი, ისევ ამშვენებს ნაციონალების სიას?
რა მარტივი მათემატიკაა ახლა საჭირო, იმის დასაზუსტებლად; რომ ესენი ყველანი რუსეთი მსახურნი არაიან!
ახლა, ის მიშარასტი ტარზანი გამოვარდება და აბღავლდება, რუსეთუმეები ხართო...
აუფ, რა სამარცხვინო ქაქიში ჩაჯდა ეს ოცნება!
რათა? რათა?
ამდენ პოლიტიკურ ბეცს, ვინმემ მაინც რატომ არ უთხრა(ნუ,თავისით ვერ მიხვდნენ,გასაგებია) ; რომ ცოტა შორსმჭვრეტი ჭირდება საქმესო?!
P:S:ამ; ტაკოს იმედზე დარჩენილებს,ხვალ "-აუუუ, რამდენი ვართ!"-ის იმედი აქვთ?
ამ მოდელირებულ, განცხრომაში მცხოვრებ, წვერცანცარა სულიერ მამებს, როდემდე უნდა ვუყუროთ და ვუსმინოთ ნეტავ?!"
?
რა ერჩი, ხომ მოუწოდა მეუფემ, რომ მიუტევოს სააკაშვილმა საქართველოს ამდენი უმადურობა!..
იმედია, შეიწყნარებს მეუფის თხოვნას და ციხიდან რომ გამოვა, თავიდან, დიდსულოვნად, ვითომ არაფერი მომხდარა, "დაიწყებს ახალ ბედნიერ ერას" ჩვენი ისტორიისა!