მელიას ვარამი - მოიგებს ვაია, წააგებს - ვუი - ენმ-ში მკვდრადშობილ ლიდერს, პოლიტიკურ სამარეს უმზადებენ

მელიას ვარამი - მოიგებს ვაია, წააგებს - ვუი - ენმ-ში მკვდრადშობილ ლიდერს, პოლიტიკურ სამარეს უმზადებენ

„ნაცმოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება თავს ვეღარ მალავს და პარტიის ორად გაყოფის ალბათობა სულ უფრო იზრდება. ფორმალურია თუ არაფორმალური, დღეს მელია არის პარტიის თავმჯდომარე და მთელი ეს პოლიტიკური სიმძიმე მასზე გადადის. მას ახლა ორ ფრონტზე ბრძოლა უწევს - უნდა მოიგოს მეორე ტურები და უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის  ციხიდან გამოყვანა.

როგორც for.ge-ს სანდო წყარო უყვება, პარტიის შიგნით მელიას ჩასაძირად მუშაობენ. მთავარი ბრძოლა კი ვეზირობისთვის მიდის - ვინ იქნება მეორე კაცი სააკაშვილისთვის პარტიაში. ამ არჩევნებში თუ მელია გაიმარჯვებს, მაშინ ის გახდება მართლაც პოლიტიკური ფიგურა და სააკაშვილისთვის სახიფათო. თუ დამარცხდება, შეიძლება არჩევნების შემდეგ პარტია გაიყოს და ნაწილი მელიასთან წავიდეს. სავარაუდოდ, მეორე ტურის წაგებას ნიკა მელიას დააბრალებენ, რომლის თავიდან მოშორების საბაბიც ექნება იმ ჯგუფს, რომლისთვისაც ის ლიდერი არც არასდროს ყოფილა.

მელიას თემა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის მომგებიანია იმ თვალსაზრისით, რომ თუ სააკაშვილს დაუპირისპირდება, მელია ამომრჩეველს კარგავს. თუმცა ის ენმ-იდან ახალგაზრდულ ფრთას წაიყვანს, რაც პარტიის დასუსტებას გამოიწვევს.

„მიხეილ სააკაშვილს ჩემგან პირადად მოკითხვა. რასაც არ უნდა ცდილობდნენ, ჩემსა და მას შორის შუღლი ჩამოაგდონ, არ გამოუვიდათ არასდროს და არც არასდროს გამოუვათ!“ - რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიმდინარე აქციისას მოწინააღმდეგეები გააფრთხილა ნიკა მელიამ და იქვე დასძინა: „სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მანამდე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში ვიქნები“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი კი გვეუბნებიან, რომ შიმშილობს და და როგორც თავად ამბობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. სააკაშვილის მიმართვა საზოგადოებას მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გადასცა.

„უსამართლო, მჩაგვრელი, ბოროტი რეჟიმი ყოველღე დაგვცინის და აბუჩად გვიგდებს. საზოგადოების დაკნინების მცდელობას აქტიურ ქმედებებზე გადასვლით უნდა ვუპასუხოთ, ისეთზე, როგორიცაა ყველა რეგიონში ხმების დაცვისთვის ბრძოლა, დაშინებისა და მოსყიდვის დოკუმენტირება, აქციები კომისიებთან და სასამართლოებთან. ახლა, რაც მთავარია, 14 ოქტომბერს, უნდა ვიყოთ ბევრი და ყველას დავანახოთ, რომ ჩვენს საზოგადოებას გააჩნია ღირსება და თავმოყვარეობა. მიუხედავად ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გაუარესებისა, მე არც ერთ შემთხვევაში არ შევწყვეტ შიმშილობას, ვინაიდან ახლა ეს არის ჩემს ხელთ არსებული ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ ჩემს გათავისუფლებას უკვე მეორე ტურამდე მივაღწიოთ, რათა თქვენთან ერთად შევძლო გარდაუვალი გამარჯვების დაცვა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, როგორც კიდევ ვიმეორებ, მრავალრიცხოვრობა ზეგ და მწყობრი ქმედებები შემდგომ. მხოლოდ თავგანწირული, აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით ვიხსნით ჩვენს ქვეყანას და მივიღებთ კონრეტულ შედეგებს, მათ შორის ჩემთან მიმართებით. 30 ოქტომბერს გამარჯვება მოიპოვება მხოლოდ ყოველწუთიერი ბრძოლით და შეუპოვრობით“,- მიმართა სააკაშვილმა საკუთარ მომხრეებს.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას თავმჯდომარეობა ისედაც ნომინალური იყო, ხოლო სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ მისი ლიდერობა საერთოდ კითხვის ქვეშ დადგა. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მელია საერთოდ მეორე პლანზე გადავიდა და მიშას ე.წ. სექტანტები მას არაფერს აღარ ეკითხებიან.

„მელია ძალიან კარგად გრძნობს და იცის, რომ კალაძესთან დამარცხდება. ამიტომ ის ძალიან ცუდ სიტუაციაშია. ლიდერობა საერთოდ დაკარგა და ამ სექტანტურ წყობაზე აგებულ პარტიულ ცხოვრებაში პირველი ნომერი აღარ არის. ახლა მოწამეობრივ როლში მიხეილ სააკაშვილია წარმოჩენილი და მისი „გმირობა“ დასაფასებელი უნდა იყოს. მელიამ არ იცის, რა ქნას და ხვდება, რომ თუ მოიგებს, რაც გამორიცხულია, მასზე სააკაშვილი იეჭვიანებს და პარტიაში მაინც არ მისცემენ ლიდერობის უფლებას. ხოლო თუ წააგებს, მაშინ მას თავიდან საბოლოოდ მოიშორებენ. ყეევლა წარუმატებლობას მელიას დააბრალებენ.

მე როგორც მისი ყოფილი ლექტორი, ვურჩევ, საერთოდ ენმ-ს გაემიჯნოს და თავს დროზე უშველოს. სხვაგვარად მას კიდევ გამოიყენებენ და თავიდან მოიშორებენ. მელიას სააკაშვილმა შემოუთვალა, რომ 14 ოქტომბერია ის დღე, როცა მისი ციხიდან გათავისუფლება უნდა მოხდეს. ძალიან მაინტერესებს, ეს მელიამ როგორ უნდა ქნას - ხალხი უნდა მიიყვანოს ციხესთან და შტურმით აიღონ და სააკაშვილი იქიდან უნდა დაიხსნან? ეს ყველაფერი ხომ აბსურდია. თავად პარტიის მომხრეებს შორისაც ძალიან ცუდი სიტუაციაა. სააკაშვილს ამგვარი შემოსვლა და თავის გამასხარავება არჩეევნების შედეგებზეც გამოჩნდა“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, მელია საგონებელშია ჩავარდნილი. ამიტომ იყო, რომ თაკო ჩარკვიანის მიერ დაანონსებულ აქციაზე კვირას არც გამოჩნდა. მას ორ ფრონტზე ბრძოლა უწევს. ერთის მხრივ მეორე ტურები უნდა მოიგოს და მთელი რესურსი უნდა ჩადოს იმაში, რომ 14 ოქტომბერს ფართომასშტაბიანი აქცია მოაწყოს. ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ მეორე ტურის შემდეგ სააკაშვილი ასეთი აქტუალური თავად პარტიაშიც აღარ იქნება, თუ მანამდე პარტია მარტივ მამრავლებად არ დაიშალა.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებით ყველაზე მეტად პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია დაზარალდნენ. მელია სააკაშვილმა კონკრეტული მიზნებისთვის გამოიყენა, ახლა კი მეორე ტურების შემდეგ მას თავიდან მოიშორებს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მელია ისედაც ნომინალური ფიგურა იყო, ახლა კი სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ, მას პარტიაში არავინ აღარაფერს ეკითხება. სწორედ ამის მიზეზია, რომ მელია მედიასთან დიდად აღარ ჩნდება და სააკაშვილის ამ ვოიაჟით ყველაზე მეტად არის გაბრაზებული.

„მართალია ამ პარტიამ არჩევნებზე გარკვეული ხმები აიღო, მაგრამ თავისი მაქსიმუმი სცადეს. ამისთვის სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება და ციხეში ჩაჯდომა გახდა საჭირო. სააკაშვილი საქართველოში როგორ და რა ფორმითაც შემოვიდა, მათსავე ამომრჩეველში გულისწყრომა გამოიწვია. მის ამომრჩეველს იმედი ჰქონდა, რომ ის ღიად, როგორც გმირი სამშობლოში ისე დაბრუნდებოდა. ის, რომ ოფიციალურად საჰაერო გზით ან კიდევ ზღვით შემოსულიყო, მართალია დააკავებდნენ, მაგრამ ეს ხომ უფრო სანახაობრივი იქნებოდა და მისი ამომრჩევლებიც ჩათვლიდან, რომ ციხეში კაცურად წავიდა.

კლოუნადა რომ მოაწყო და „ტყვიის გასროლის“ გარეშე აიყვანეს, ამან მის ფაქტორი გააფერმკრთალა. ამიტომ ახლა, ყველა პასუხისმგებლობას მელიას აკისრებს - მეორე ტურების ჩატარებასაც და 14 ოქტომბერს აქციების გამართვასაც. არადა ენმ-ის ლიდერებმა, მათ შორის მელიამ სააკშვილის დაკავება ტელევიზორიდან გაიგო. ასეთი ლიდერი, ცხადია, უკვე პარტიაშიც ბევრს ეუხერხულება. ახლა სააკაშვილისგან ტანჯული ეროვნული გმირი უნდათ გამოიყვანონ. ეს შიმშილობის თემა ხომ საერთოდ ცალკე კლოუნადაა. ამიტომ მელიასაც ყელში აქვს ამოსული და გაძლებაზეა. სავარაუდოდ, მეორე ტურების წაგებას მას შეტენიან და თუ მელიამ წასვლაზე განცახდება თავად არ გააკეთა, როგორც პოლიტიკოს საბოლოოდ გაანადგურებენ“,-ამბობს ნიკოლეიშვილი for.ge-სთან.

 

 

 

Katana ლევან ნიკოლეიშვილი: „მართალია ამ პარტიამ არჩევნებზე გარკვეული ხმები აიღო, მაგრამ..."
ყოველმა ნესამემ რომ მაგათ დაუჭირა მხარი, მაგას "გარკვეული ხმები" ჰქვია?!
ეს არის კატასტროფა, რომ დღესაც კი ამდენი გონებადაბნელებული ადამიანი გვყავს ქვეყანაში, რომელთაც არც აინტერესებთ, რა გამოიარა ხალხმა ნაცების დროს! - ჯერ მხოლოდ "რუსთავ 2"-ს უყურებდნენ, მერე "მთავარზე" გადართეს თავიანთი ტელევიზორები და ჩარჩნენ ვენერა ბებოს სიმღერაში:
"ბატონო მიშა, რატომ გერჩიაააან,
სიკეთის მეტი რა გააკეთეეე..."
3 წლის უკან