კიევში უკრაინა-ევროკავშირის 23-ე სამიტი დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სამიტის ფარგლებში დაგეგმილია უკრაინასა და ევროკავშირს შორის არაერთი შეთანხმების გაფორმება. ევროკავშირის მხრიდან სამიტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მონაწილეობენ.
„დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დიალოგი უკრაინა-ევროკავშირის 23-ე სამიტის ფარგლებში ნაყოფიერი იქნება და კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უკრაინის ინტეგრაციას ევროპულ საზოგადოებაში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.