„პატრიარქის მდივანიც ბრძანდებოდა მასთან, მიაწოდა სეფისკვერი, რაც ნიშანი იყო იმის, რომ შიმშილობა შეეწყვიტა. ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა მისთვის, რადგან სააკაშვილი იშიმშილებს თუ არა, ეს პოლიტიკურ განწყობებზე გავლენას ვერ მოახდენს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე.
ადამიანური პოზიციიდან გასაგებია სააკაშვილის მამის წუხილი, რომ ის ვერ ხედავს სათანადო რეაგირებას თავის შვილთან მიმართებით. მათ შორის, ბაიდენზეცაა საუბარი, რომელიც მიშას კარგად იცნობს, მაგრამ მის დასაცავად არაფერს ამბობს. „მსოფლიო უნდა ადუღდეს პეტიციებით“, - მოითხოვს ნიკოლოზ სააკაშვილი, რომელსაც უკვირს, სად არის ზესტაფონი? სად არის ხაშური? სად არიან გლეხები, მოვაჭრეები, რომლებიც იძახდნენ, „მიშა, ჩამოდი, გვიშველე“, დღეს ისინი ჩუმად არიან. რით არის განპირობებული, რომ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც სრული დუმილია სააკაშვილის გამოსახსნელად? ბოლოს და ბოლოს, მსოფლიო გაერკვა იმაში, რაც ხდებოდა საქართველოში სააკაშვილის პერიოდში მთელი 9 წლის განმავლობაში?
- პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილს არანაირი საფუძველი არ აქვს, შიმშილობა გამოაცხადოს. მას ყველა პირობა აქვს, ევროპული დონის ციხის საკანშია მოთავსებული, მისი უფლებები ყველანაირად იქნება დაცული ისევე, როგორც ნებისმიერი პატიმრის, რომელიც მოხვდება დღევანდელ პენიტენციურ დაწესებულებაში. მეორე მხრივ, სააკაშვილის ასეთი აქტი, ვგულისხმობ შიმშილობის გამოცხადებას, ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი და, ბუნებრივია, მისი დედაც, მამაც, მეუღლეც, შვილებიც, მხარდამჭერებიც განიცდიან ამას. პატრიარქის მდივანიც ბრძანდებოდა მასთან, მიაწოდა სეფისკვერი, რაც ნიშანი იყო იმის, რომ შიმშილობა უნდა შეეწყვიტა. ეს მნიშვნელოვანი იქნებოდა მისთვის, რადგან სააკაშვილი იშიმშილებს თუ არა, ეს პოლიტიკურ განწყობებზე გავლენას ვერ მოახდენს.
რაც შეეხება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ რეაქციას, ყველამ კარგად იცის, რომ მოქმედი პრეზიდენტი-მიხეილ სააკაშვილი გაიქცა ქვეყნიდან, გაექცა ქართულ მართლმსაჯულებას, არა მხოლოდ ქართულ მართლმსაჯულებას... სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, რომლითაც მტკიცდება, რომ პირადად მიხეილ სააკაშვილი და მთელი სახელმწიფო სისტემა იყო ჩართული იმისთვის, დაემალათ დანაშაული და დამნაშავეებს ნაკლები ზიანი მისდგომოდათ. თქვენ წარმოიდგინეთ, 2008 წლის ომის შემდგომ სააკაშვილმა „თავი აიწია“ და გამოუშვა გირგვლიანის მკვლელები. პრეზიდენტის შეწყალების აქტი ხომ არ ეხებოდა მუხლს, რომ ვინმეს ეთქვა, ამ მუხლში ეს ხალხი მოჰყვა და ამიტომ გამოვუშვითო, ყველამ ვიცით სახელებით და გვარებით შეიწყალა ეს ადამიანები. ეს სტრასბურგის სასამართლოს მიერაა დადგენილი. იგივე ეხება ვალერი გელაშვილის საქმეს და სხვა მიმდინარე საქმეებს, რომელიც მასთანაა დაკავშირებული. ამიტომ, ბუნებრივია, რეაქცია ქვეყნის შიგნით თუ გარეთ სააკაშვილთან მიმართებით სრულიად მოსალოდნელი და ლოგიკურია.
თუ ადამიანი დამნაშავეა, თუ მას სურს, საქართველოში ოდესმე გააგრძელოს პოლიტიკური საქმიანობა ან ცხოვრება, ის ვალდებულია, არა მხოლოდ მორალურად, არამედ სამართლებრივადაც მოიხადოს სასჯელი ბოლო წამამდე, ის, რაც მიუსაჯა ქართულმა მართლმსაჯულებამ, რომელიც მრავალჯერ უკეთესია, ვიდრე რა მართლმსაჯულებაც მან დატოვა საქართველოში. სრულიად ბუნებრივია მთელი მსოფლიოს რეაქცია, პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ მას მისი მომხრეები და სხვა არავინ. ერთ კვირაზე მეტი გავიდა მისი დაპატიმრებიდან და ამ ხნის განმავლობაში არც ერთ საელჩოს, არც ერთ სახელმწიფო მეთაურს, არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას ის არ უცვნია პოლიტპატიმრად, რადგან ყველამ კარგად იცის იმ დანაშაულების შესახებ, რაც პირადად სააკაშვილს მიუძღვის ქართველი ერის წინაშე. პირადად მეც მოვუწოდებ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა, ამის არანაირი საფუძველი არ აქვს, ვიმეორებ, მის შიმშილს არ ექნება არანაირი გავლენა საქართველოს არც ერთ მოქალაქეზე, საკუთარი მხარდამჭერების გარდა. თუმცა იქაც მოტივაცია ნაკლებია. მას ყველა პირობა აქვს, ღირსეულად მოიხადოს სასჯელი.
როგორი იქნება მისი კარიერა ციხიდან გამოსვლის შემდეგ? როგორც ამბობენ, მას პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი აღარ აქვს, ერთ რამეზე ფიქრობს, ოღონდ ციხეს თავი დააღწიოს.
- როცა სააკაშვილი გათავისუფლდება სასჯელის მოხდის შემდეგ, ისევე, როგორც ვანო მერაბიშვილი გათავისუფლდა, როგორც გათავისუფლდება ბაჩო ახალაია, მას შეეძლება ამ ქვეყანაში პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებაც და ყველა სხვა ნებისმიერი საქმიანობაც.
სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაწერილი ირაკლი ღარიბაშვილის წერილი ცალკეულმა ადამიანებმა ექსტრადაციისთვის შემზადებად აღიქვეს, თითქოს სააკაშვილი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანია და მისი ციხეში ჩასმა არ შეიძლება. შეიძლება, ჩვენს მთავრობაში ვინმე მის ექსტრადირებას ფიქრობდეს?
- სამართლებრივი საკითხია აქ მნიშვნელოვანი, ექსტრადირება არ და ვერ განხორციელდება, უკრაინას შეუძლია მოითხოვოს უკრაინის ნებისმიერი მოქალაქის ექსტრადირება, რომელსაც დავაპატიმრებდით საქართველოში იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელიც უკრაინის მოქალაქემ ჩაიდინა უკრაინაში. საქართველოს მართლმსაჯულება კი ედავება სააკაშვილს იმ დანაშაულებს, როცა ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, როცა ის იყო საქართველოს მოქალაქე და დანაშაულები ჩაიდინა საქართველოში. ორ საქმეზე მართლმსაჯულება უკვე დამდგარია, ორ საქმეზე კი მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. ამიტომ ილუზია იმისა, რომ ვინმე უკრაინას გადასცემს სააკაშვილს, საზოგადოების მოტყუებაა. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის წერილს, მან ღია წერილში დაწერა ის, რაც ყველამ ისედაც ვიცოდით. ბუნებრივია, სააკაშვილის მდგომარეობა, სამართლებრივიც, პოლიტიკურიც, ფსიქოლოგიურიც ყველასთვის ისედაც ნათელი იყო და ყველამ კიდევ ერთხელ პრემიერ-მინისტრისგან გავიგეთ, რა მიზნით ჯერ გამოიპარა და მერე შემოიპარა საქართველოში მიხეილ სააკაშვილი.
„რუსთაველი უნდა ზანზარებდეს“, - ასეთია თაკო ჩარკვიანის მოწოდება. როგორ აპირებს ჩარკვიანი რუსთაველის გამზირის აზანზარებას? რამდენად მასშტაბური იქნება მათი აქციები 10 და 14 ოქტომბერს?
- თაკო ჩარკვიანმა, რომელმაც თურმე 107 ათასი ხელმოწერა შეაგროვა სააკაშვილის დაბრუნების მოთხოვნით, აღმოჩნდა, რომ 322 ხმა მიიღო მთელი საქართველოს მასშტაბით. აქვე მინდა შეგახსენოთ, პარტიის რეგისტრაციისთვის საჭიროა 300-კაციანი დამფუძნებელი ყრილობა და მერე 1000 ადამიანის, პარტიის წევრის თანხმობა, რომ პარტია გატარდეს რეგისტრაციაში. თაკო ჩარკვიანის პარტიამ კი გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია თავის დროზე იმიტომ, რომ ბლოკში იყო გიორგი ვაშაძესთან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 1000 წევრიდან 678-მა ადამიანმა, ანუ მისივე პარტიის წევრმა არ მისცა ხმა ჩარკვიანს და მის პარტიას. აქედან გამომდინარე, თაკო ჩარკვიანის მოწოდებები, სურვილები გასაკვირია. ასევე, გასაკვირია მისი ოჯახის შვილისგან ასეთი მიჯაჭვულობა მიხეილ სააკაშვილზე. ვერც რუსთაველის გამზირი, ვერც სხვა გამზირი ვერ აზანზარდება ვერც თბილისსა და ვერც ერთ ქალაქში, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ სააკაშვილს კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი.
მესმის, ძალიან მძიმეა მათი მომხრეებისა და მხარდამჭერებისთვის, სააკაშვილი რომ ზის რუსთავის ციხის საკანში, მაგრამ ის იმსახურებს იმ სასჯელს, რომელიც მიიღო ქართული მართლმსაჯულებისგან და მოიხდის ამ სასჯელს. ეს არ არის ის ციხე, სადაც კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ადამიანებს, ეს არის ევროპული სტანდარტების ციხე. ვპირდებით სააკაშვილს და მის მომხრეებს, სხვა გაქცეულ მის მხარდამჭერებსაც, რომლებსაც, ასევე, პრობლემა აქვთ ქართულ მართლმსაჯულებასთან, დადგენილ ვადებში გვერდზე საკნებში მოვუთავსებთ, კანონის უზენაესობა ყველგან და ყოველთვის იქნება დაცული.
ბიჯოოო................... ერთი თვე მაინც დაიცათ და მერე ჩაატარეთ ეს პარადი...
მოდიან მოდიან ოკეანის გაღმელი ,,მეგობრები,,........ ჯერ იმათ დახვდით და სალიუტები მერე ისროლეთ
კოალიციური მთავრობაააა იმათ დღის წესრიგში, კოალიციური მთავრობა...აბა ტყუილად და მუქთად კი არ ჩააბარეს ეს 9 წელ შენახული მიშა
ღარიბაშვილმა ცოტა განდაგანას ცეკვა დაიწყო და არ მოსწონთ ,,მეგობრებს,,
..პლიუს ესენი მეგობრების დაკრულზე რუსებს არ უჩხიკინებენ ...ჰოოოდა აბა რაში მოეწონებათ ეს ოცნება
პირველ რიგში იმათ ღარიბაშვილი არ მოსწონთ, ღარიბაშვილი.....კრამერმა გადადგეს ღარიბაშვილი, შეუფერებელია მაგ თანამდებობისთვისო
ისინი არ იყვნეენ ეს ღარიბაშვილი ბიძოს ერთი თითის გაჩხაკუნებაზე რომ მოახსნევინეეეს??
ჰოოოდა ეხლაც ესეა ..................... ან კოალიცია ან რევოლუციაო...
ბიჯოოოოო......................არ მოგვცემდნენ ეგენი მიშას მუქთად................ არააააააააა
აბა ტყუილად ინახეეს 9 წელი???
ნეტავ ვცდებოდე
ზუგდიდის ნაირად მაგათ ბევრგან გაააკეთეს --ამ დებილებს(ოცნებას)ნაცებმა მოპარეს ხმები ...ზოგი თავისთან მიათვალეს, ზოგიც სხვებს მიათვალეს
აბა ესენი რისი მაქნისები არიან---- ამათ მიღებული ხმებიც კი ვერ დაითვალეს სწორად ....ფუკასავით აააცალეს ნაცებმა ხმები
კაცი, გუშინ რომ სააარჩევნო კომისიაში ოცნების მხრიდან იყო და ოცნების შტაბის უფროსი იყო, დღეს უკვე ნაცების მხარეს გადავიდა და ეხლა იმათი შტაბის უფროსი გახდა (რუსთავში)...............აბა ის ამ დებილებს ხეირს დაააყრიდააათ??
ამათი 200 ლარიანი აგიტატორები, ნაცების 500 ლარიან აგიტატორებად გადაიკრასკენ....
აბა მაშ ესენი დებილები არ არიააან??....
კიდევ კარგად გადარჩნენ ესენი...
ზუგდიდის ნაირად მაგათ ბევრგან გაააკეთეს --ამ დებილებს(ოცნებას)ნაცებმა მოპარეს ხმები ...ზოგი თავისთან მიათვალეს, ზოგიც სხვებს მიათვალეს
აბა ესენი რისი მაქნისები არიან---- ამათ მიღებული ხმებიც კი ვერ დაითვალეს სწორად ....ფუკასავით აააცალეს ნაცებმა ხმები
კაცი, გუშინ რომ სააარჩევნო კომისიაში ოცნების მხრიდან იყო და ოცნების შტაბის უფროსი იყო, დღეს უკვე ნაცების მხარეს გადავიდა და ეხლა იმათი შტაბის უფროსი გახდა (რუსთავში)...............აბა ის ამ დებილებს ხეირს დაააყრიდააათ??
ამათი 200 ლარიანი აგიტატორები, ნაცების 500 ლარიან აგიტატორებად გადაიკრასკენ....
აბა მაშ ესენი დებილები არ არიააან??....
კიდევ კარგად გადარჩნენ ესენი...