პოლონეთი ბელარუს მესაზღვრეებს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

პოლონეთი ბელარუს მესაზღვრეებს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

პოლონეთი ბელარუს მესაზღვრეებს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ბელარუსის პატრულმა საზღვარზე ჩვენი მიმართულებით ცეცხლი გახსნა. სავარაუდოდ, ფუჭი ტყვიები გამოიყენეს. არავინ დაშავებულა“, - განაცხადეს პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ლუკაშ იასინამ განაცხადა, რომ ბელარუსის დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში დაიბარეს ბელარუსის მხრიდან პროვოკაციების განსახილველად.

7 სექტემბერს, მიგრანტების რაოდენობის ზრდისა და რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნების ფონზე, პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.