მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დასახსნელ ბრძოლაში „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად მარტო რჩება, რადგან მათ და თაკო ჩარკვიანის მიერ დაანონსებულ აქციებს სხვა ოპოზიციური პარტიები არ შეუერთდებიან. ამდენად გაუგებარია, რისი იმედი აქვს ენმ-ს და როგორ აპირებს საქართველოს მოსახლეობა აიძულოს ქუჩაში გამოვიდეს იმ პრეზიდენტის დასაცავად, რომელსაც თავად მოსახლეობა არაერთ ძალადობასა და ავტორიტარული რეჟიმის შექმნაში ადანაშაულებს.
როგორც ჩანს, ენმ-ი ვაბაკნზე მიდის, ყველაფერს სდებს იმისთვის, რომ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლის და ციხეში ჩაჯდომის ეფექტი არ დაიკარგოს. ამიტომაც დაიწყეს საინფორმაციო პროპაგანდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის გარეთაც.
თაკო ჩარკვიანმა უკვე დააანონსა, რომ 10 ოქტომბრიდან სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 4-დღიანი უწყვეტი აქციები გაიმართება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ 14 ოქტომბერს შეურთდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცახდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ხელისუფლებამ ხალხის ნება უნდა დაინახოს და ოპოზიციურ პარტიებში განსხვავებული აზრის დრო არ არის. ყველა რუსთაველის გამზირზე უნდა იდგეს, რადგან სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.
ამასობაში კი ცნობილი გახდა, რომ „მოშიმშილე“ სააკაშვილი შიმშილით სიკვდილს არც არასოდეს აპირებდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ციხის მაღაზიაში 7 ქილა თაფლი და ნატურალური წვენები შეიძინა.
„ორშაბათს დაუმზადდა პირადი ბარათი. მას წვდომა ჰქონდა სხვადასხვა პროდუქტზე, მათ შორის, ნატურალურ წვენებზე, თაფლზე და შეკვეთის დადასტურების შემდგომ, როგორც ვიცი, მან მიიღო უკვე რამდენიმე ქილა თაფლი. ასევე, რამდენიმე ლიტრი ნატურალური წვენი. მას დაწყებული აქვს საკვები პროდუქტების მიღება, მათ შორის თაფლის და ასევე, ნატურალური წვენის, რაც ფაქტობრივად ცხადყოფს იმას, რომ ასე თუ ისე, ორგანიზმი არ დგას გამოფიტვის წინაშე“, - განაცხადა ნიკა ცხვარაშვილმა.
ენმ-ში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით რამდენიმე დღეში, თბილისში ფართომასშტაბიანი აქციები იქნება.
„ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ჩავატაროთ არჩევნების მეორე ტურები, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. პოლიტსაბჭოს სხდომაზე ამ 2 მიმართულებაზე ვიმსჯელეთ. მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ მათ შორის თბილისში გაიმართება ფართომასშტაბიანი აქცია მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობისათვის და გათავისუფლების მოთხოვნით“, - განაცხადა ნაციონალმა ზაალ უდუმაშვილმა, რომელსაც, ეტყობა, სააკაშვილის დაპატიმრებამ გონება ისე აუმღვრია, აღარც ახსოვს, რომ მის პარტიას მიშელის დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი. „ოცნების“ მხრიდან დოკუმენტის ანულირებას რომ თავი დავანებოთ, ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების ხსენების არავითარი საფუძველი არ აქვს, რადგან ავადსახსენებელი 43% „ოცნებას“ გადალახული აქვს.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ საინფორმაციო პროპაგანდას ახორციელებს, რათა იმუშაონ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ და სააკაშვილისგან წამებული ადამიანის ხატი შექმნან. ანჯაფარიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ენმ ცდილობს მოსახლეობას გაუჩინოს განცდა, თითქოს სააკაშვილი შიმშილის გამო, მძიმედ არის, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მისი ციხეში ყოფნა არ შეიძლება. ცდილობენ, მოსახლეობის იმ ნაწილშიც კი, რომელიც მის მიმართ არცთუ კეთილგანწყობილია, გარკვეული სენტიმენტები გააჩინონ.
„იციან ქარველი ხალხის ხასიათი, რომ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანის მიმართ გარკვეული სიმპათიები გვიჩნდება, როგორი დამნაშავეც არ უნდა იყოს. ამიტომ ამ საინფორმაციო ველით ცდილობენ, რომ მნიშვნელოვან ჯგუფზე გავიდნენ. პირველ რიგში, ეს არის მოსახლეობის გულის ასაჩუყებლად დაწყებული კამპანია და დასავლეთის ყუარდღების მისაქცევად გაკეთებული. სააკაშვილმა შიმშილობა იმიტომ დაიწყო, რომ მიხვდა, სხვა მეთოდებით ის საზოგადოებაში ფართო მხდაჭერას ვერ მოიპოვებდა, მარტო ციხეში ყოფნით და იქიდან მრისხანე წერილების გამოგზავნით მოსახლეობის მობილიზებას ვერ მოახდენდა.
ამიტომ მისი შიმშილობის და ჯამრთელობის თემით აპელირება დაიწყეს. ასევე შემოაგდეს თემა, თითქოს რუსეთის სპეცამსახურები მის ლიკვიდაციას აპირებენ. ყველაფერი ეს კი საზოგადოებრივი აზრის შექმნას ემსახურება - სააკაშვილი ციხეში არ უნდა იყოს და ის უნდა გაათავისუფლონ. არ მგონია ხელისუფლება ამაზე წავიდეს. თუ ის ამ შიმშილით ცუდად გახდა, მას საავადმყოფოში გადაიყვანენ ან კიდევ ექიმების მეშვეობით იძულებით კვებას დაუნიშნავენ, მართლა სასიკვდილოდ ხომ არ გაწირავენ! მანამდე კი ენმ ეცდება ამ თემიდან რაც შეიძლება მეტი პროპაგანდისტური მასალა გამოწუროს“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან და მიზეზს იმისა,
რატომ ვერ იკრიბება ის 100 000-იანი ლაშქარი, რომელსაც სააკაშვილი 3 ოქტომბერს რუსთაველზე გამოსვლისკენ მოუწოდებდა და რატომ გახდა ამომრჩევლის მობილიზებისთვის საჭირო სააკაშვილის შიმშილობა და სიტუაციის დრამატიზება, ანალიტიკოსი იმით ხსნის, რომ სააკაშვილს კეთროვანივით ყველა გაურბის.
„ის ადამიანები, ვინც კი არჩევნებზე 5 ნომერს ხაზავენ, მათგან მხოლოდ მცირე ნაწილია მართლმორწმუნე მიშისტი. თუნდაც ის, რომ ოპოზიციის ნაწილის წარმომადგენლები ჩარკვიანის მიერ დაანონსებულ აქციაზე არ მიდის, იმის ნიშანია, რომ სააკაშვილთან საკუთარი თავის გაიგივება არ უნდათ. ოპოზიციის ნაწილმა ეს უკვე პირადად იწვნია, როცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ენმ-ის დღის წესრიგით მოქმედება დაიწყეს და ვერანაირი ხეირი ვერ ნახეს - ვნახეთ რაც დაემართათ. ამის ნათელი მაგალითია „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, რომელთა რეიტინგი კატასტროფულად დაეცა. ენმ-მა კი გამოაცხადა, რომ თბილისში კოალიციური მთავრობა უნდა შევქმნათო, მაგრამ მათთან თანამშრომლობა ვინმესღა უნდა? ისინი ისევ ცდილობენ, რომ 2020 წლის სცენარი გაიმეორონ.
ამით უნდათ დასავლეთს დაანახონ, რომ პროტესტს არა მხოლოდ ნაციონალები გამოხატავენ, არამედ მთელი ოპოზიცია ერთიანია. თუმცა იგივე ფანდი დასავლეთის ყურადღების მისაქცევად აღარ გამოდგება. მათ გასაგებად თქვეს, რომ მედიაციისთვის აღარც დრო აქვთ და აღარც სურვილი. ამიტომ ჩვენი ქვეყნის საქმეში აღარ ჩაერევიან. კი, ოპოზიცია სააკაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ამბობენ, რომ პოლიტპატიმარია, მაგრამ ადამიანური რესურსების სახით ამისგან თავს იკავებენ“, - ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.
მიხეილ სააკაშვილი ფაქტის წინაშე დადგა - საქართველოში ჩამოსვლა დიდად არაფერსი წაადგა, ფაქტობრივად, ყველა კარტი გაუჭრეს. ახლა, ენმ იძულებულია მაქსიმუმზე წავიდეს. თუკი ისინი მეორე ტურებსაც წააგებენ, მაშინ სააკაშვილის ციხეში ყოფნას ფასი არ ექნება. ამდენად, „ნაციონალური მოძრაობა“ წესით, უნდა ეცადოს, რომ ვა-ბანკზე წავიდეს, რომ დესტრუქციული გზით ხელისუფლება გარკვეულ დათმობაზე წაიყვანოს, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით, ამის ალბათობა მინიმუმია.
ზაალ ანაჯაფარიძე გვეთანხმება, რომ ნაციონალები სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ნამდვილად გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაერთნენ და ყველა ხერხით მაქსიმუმის მიღებას ეცდებიან.
„თუ ენმ-მა მეორე ტური ისევ წააგო, შეიძლება ითქვას, რომ მათი პარტიის რიგებში სერიოზული კრიზისი დადგება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ამომრჩევლის ნაწილიც შემოეცალოთ. ისინი სხვა ოპოზიციურ ნაწილზეც გადანაწილდნენ, დიდი ალბათობით, გიორგი გახარიას პარტიაზე გადანაწილდეს. „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს არის ბოლო და გადამწყვეტი ბრძოლა, ისინი ამაში ძალიან დიდ რესურს დებენ. აქ არის საუბარი, როგორც ადამიანურ ასევე ფინანსურ რესურსებზე. დაიწყეს ყველა იმ კავშირების გამოყენება, რომელიც დასავლეთში აქვთ.
უკვეთავენ სტატიებს სხვადასხვა უცხოურ გამოცემებში და ცდილობენ სააკაშვილის თემა ყველა მხრივ და მიმართულებით აქტუალური იყოს. თუ სააკაშვილის ფაქტორს ენმ ვერ გამოიყენებს, მაშინ ის, როგორც პოლიტიკოსი განულდება. თუ უკრაინას გადასცემენ, რაც გამორიცხული არაა, რადგან ხელისუფლებას ის აქ არაფერში სჭირდება, ამითაც სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა საბოლოოდ გაბითურდება. საშიში ის არის, რომ თუკი „ოცნების“ მხარდამჭერებმა დაინახეს, რომ ენმ წითელ ხაზებს სცდება, არაა გამორიცხული, კონტრაქციები გამართონ. ამიტომ ყველაზე საშიში ეს იქნება. ხელისუფლებამ ყველანაირი რესურსი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ეს არ დაუშვას“, - ამბობს ანაჯაფარიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სხვა სამართლებრივი საქმეები აღძრული რომც არ იყოს, მას ორივე ქვეყნის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავება ეკუთვნის. ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ როცა ადამიანი ქვეყნის პრეზიდენტი და კანონის გარანტი იყო და ამ ყველაფერს უგულებელყოფს, საზღვარს უკანონოდ კვეთს, ე.ი. არალეგიტიმური და უკანონო დღის წესრიგი აქვს.
„წარმოგიდგენიათ ექს-პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის და კანონის დაცვის გარანტი უნდა იყოს და ის საზღვარს უკანონოდ კვეთს, რა გეგმა უნდა ჰქონდეს? დიდი ბოდიში ახლა, ამისთვის, რაც არ უნდა მაგარი ბიჭი იყო და შენი გულშემატკივარი ვიყო, მაინც უნდა ჩავთვალო, როგორც კანონმორჩილმა ადამიანმა, რომ შენ ხარ ამის გამო დასაპატიმრებელი. მეორეც დარწმუნებული ვარ, ის საქართველოში რომ არ ჩამოსულიყო, ენმ-ს უკეთესი შედეგი ექნობოდა. დანარჩენ პარტიებზე საერთოდ არ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ სააკაშვილის ამ უცნაურმა ვოიაჟმა საკმაოდ სერიოზულად დააზიანა, ისევ ორპოლუსიანი ველი შეიკრა. რაც შეეხება მეორე ტურებს, მგონია, რომ ყველაფერი ახლა მელიას ქცევაზე არის დამოკიდებული. ენმ-ს ახლა ორმაგი პრობლემა აქვს, ერთი - მეორე ტურები აქვს ჩასატარებელი და მეორე - სააკაშვილი ჰყავს ციხიდან გამოსაყვანი.
რატომღაც მეჩვენება, პარტიაში შიგნითაც წინააღმდეგობებია. ახლა არ არის იმის დრო, რომ ისევ რევოლუციისთვის კუნთების თამაში დაიწყონ. ძალინ მიკვირს, რით ვერ შეიგნეს ამ ადამიანებმა, რომ არ არის ქვეყანაში ისეთი სიტუაცია, რომ ქუჩის აქციებით რამეს მიაღწიონ. სააკაშვილის გამოშვებას აქტიურად ითხოვს მოსახლეობის 30%, დანარჩენი 70%-დან ვიღაცას არ აინტერესებს, ვიღაცას არ უნდა. აქედან გამომდინარე, ვერაფერს ვერ მოახდენენ“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.
ხუხაშვილს ისიც ვერ წარმოუდგენია, რა გზით აპირებს ენმ საააკშვილის ციხიდან გამოყვანას, რადგანაც ერთადერთი სამართლებრივი გზა სააკაშვილის ციხიდან გამოყვანის პრეზიდენტის მიერ მისი შეწყალებაა. სასამართლომ რომც მოინდომოს, ასე სწრაფად ვერ გამოუშვებს. საერთაშორისო თანამეგობრობას რომ ნდომოდა თავისი სიტყვის თქმა, იტყოდა უკვე, დღემდე და ასე ჩუმად არ იქნებოდნენ. ამიტომ ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ენმ-შიც გაურკვეველი სიტუაციაა.
ტრუხა მიჰუი ვის რა ჩემ ფეხებად ჭირდება?!
მით უმეტეს რომ ამის გეგმებში ციხე არ იყო ნახსენები
ნახეთ ესეც რააა... ჩე გევარა....არ გაიშვას ამის რევოლუციონერობა..
..ეს კი არა ამის პატრონები არიან რევოლუციონრები და ათას სირზე გადამხტარები...... აი იმათ უნდა გავუძლოთ როგორმე, იმათ