ზუგდიდის საოლქო კომისიაში მე-11 მაჟორიტარული ოლქის ბიულეტენების გადათვლას შემდეგ შედეგები შეიცვალა. შესაბამისად, გამარჯვებული „ქართული ოცნების“ კანდიდატი, სოსო გოგოხია გახდა. მმართველი პარტიის კანდიდატს 13 ხმა დაემატა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს -1, ხოლო „გახარია - საქართველოსთვის“ - 2 ხმა. როგორც ცნობილია, აქამდე აღნიშნულ ოლქში ენმ-ს კანდიდატი იგებდა.
„ქართული ოცნების“ კანდიდატს მხარი დაუჭირა 1193-მა ამომრჩეველმა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა 1183 ხმა მიიღო. რაც შეეხება პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატს, მან 507 ხმა მიიღო.
ბათილი ბიულეტენების გახსნამდე „ქართული ოცნების“ კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 2 ხმით უსწრებდა. მმართველი გუნდის კანდიდატი, სოსო გოგოხია ამტკიცებდა, რომ ბათილად იყო ცნობილი ისეთი ბიულეტენები, სადაც ამომრჩეველმა ნება დააფიქსირა. ამიტომაც, „ქართულმა ოცნებამ“ უბნების ხელახალი გადათვლა მოითხოვა.
საჩივრის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ბიულეტენების ხელახლა გადათვლას უსაფუძვლოს უწოდებდნენ და პარალელურად ყველა უბნის გადათვლას მოითხოვდნენ. „ნაცმოძრაობის“ წევრის ანა წითლიძის თქმით, ოლქში, რომელიც გახსნეს, კონვერტები იყო გახსნილი და ლუქი ახსნილი.
წითლიძის ბრალდებას არ ადასტურებს ზუგდიდის N67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი, რომლის განცხადებით, პროცესი იყო გამჭვირვალე. პროცესს როგორც მედიის წარმომადგენლები, ასევე ესწრებოდნენ „საია“-ს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს და „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები.
რაც ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა ვიდეო-მასალა, სადაც ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფიკო ჩვამანია ზუგდიდში, 67-ე ოლქის მე-8 უბანზე როგორ იპარავს ბიულეტენებს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ფაქტი სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. უმრავლესობის წევრს არ დაუკონკრეტებია დაიწყება თუ არა გამოძიება ჩავამანიას წინააღმდეგ.
„უბნის ტერიტორიაზე მყოფი პირის მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი სოფიკო ჩვამანია და ამავე უბანზე საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც სავარაუდოდ, იპარავს ბიულეტენებს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ქმედებებს, რასაც ახლა ვაკვირდებით - ჩვენ ვიხილეთ, როგორ ჩაშალეს მათ საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა და მოვისმინეთ მათი ბრალდებები, რომ თითოს გადათვლა ზონდერების მიერ ქურდულად მოხდა.
საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ უბნების გადათვლის პროცესს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა ესწრებოდა. გადათვლის შედეგებს მხარი დაუჭირა კომისიის 13-მა წევრმა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „ლელოს“ წარმომადგენლებისა, რომლებიც სრულად ესწრებოდნენ გადათვლის პროცესს. ეს სამი პარტია რომ ერთი პოლიტიკური გუნდია, მგონი სხვა დროსაც არაერთხელ დამტკიცდა. მათი ქცევა გასაკვირი არ არის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ზუგდიდში იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომლის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმები „მალულად გადათვალეს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პირველივე ტურში გამარჯვებული მაჟორიტარი დამარცხებულად გამოაცხადეს.
„სანამ ჩვენ ყველას გვეძინა, მოხდა შემდეგი რამ: მთელმა საქართველომ იცის, რომ პირველ ტურში, ზუგდიდში ოპოზიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და საკრებულო თავიდან ბოლომდე დააკომპლექტა ოპოზიციამ, კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მაგრამ გუშინ ღამე „ქართული ოცნება“ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიკრიბა. სრულიად უკანონოდ გადათვალეს ხმები - ქურდულად, საარჩევნო „ზონდერებმა“.
პირველ ტურშივე გამარჯვებულ ჩვენს ერთ-ერთ მაჟორიტარს, ხმების გადათვლის შემდეგ პირველ ტურში მარცხი ჩაუთვალეს. ზუდიდში ვერც „მხედრიონის“ ტერორმა და ვერანარი სახის ტერორმა დაჩაგრა ადამიანები და ვერც „ქართული ოცნება“ ვერ იქნება იმ მდგომარეობაში, რომ საარჩევნო „ზონდერების“ გამოყენებით მოპოვებული გამარჯვება ხალხს წაართვას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ზუგდიდის მერობის კანდიდატი, მამუკა წოწერია აცხადებს, რომ ზუგდიდი არ გახდება თანაზიარი, ავადსახსენებელ კასტილიან მანიაკთან ასოცირებულ ძალასთან. როგორც მერობის კანდიდატი აცხადებს, „ნაციონალური მოძრაობა“ მათთვის არასასურველი შედეგის დადგომის გამო ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ საოლქო კომისიის წევრებზე და ზუგდიდში ცდილობენ მოვლენების ესკალაციას.
„ჩვენ დავიცავთ ჩვენი ამომრჩევლის ხმებს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ აქვს მნიშვნელობა თუ რა აზრი გამოხატა, რა ნება დააფიქსირა ჩვენმა ამომრჩეველმა, მათთვის მთავარია მათი წარმოსახვითი ყალბი რეალობის გაფორმება. ეს დღე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციული ქმედების შედეგი და დააკვირდით მათ ვერბალურ ნაწილს, მათ ტერმინოლოგიას - „ყველანი ციხეში“, - მათ ატაცებული აქვთ მათივე ბელადის ეს სლოგანი. „ნაციონალურ მოძრაობას“ ქართველი ხალხი ციხის გარდა ვერსად ვერ წარმოუდგენია. აქედან გამომდინარე, ღირსეულ პასუხს მიიღებენ 30 ოქტომბრის არჩევნებში და არც ზუგდიდის მოსახლეობა არ იქნება გამონაკლისი, რომელიც საბოლოოდ უარს ეტყვის მძიმე წარსულში დაბრუნებას და ორი ალტერნატივიდან: განვითარების, პერსპექტივასა და მძიმე წარსულში დაბრუნებას შორის ღირსეულ არჩევანს გააკეთებს. აქედან გამომდინარე დაველოდოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ გამაღიზიანებელ ფაქტორს - 30 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატისა და მეორე ტურში მაჟორიტარობის კანდიდატის ღირსეულ გამარჯვებას“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
დღის ბოლოს ზუგდიდელებს წერილობით მიმართა პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა და მოუწოდა, რომ ხვალ ყველანი გაერთიანდნენ ხმების დასაცავად. სააკაშვილის მორიგი წერილი ციხიდან „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ გამოიტანა.
„ივანიშვილის რეჟიმის მთავარი მიზანი, როგორც თავის დროზე „მხედრიონის“, არის სამეგრელო. ის უკანონობა, რომელსაც ზუგდიდში ჩადიან და უკვე აპირებენ სენაკში და სხვაგანაც, არ უნდა შერჩეთ. მე მქონდა შესაძლებლობა ჩამესუნთქა სამეგრელოს ჰაერი და ეს არის თავისუფლების ჰაერი. საქართველოს გათავისუფლება ისევ უნდა დაიწყოს სამეგრელოდან. ხვალ ყველანი ხმების დასაცავად, ნიკა მელიას და პარტიის სხვა ლიდერების მეთაურობით.
სოლიდარობა ანზორ მელიას და ჩვენ კანდიდატს ფიფიას, რომელმაც გაიმარჯვა პირველ ტურში და ახლა გამარჯვებას ართმევენ. სოლიდარობა ზუგდიდელებს. ზუსტად ვიცი რა შავი ფურცელია ჩვენ ისტორიაში ის, რომ ზვიად გამსახურდიას ვერ გავუფრთხილდით მთელი საქართველო. ასევე ზუსტად ვიცი, რომ ეს აღარასდროს განმეორდება და ერთად ჩვენ ამას აღარ დავუშვებთ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ზუგდიდის ნაირად მაგათ ბევრგან გაააკეთეს --ამ დებილებს(ოცნებას)ნაცებმა მოპარეს ხმები ...ზოგი თავისთან მიათვალეს, ზოგიც სხვებს მიათვალეს
აბა ესენი რისი მაქნისები არიან---- ამათ მიღებული ხმებიც კი ვერ დაითვალეს სწორად ....ფუკასავით აააცალეს ნაცებმა ხმები
კაცი, გუშინ რომ სააარჩევნო კომისიაში ოცნების მხრიდან იყო, დღეს უკვე ნაცების მხარეს გადავიდა და იმათი შტაბის უფროსი იყო(რუსთავში)
აბა მაშ ესენი დებილები არ არიააან??
აგვისრულდა შენი წყევლა ----- ესენი ჩვენი სათრევები არიანო
არ ათრევ და.................... მოვიდა ნაცი