გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა კლიმატის ცვლილების საკითხი, ბიომრავალფეროვნება, ევროკავშირის მომავალი, კონფლიქტები და ეკლესიაში სექსუალური ძალადობა განიხილეს.
„კლიმატის ცვლილებაზე კაცობრიობის რეაგირება ჩვენი ცხოვრების რადიკალურ ცვლილებას მოითხოვს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.