„დავუშვათ, ხელისუფლებას აწყობდა მისი ჩამოსვლა, სააკაშვილს რაში აწყობდა? ალბათ, აქ უფრო რევოლუციურ მიზნებზე შეიძლება ლაპარაკი“

„დავუშვათ, ხელისუფლებას აწყობდა მისი ჩამოსვლა, სააკაშვილს რაში აწყობდა? ალბათ, აქ უფრო რევოლუციურ მიზნებზე შეიძლება ლაპარაკი“

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ექსპრეზიდენტი ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის წინა დღეს შემოვიდა. ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ამით გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მობილიზება მოხდა, რამაც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმოქმედა.

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ფაქტმა რამდენიმე მოსაზრება გააჩინა, თუ რისთვის ჩამოვიდა ის სწორედ ახლა? ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ყოფილ პრეზიდენტს რევანშისტული მიზნები ამოძრავებდა, მას ქვეყნის გადატრიალების გეგმა ჰქონდა, დაბრუნდა იმისთვის, რომ მორიგი რევოლუცია მოეწყო საქართველოში.

თუმცა, მეორე ნაწილი ამ ვერსიას არ იზიარებს და სრულიად სხვა მოსაზრებას ავითარებს, კერძოდ: ექსპრეზიდენტის ჩამოსვლა სწორედ არჩევნების წინა დღეს „ქართულ ოცნებასთან“ იყო შეთანხმებული, რომ ხელისუფლებას მეტი ხმა მიეღო. ეს ნაწილი აცხადებს ასევე იმას, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა ვერ გადასცდებოდა 43%-ს, რომელიც ერთ დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, სააკაშვილის საქართველში ჩამოსვლით, იმ ამომრჩევლის მობილიზება მოხდა, ვინც „ქართულ ოცნებას“ აღარ უჭერდა მხარს, თუმცა, ეშინოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის ხელისფულებაში დაბრუნების.

ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ გაურკვეველია რეალური მიზნები და კითხვის ნიშნების ჩამონათვალი, რომელიც სწორედ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებამ გამოიწვია, უფრო მეტად იზრდება. თუ როგორ მოხდება ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება საპატიმროდან, რაზეც ოპოზიციური სპექტრი აქტიურად საუბრობს და არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, უფრო მეტად გააქტიურდება, უცნობია.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, სააკაშვილი, როგორ პატიმარი შესაძლოა, უკრაინას გადაეცეს. ნაწილი, რომელიც იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლა ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული, ასევე აცხადებს, რომ სწორედ ამ შეთანხმების თანახმადვე, სააკაშვილი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ უკრაინას უნდა გადაეცეს.

თუმცა, არსებობის უფლება აქვს კიდევ ერთ მოსაზრებას: სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შესაძლოა დაიწყოს აქციები, რაც ოპოზიციამ უკვე დააანონსა და ის მიიღებს პერმანენტულ და მასშტაბურ ხასიათს. საბოლოოდ კი, სააკაშვილი შესაძლოა, უკვე ციხის გარეთ, თავის პარტიასთან ვიხილოთ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული. მისთვის სრულიად გაურკვევლია, რისთვის ჩამოვიდა ის.

„თუკი ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული, ეს აჩენს კითხვას: დავუშვათ ხელისუფლებას აწყობდა მისი ჩამოსვლა, სააკაშვილს რაში აწყობდა? ალბათ, აქ უფრო რევოლუციურ მიზნებზე შეიძლება ლაპარაკი, მით უმეტეს ამასთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებდა, თუმცა ბოლო მომენტში იკვეთება, რომ არც ეს არის. ამბობს, რომ აუცილებლად წადით არჩევნებზეო.

როდესაც მკაფიო მოტივი არ იკითხება, იქ შეიძლება ბევრი სხვა რამ იგულისხმო. გამოკლევა უნდა, მისმა ჩამოსვლამ გავლენა მოახდინა თუ არა ამომრჩეველზე, ჯამში აღებულ ციფრს თუ დავუკვირდებით, სააკაშვილის ჩამოსვლამდე იყო კვლევა, რამდენი ადამიანი უჭერდა მხარს მელიას და სააკაშვილის ჩამოსვლის მერე, რამდენმა დაუჭირა. არ არის დიდი განსხვავება საიმისოდ, რომ ვთქვათ, სააკაშვილმა მოახდინა დიდი გავლენა“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებაში გაჩენილი მოსაზრებების შესახებ ვრელ განცხადებას ავრცელებს, სადაც ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის შესაძლო მიზეზს და მიზანს განიხილავს.

ღარიბაშვილს აბსურდულად მიაჩნია ვერსია, რომ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ის წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი: „ეს რომ ნდომოდა, მაშინ არა ქურდულად და კანონის დარღვევით, არამედ ვაჟკაცურად (რამდენად არარელევანტურადაც არ უნდა ჟღერდეს სააკაშვილთან მიმართებით) შემოვიდოდა და ჩაჯდებოდა ციხეში. ამგვარი ნაბიჯით ის გაამძაფრებდა მისსავე გზავნილს საქმეების შეკერვისა და პოლიტპატიმრობის შესახებ.

ახლა კი, როდესაც ის საქართველოში ახალი დანაშაულის ჩადენის გზით შემოვიდა, მან ამ გზავნილს ფორმალური საფუძველიც კი გამოაცალა... ყველაზე ლოგიკურად მაინც ის ვერსია შეიძლება მივიჩნიოთ, რომ სააკაშვილი საქართველოში არა ციხეში შესვლის გათვლით, არამედ ხელისუფლების გადატრიალების მყარი იმედით ჩამოვიდა“.

Katana . "...მეორე ნაწილი სხვა მოსაზრებას ავითარებს, კერძოდ: ქსპრეზიდენტის ჩამოსვლა სწორედ არჩევნების წინა დღეს „ქართულ ოცნებასთან“ იყო შეთანხმებული, რომ ხელისუფლებას მეტი ხმა მიეღო."
:)))
თაკო ჩარკვიანს არ უთხრან - მიშას იმიტომ გაუწირია თავი, რომ "ქართულ ოცნებას" მოეგო არჩევნებიო, თორემ სუიციდი გარანტირებული აქვს!..

ამგვარი მოსაზრება, თუ ის მართლა აქვს ვინმეს, ადასტურებს ჭეშმარიტებას აინშტაინის ფრთიანი ფრაზისა, რომ უსასრულოა სამყარო და ადამიანთა გამო@ლევება!..
(უკაცრავად, მაგრამ უფრო დელიკატური ვარიანტი არ უხდება ამ შემთხვევას.)
3 წლის უკან
trampi მაქსიმ შევჩენკო

"ივანიშვილს დასავლეთიდან არჩევანი შესთავაზეს: მორიგ "ფერად რევოლუციას" მოგიწყობთ ან "ნაციონალებთან" კოალიციაში შეხვალო... სააკაშვილი შეიტყუეს, ის ამერიკელების გარდა არავის მიენდობოდა"

100% ვეთანხმები
3 წლის უკან
trampi მამუკა არეშიძე

"სააკაშვილს კარგად ვიცნობ და ვიცი, თავისი ნებით ციხეში არ ჩაჯდებოდა, საქმე რაც უნდა დიდ ფულთან ყოფილიყო დაკავშირებული. სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე"

100%
3 წლის უკან
trampi არადა ამათ უკვე პარადი აქვთ და სალიუტებსაც ისვრიან
ბიჯოოო................... ერთი თვე მაინც დაიცათ და მერე ჩაატარეთ ეს პარადი...
მოდიან მოდიან ოკეანის გაღმელი ,,მეგობრები,,........ ჯერ იმათ დახვდით და სალიუტები მერე ისროლეთ
კოალიციური მთავრობაააა იმათ დღის წესრიგში, კოალიციური მთავრობა...აბა ტყუილად და მუქთად კი არ ჩააბარეს ეს 9 წელ შენახული მიშა

ღარიბაშვილმა ცოტა განდაგანას ცეკვა დაიწყო და არ მოსწონთ ეგ ,,მეგობრებს,,
..პლიუს ესენი მეგობრების დაკრულზე რუსებს არ უჩხიკინებენ ...ჰოოოდა აბა რაში მოეწონებათ ეს ოცნება
პირველ რიგში იმათ ღარიბაშვილი არ მოსწონთ, ღარიბაშვილი.....კრამერმა გადადგეს ღარიბაშვილი, შეუფერებელია მაგ თანამდებობისთვისო
ისინი არ იყვნეენ ეს ღარიბაშვილი ბიძოს ერთი თითის გაჩხაკუნებაზე რომ მოახსნევინეეეს??
ჰოოოდა ეხლაც ესეა ..................... ან კოალიცია ან რევოლუციაო...
ბიჯოოოოო......................არ მოგვცემდნენ ეგენი მიშას მუქთად................ არააააააააა
აბა ტყუილად ინახეეს 9 წელი???
ნეტავ ვცდებოდე



მთელ საქართველოში ბიულეტინების არევა--მაქაინაციაზე ნაცებს სპეც დავალება ჰქონდათ
ზუგდიდის ნაირად მაგათ ბევრგან გაააკეთეს --ამ დებილებს(ოცნებას)ნაცებმა მოპარეს ხმები ...ზოგი თავისთან მიათვალეს, ზოგიც სხვებს მიათვალეს
აბა ესენი რისი მაქნისები არიან---- ამათ მიღებული ხმებიც კი ვერ დაითვალეს სწორად ....ფუკასავით აააცალეს ნაცებმა ხმები
კაცი, გუშინ რომ სააარჩევნო კომისიაში ოცნების მხრიდან იყო და ოცნების შტაბის უფროსი იყო, დღეს უკვე ნაცების მხარეს გადავიდა და ეხლა იმათი შტაბის უფროსი გახდა (რუსთავში)...............აბა ის ამ დებილებს ხეირს დაააყრიდააათ??
ამათი 200 ლარიანი აგიტატორები, ნაცების 500 ლარიან აგიტატორებად გადაიკრასკენ....
აბა მაშ ესენი დებილები არ არიააან??....
კიდევ კარგად გადარჩნენ ესენი...
3 წლის უკან