უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, დმიტრო რაზუმკოვის თანამდებობიდან გადაყენებას. გადაწყვეტილებას 284-მა დეპუტატმა, მათ შორის მმართველი პარტიის 215-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
რაზუმკოვი ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიას „ხალხის მსახურს“ 2019 წლის მაისი-ნოემბერში ხელმძღვანელობდა და საპარლამენტო არჩევნებზე პარტიული სიის პირველი ნომერი იყო. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ის 2019 წლის აგვისტოდან იკავებდა.
3 ოქტომბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ მის პარტიაში რაზუმკოვის მისამართით „მილიონი კითხვა დაგროვდა“. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, პარლამენტის სპიკერის თანამდებობაზე რაზუმკოვს საკვანძო კანონპროექტებზე პარტიის პოზიციები უნდა გაემყარებინა, თუმცა მან „სხვა გზა აირჩია“.
პარტიაში „ხალხის მსახური“ აცხადებენ, რომ რაზუმკოვის იმპიჩმენტი არა მხოლოდ პოლიტიკური უთანხმოების, არამედ რეგლამენტის დარღვევის გამოც დააინიციირეს. ბოლო დროს, რაზუმკოვი ზელენსკის რიგ საკითხებთან დაკავშირებით საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა.